სლოვაკეთში NATO-ს ქვეყნების მიერ მიწოდებული Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების ჩასვლა და განთავსება დაიწყო. სისტემაზე გერმანიის და ნიდერლანდების სამხედრო ძალები იმუშავებენ. თავდაპირველად ის სლოვაკეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარე აეროპორტში განთავსდება. ქვეყნის განმარტებით, მიზანი NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის თავდაცვის გაძლიერებაა.
სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრის, იაროსლავ ნადის თქმით, Patriot-ის სისტემები S-300 საზენიტო-სარაკეტო სისტემასთან ერთად ქვეყნის თავდაცვისთვის შემავსებელი რგოლი იქნება და არა მათი შემცვლელი.
კომენტარები