• რეკლამა
  • კონტაქტი
20:10, ორშაბათი, 27 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, სმაილ თრეველ ჯორჯიას წარმომადგენლებმა 200-მდე დაზარალებულის ₾1მლნ-მდე მიისაკუთრეს” – პროკურატურა

ალია ავტორი - ალია
15:54 10-27-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
300

პროკურატურის განცხადებით, მოქალაქეთა კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე დაკავებულია 4 პირი, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1 პირის მიმართ.

 

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ტურისტული კომპანიის ,,სმაილ თრეველ ჯორჯია“-ს წარმომადგენლებმა, 2024-2025 წლებში, საზღვარგარეთ მოგზაურობის ორგანიზების დაპირებით, ფიზიკური პირებისგან მასიურად მოახდინეს დიდი ოდენობით თანხის მობილიზება და 200-მდე დაზარალებულის კუთვნილი, დაახლოებით 1 მილიონი ლარი მოტყუებით მიისაკუთრეს ისე, რომ აღებული ვალდებულება არ შეასრულეს.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს ბრალდებულთა მიერ მოტყუებული სხვა პირების იდენტიფიცირების მიზნით, შესაბამისად დაზარალებულთა რაოდენობა და თაღლითურად დაუფლებული თანხების მოცულობა შესაძლოა გაიზარდოს.

ასევე, თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფთან ერთად გამოვლენილია კონკრეტული იურიდიული პირის 100% წილზე ქონებრივი უფლების მოტყუებით დაუფლების ფაქტი.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, ,,ზეკარის წყაროების“ წარმომადგენლებს, ფინანსური პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა, სანაცვლოდ კი წილების დათმობა მოითხოვა. ნდობის მოსაპოვებლად, ბრალდებულმა, თავის მხრივ, სხვა დაზარალებულისაგან მოტყუებით დაუფლებული დიდი ოდენობით თანხიდან ნაწილობრივ დაფარა კომპანიის საბანკო დავალიანება და პარტნიორებს, 100%-იანი წილის გადაფორმება მოსთხოვა.

აღნიშნული ხერხით, ბრალდებულმა კომპანიის 100 %-იანი წილი ოჯახის წევრზე გადააფორმა, თავად კი არც საწარმოს საკრედიტო ვალდებულებები დაფარა და ორგანიზაციის 100%-იან წილსაც მოტყუებით დაეუფლა. შედეგად, იურიდიული პირის მესაკუთრეებს 1 500 000 ლარზე მეტის, ხოლო კიდევ ერთ დაზარალებულ პირს 163 000 ლარამდე ქონებრივი ზიანი მიადგათ.

ასევე, თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, დაზარალებულს გაუფორმეს ე.წ. მოჩვენებითი ხელშეკრულება ,,სამშენებლო სამუშაოების წარმოების შესახებ.“ შეთანხმებისამებრ, დაზარალებულმა, კონკრეტული სამუშაოებისათვის განკუთვნილი 123 134 ლარი ბრალდებულებს გადასცა. ბრალდებულებმა, არ შეასრულეს ფორმალურად ნაკისრი ვალდებულება და მითითებული დიდი ოდენობის თანხა მიისაკუთრეს”. 

პროკურატურაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებზე დაკავებულ პირებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3  ნაწილებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

თეგები: პროკურატურა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

თიბისი კამპუსის სტუდენტების ერთი დღე თიბისიში – გამოცდილება რეალურ სამუშაო გარემოში

13:58 10-27-2025
ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად

15:39 10-24-2025
,,რა არის Agentic AI და მისი როლი ბიზნესში’’ –  თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება
ახალი ამბები

,,რა არის Agentic AI და მისი როლი ბიზნესში’’ – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება

15:09 10-24-2025
თაღლითობა, დოკუმენტების გაყალბება, ფულის მითვისება – ფინანსურმა პოლიციამ “ბრიტანულ–ქართული აკადემიის” საქმის გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

თაღლითობა, დოკუმენტების გაყალბება, ფულის მითვისება – ფინანსურმა პოლიციამ “ბრიტანულ–ქართული აკადემიის” საქმის გამოძიება დაიწყო

10:00 10-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved