სლოვაკეთის პრემიერმინისტრის, ედუარდ ჰეგერის განცხადებით NATO-ს მოკავშირეებთან ერთად, განიხილება უკრაინისთვის სლოვაკეთის მფლობელობაში მყოფი ავიაგამანადგურებელი MiG-29-ების გადაცემა. ჰეგერმა ამის შესახებ POLITICO-სთან ისაუბრა.
ჰეგერის თქმით, უკრაინის მხრიდან, მისმა მთავრობამ მიიღო MiG-29-ებისა და Zuzana-ს ტიპის თვითმავალი ჰაუბიცების მიღების თხოვნა.
2024 წელს სლოვაკეთი აშშ-სგან ავიაგამანადგურებელი F-16-ების მიღებას ელოდება.
წინა კვირაში სლოვაკეთმა უკრაინას С-300-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემაც გადასცა.
კომენტარები