• რეკლამა
  • კონტაქტი
06:54, ორშაბათი, 8 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სომეხი ინვესტორების ბიზნესინტერესები გაგრაში და ხანძარი – რა დივერსიაზე საუბრობენ ადგილობრივები

ალია ავტორი - ალია
20:10 01-08-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
60

რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში ისევ მას­შტა­ბურ ხან­ძრებს ებ­რძვი­ან – ოკუპირებული გაგ­რის რა­ი­ო­ნის ე.წ. ად­მი­ნის­ტრა­ცია აცხა­დებს, რომ სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მზად არი­ან, მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცია და­ი­წყონ. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, ხან­ძა­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბთან უკვე ძალიან ახლოსაა… ადგილზე კი მხოლოდ 3 სახანძრო მანქანა და 11 მაშველია მობილიზებული – წერს აფხა­ზუ­რი მე­დია.

ოკუპირებული გაგ­რის რა­ი­ო­ნის ე.წ. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სის თა­ნა­შემ­წის, ბა­ტალ ბერ­ძე­ნი­ას ცნო­ბით, ჯერ­ჯე­რო­ბით ევა­კუ­ა­ცი­ის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ არის, თუმ­ცა, თუ ცე­ცხლი სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებ­საც მო­ე­დო, ისი­ნი მზად არი­ან, მო­სახ­ლე­ო­ბა სამ­შვი­დო­ბოს გა­მო­იყ­ვა­ნონ.

“ტყის ხან­ძრე­ბი და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტებ­თან ახ­ლოს არის, ჟო­ეკ­ვა­რის და­სახ­ლე­ბას­თან, რუსი მო­ხა­ლი­სე­ე­ბის ქუ­ჩამ­დეც მო­აღ­წია, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით კონ­ტროლს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, იწ­ვის უნი­კა­ლუ­რი ტყე, კვი­პა­რო­სე­ბი და ტრო­პი­კუ­ლი ხე­ე­ბი, რომ­ლის აღ­დგე­ნაც ად­ვი­ლი არ იქ­ნე­ბა…”- აცხა­დებს ბერ­ძე­ნია, რომ­ლის თქმი­თაც, მე­ხან­ძრე­ებს ად­გი­ლობ­რი­ვე­ბიც ეხ­მა­რე­ბი­ან.

შემ­თხვე­ვით გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნე­ბის და­უ­დევ­რო­ბის არ სჯე­რა მო­სახ­ლე­ო­ბას. მათი მო­საზ­რე­ბით, ეს არის დი­ვერ­სია, რო­მელ­საც სხვა­დას­ხვა სა­ფუძ­ვე­ლი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს, ერთ-ერ­თის მი­ხედ­ვით, ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დიდი ხა­ნია სო­მე­ხი ინ­ვეს­ტო­რე­ბის ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სე­ბი იკ­ვე­თე­ბა.

“პირ­ვე­ლად არ გვეს­მის, რომ იქ სხვა­დას­ხვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ცენ­ტრე­ბის გა­კე­თე­ბა უნ­დათ და იცი­ან, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა არ მის­ცემს უფ­ლე­ბას. ეს ხომ აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი მე­თო­დია, გა­და­ბუ­გეს უნი­კა­ლუ­რი ტყე, ათა­სო­ბით სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ფოთ­ლო­ვა­ნი და წიწ­ვო­ვა­ნი ხე­ე­ბი… ყვე­ლა სხვა შემ­თხვე­ვა­ში, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია გვეხ­მა­რე­ბო­და, ახლა ჩუ­მად არი­ან, არა­და, ასე­თი მას­შტა­ბუ­რი ხან­ძა­რი აფხა­ზეთ­ში არც ყო­ფი­ლა… უღ­რან ტყე­ში ვის რა საქ­მე ჰქონ­და? მანდ არც სა­ნა­დი­რო ად­გი­ლე­ბია, ანუ ვი­ღა­ცე­ბი გან­ზრახ ავიდ­ნენ და თუ რის­თვის, გა­მო­ძი­ე­ბამ უნდა და­ას­კვნას, რო­მე­ლიც არ გვყავს. ფორ­მა­ლუ­რად კი გვყავს, მაგ­რამ ვერ და არ გა­მო­ი­ძი­ებს… მით უფრო, რომ ყვე­ლას გვეს­მო­და, რომ თით­ქმის მთე­ლი აფხა­ზე­თი აუთ­ვი­სე­ბე­ლია, არა­და, უამ­რა­ვი პრო­ექ­ტის გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბა. ალ­ბათ მალე “პრო­ექ­ტებ­საც” უნდა ვე­ლო­დოთ”, – წერს ერთ-ერთი “ფე­ის­ბუქ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი” “ირაკ­ლი სუ­ხუმსკი”.

“თით­ქოს ვი­ღა­ცამ ჩა­მო­ი­ა­რა და სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­ა­ჩი­ნა ხან­ძრე­ბი… ყველ­გან ერთი და იგი­ვე სუ­რა­თია. გალ­ში კარ­გი თურ­მე და­უ­დევ­რო­ბით გა­ჩე­ნი­ლა ხან­ძა­რი, ახალ ათონ­ში რა მოხ­და, გაგ­რა­ში, გუ­და­უ­თა­ში, ოჩამ­ჩი­რე და ტყვარ­ჩე­ლიც ცე­ცხლის ალ­ყა­შია. ყველ­გან ერ­თდრო­უ­ლად რამ გა­ა­ჩი­ნა?! უბ­რა­ლოდ, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, დი­ვერ­სი­აა… “- წერს დონ­და ბარ­ცი­ცი.

“ახალ ათონ­ში ვიდ­რე წვი­მა არ წა­მო­ვი­და, გა­და­იწ­ვა ყვე­ლა­ფე­რი… ყვე­ლა ერ­თად ვლო­ცუ­ლობ­დით, ეწ­ვი­მა და თით­ქოს ბუ­ნე­ბამ შე­ის­მი­ნა ჩვე­ნი თხოვ­ნა და ხან­ძა­რი ჩა­აქ­რო, მაგ­რამ შემ­დეგ, სწო­რედ მა­შინ, რო­დე­საც ძლი­ე­რი ქარი იყო, ისევ გაჩ­ნდა… სულ გა­და­თეთ­რე­ბუ­ლია აქა­უ­რო­ბა ნაც­რის­გან”, – წერს არ­ტურ აპა­კე­ლი­ა­ნი.

“რა­ტომ მიგ­ვყავს საქ­მე ევა­კუ­ა­ცი­ამ­დე, პა­ტივ­ცე­მუ­ლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბავ, სთხო­ვეთ დახ­მა­რე­ბა რუ­სეთს, ჩა­აქ­რონ ხან­ძრე­ბი ვერ­ტმრფე­ნით, თო­რემ არა­ფე­რი დარ­ჩე­ბა ამ ბუ­ნებ­რი­ვი სი­ლა­მა­ზის­გან… ძვე­ლი და ახა­ლი გაგ­რა, ეშე­რა და მისი მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ე­ბი იწ­ვის, აღარ ვიცი, რა გვე­ლო­დე­ბა, რა იქ­ნე­ბა ხვალ… ევა­კუ­ა­ცი­ის შემ­დეგ, სად წაგ­ვიყ­ვა­ნენ, თქვე­ნი აზ­რით?.. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ ქუ­ჩა­ში აღ­მოვ­ჩნდე­ბით. ან­ქვაბს და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჩვენ­თვის არ სცხე­ლათ… ისე­დაც არ გვყავ­და პატ­რო­ნი და ახლა ხომ სა­ერ­თოდ – ცე­ცხლის ალ­ყა­ში ვართ და მოს­ყი­დუ­ლი “სპუტ­ნი­კი” კი წერს, რომ თით­ქოს ცე­ცხლი ჩამ­ქრა­ლია”, – წერს კი­დევ ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი სვეტ­ლა­ნა ორ­ლო­ვა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სუს-ის განცხადებით, სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთს ხან­ძარ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­მუ­შა­ო­ებ­ში დახ­მა­რე­ბას ვერ­ტმფრე­ნი­თაც სთა­ვა­ზობს, თუმცა, ოკუპანტ მხარეს ჯერ დახმარების მიღებაზე თანხმობა არ განუცხადებია.

წყარო – ამბები.ჯი

თეგები: გაგრახანძარი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved