ტერიტორიაზე, რომელიც აზერბაიჯანის კონტროლქვეშ უნდა გადავიდეს, სომხური მოსახლეობა სახლებს წვავს.
სამმხრივი შეთანხმების საფუძველზე, ქალაქი კარვაჩარი, 15 ნოემბერს აზერბაიჯანის კონტროლს დაექვემდებარება.
როგორც აზერბაიჯანული მედია იუწყება, სწორედ ამიტომ მოსახლეობის ნაწილი სახლებს ცეცხლს უკიდებს და ტერიტორიას ტოვებს, რადგან „აზერბაიჯანის ხელში არ ჩავარდნენ“.
ინფორმაციისთვის, 10 ნოემბერს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების 9-პუნქტიან გეგმას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერეს ხელი. ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის მოსახლეობას დიდი გამარჯვება მიულოცა. მისი ინფორმაციით, რეგიონში რუსეთის და თურქეთის სამშვიდობო ძალები განთავსდებიან.
კომენტარები