7.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა წყნარ ოკეანეში, სოლომონის კუნძულებზე.
დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა, მაგრამ დედაქალაქ ჰონიარაში მცხოვრებმა თქვეს, რომ მნიშვნელოვანი რყევები და ბიძგები დაახლოებით 20 წამის განმავლობაში გაგრძელდა.
შესაბამისი უწყებები ამბობენ, რომ ცუნამის საფრთხე, დიდწილად მოხსნილია.
სოლომონის კუნძულების მეტეოროლოგიური სამსახურის დირექტორმა, ადგილობრივებს მოუწოდა სიფრთხილე გამოიჩინონ მოსალოდნელი ბიძგების გამო.
ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ორშაბათს ინდონეზიის მთავარ კუნძულ იავაზე მიწისძვირს შედეგად, ათობით ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა.
კომენტარები