• რეკლამა
  • კონტაქტი
03:35, პარასკევი, 27 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი მთავარი

SOLO-ს მხარდაჭერით მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

ალია ავტორი - ალია
12:33 07-08-2021
- მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

SOLO-ს მხარდაჭერით მესტია საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს. ეს იქნება პირველი მთის თემატიკის საერთაშორისო ფესტივალი მთიან საქართველოსა და კავკასიაში. ფესტივალი 15-19 სექტემბერს გაიმართება.

ფესტივალი ერთმანეთში 2 საკონკურსო სექციას გააერთიანებს. ესაა:  მოკლემეტრაჟიანი ფილმები და მთის თემატიკის ფილმები.

საკონკურსო სექციების გარდა, ევროპელი პარტნიორებისთვის ფესტივალს  სპეციალური სექცია ექნება. ასევე, ფესტივალზე ცალკე იქნება წარმოდგენილი კინოსტუდია „ქართულ ფილმი“, რომელიც წელს  ახლადაღდგენილი, უნიკალური ანიმაციური ფილმებით გაანებივრებს ფესტივალის სტუმრებს. ფილმის რესტავრატორი, ელია ფარსადანიშვილი  ფესტივალზე სტუმრებს რესტავრაციის დეტალებზე მოუყვება და აჩვენებს თუ  როგორ აღდგა ფილმი და მოვიდა მაყურებლამდე.

ფესტივალზე გამოვლინდება საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი და საუკეთესო მთის თემატიკის ფილმები. გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები. ფესტივალზე ასევე დასახელდება ორი განსაკუთრებული პრიზის მფლობელი. ესენია: საუკეთესო კინომუსიკა, საუკეთესო კინომხატვრობა და  ჟიურის სპეციალური პრიზი.

საკონკურსო ფილმებს 2 ქართველი და 3 უცხოელი, პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჟიური შეაფასებს.

ხათუნა ხუნდაძე, კინოფესტივალის დამფუძნებელი:
– ჩვენთვის, ფესტივალის ორგანიზატორებისთვის, პირველ ადგილზე ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაცია დგას და ამ მიზნით გადავწყვიტეთ, მთის თემატიკის ფილმების პრიზისთვის მიხეილ ხერგიანის სახელი მიგვენიჭებინა და ამით  კიდევ ერთხელ მიგვეგო პატივი ამ გენიალური ადამიანისა და საოცარი სპორტსმენისადმი.

ნინო ჩიქოვანი, SOLO Lifestyle-ის ხელმძღვანელი:
– SOLO ყოველთვის ცდილობს მხარი დაუჭიროს მნიშნველოვან და საინტერესო ღონისძიებებს. მესტიის საერთაშორისო კინოფესტივალი არ არის გამონაკლისი. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი საერთაშორისო ფესტივალი პირველად ჩატარდება. მასში კი მონაწილეობას მიიღებენ ისეთი კონომაგნატები, როგორიცაა: ARRI და მისი შვილობილი კომპანია Playmaker და ARSENAL;  კინოს და ვიდეოხელოვნების ინსტიტუტი და კინოთეატრი, რომელსაც ბერლინალეს ფარგლებში საკუთარი საკონკურსო სექცია-ფორუმი აქვს. მესტიის ფესტივალზე ARSENAl სტუმრის სტატუსით და საკუთარი სექციით წარსდგება. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ფესტივალის მონაწილეებს და ჩვენს თავსაც. წინ მართლაც საინტერესო სექტემბერი გველის.

ფესტივალისთვის განსაკუთრებული პატივია ARSENAl-ის  თანადგომა, რადგან სწორედ მისი დამსახურებაა ქართული კინოს საბჭოთა კინოსგან გამოყოფა, როცა მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, 1975 წელს, ბერლინში, კინოთეატრ „არსენალეში“ შესაძლებელი გახდა ქართული კინოს კვირეულის ჩატარება, რომელიც მერაბ კოკოჩაშვილის ფილმით – „დიდი მწვანე ველი“ – გაიხსნა და დაიბადა კიდეც გამოთქმა ”კინოს ქართული ფენომენი”.

მესტიის კინოფესტივალის დამფუძნებლები ა(ა)იპ მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი და რეჟისორი და პროდიუსერი ხათუნა ხუნდაძეა.

უფრო მეტი ინფორმაცია ფესტივალის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: www.mestiaff.ge

თეგები: კინოფესტივალიმესტიამთის ფილმებისოლოფილმების საერთაშორისო ფესტივალი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
“ნაწლავ–ტვინი” – რა კავშირია ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის? – ნინო ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“ნაწლავ–ტვინი” – რა კავშირია ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის? – ნინო ბაჩიაშვილი

15:54 02-26-2026
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026

14:27 02-26-2026
ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა

12:16 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved