• რეკლამა
  • კონტაქტი
10:34, ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სმიტების ოჯახის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა ციხიდან წერილი გამოაგზავნა – რას წერს მალხაზ კობაური?

ალია ავტორი - ალია
12:09 11-09-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
580

ხადას ხეობაში, სმიტების ოჯახის 3 წევრის მკვლელობისთვის მსჯავრდებული მალხაზ კობაური პენიტენციური დაწესებულებიდან „ინტერპრესნიუსს“ წერილს უგზავნის.

უვადო პატიმრობამისჯილი მწყემსი ციხეში ყოფნიდან 3 წლის შემდეგაც აცხადებს, რომ მკვლელობა მას არ ჩაუდენია. კობაური განმარტავს, რომ მოკლულ რაიან სმიტის დედასთან შეხვედრა აღარ სურს, ვინაიდან ამას ვერ ბედავს, თუმცა მზადაა, რაიან სმიტის ძმას ესაუბროს.

„3 წელია უკვე აქ ვზივარ და ძალიან ბევრი დრო მქონდა იმ ყველაფერზე მეფიქრა, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა. ძალიან რთულია ამ ყველაფერს გაუძლო, მაგრამ მხოლოდ ის მაძლიერებს, რომ ჩემი ოჯახის წევრები, ჩემი ახლობლები, ყველანი დღემდე ჩემ გვერდით არიან და ჩემს უდანაშაულობაში ერთი წუთითაც არ შეუტანიათ ეჭვი. მამა ჩემთან პაემნებზე არ მოდის, არ ვიცი რატომ, ალბათ, მისთვის კიდევ უფრო რთულია მისი შვილის ასეთ დღეში ხილვა, თუმცა ტელეფონით მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია. დედა და ჩემი ძმა კი გამუდმებით მოდიან ჩემთან და მათი მხარდაჭერა ძალიან მაძლიერებს“, – აცხადებს მსჯავრდებული.

კობაურის განმარტებით, მისი დანაშაული მხოლოდ ის არის, რომ სამართალდამცავებს მისთვის ცნობილი ინფორმაცია არ მიაწოდა.

„მე არ ვარ დამნაშავე და სიცოცხლის ბოლომდე ვერავინ და ვერაფერი შემაცვლევინებს ამ პოზიციას. ჩემი ერთადერთი დანაშაული მხოლოდ ის არის, რომ პოლიციის თანამშრომლებს თავიდანვე არ ვაცნობე იმის შესახებ, რომ ჩემთვის რაიან სმიტის მკვლელობის შესახებ ცნობილი იყო. მე უბრალოდ შემეშინდა, რომ ყველაფერს მე დამაბრალებდნენ და მთელი სისტემა ჩემზე შეიწმენდდა ხელებს. საბოლოოდ კი ასეც მოხდა“, – განაცხადა კობაურმა.

ის ასევე გამოეხმაურა რაიან სმიტის დედისგან, ლინ სმიტისგან მიღებულ წერილს, რომელშიც მოკლულის დედა კობაურს “ბევრი ლოცვისკენ” მოუწოდებდა. წერილის მიღების შემდეგ, მსჯავრდებულმა მასთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა, თუმცა ახლა აცხადებს, რომ რაიან სმიტის დედასთან შეხვედრას ვერ შეძლებს.

„ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო მისი მხრიდან წერილის მიღება. უამრავი ვარიანტი და მოსაზრება მქონდა, თუ რატომ გადადგა ეს ნაბიჯი და წარმომიდგენია, როგორი რთული იყო ეს მისთვის. სიმართლე გითხრათ, ახლა შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ მასთან შეხვედრას ვერ გავბედავდი და ახლაც ვერ შევძლებ, თუმცა შემიძლია მის (რაიან სმიტის) ძმას შევხვდე. მგონია, რომ ის, როგორც მამაკაცი, უფრო გამიგებს და ნაკლებად ემოციური იქნება. წარმოდგენაც არ მინდა, რას გრძნობენ ისინი მათი ოჯახის წევრების დაკარგვის შემდეგ.

ამ ოჯახის მიმართ მადლობისა და პატივისცემის მეტი რა დამრჩენია. ადამიანები, რომელთაც საკუთარი ოჯახის წევრები დაკარგეს, ჩემზე არასწორი და ამაზრზენი ინფორმაცია მიაწოდეს, ამ ყველაფრის მიუხედავად, ისინი არ გაბოროტდნენ და საკუთარ თავში იმის ძალა იპოვეს, რომ ჩემთვის ყველაფერი ეპატიებინათ. მიუხედავად იმისა, რომ მე უდანაშაულო ვარ, მესმის ის გარემოებაც, რომ ამის დამტკიცება მათთვის ძალიან რთულია. სიტყვებით ვერ აღგიწერთ, თუ რას ნიშნავს ეს ჩემთვის“, – აცხადებს კობაური.

ცნობისთვის, 2018 წელს, ხადას ხეობაში მკვლელობა მოხდა. რაიან და ლორა სმიტების, მათ შორის, მათი 4 წლის შვილის მკვლელობის საქმეზე 19 წლის მწყემსი, მალხაზ კობაური დააკავეს. მას გორის რაიონულმა სასამართლომ უვადო თავიsუფლების აღკვეთა მიუსაჯა. კობაური ბრალს არ აღიარებს.

წყარო: ინტერპრესნიუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია – თიბისი
ახალი ამბები

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია – თიბისი

14:53 10-28-2026
საქართველოში American Express-ის ბარათებით გადახდა უკვე თიბისის არხებითაა შესაძლებელი
ახალი ამბები

საქართველოში American Express-ის ბარათებით გადახდა უკვე თიბისის არხებითაა შესაძლებელი

14:10 10-28-2026
სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა

17:06 10-27-2026
სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს

12:07 10-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved