• რეკლამა
  • კონტაქტი
20:29, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სკრიპალების მოწამვლიდან 3 წელი გავიდა – კრემლი 2021 წელსაც მსგავსი მეთოდებით მოქმედებს

ალია ავტორი - ალია
16:37 03-09-2021
- ახალი ამბები, მთავარი, სხვადასხვა
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

 „ძალიან გაგვიმართლა, რომ გადავრჩით“-ეს სიტყვები ეკუთვნის ახალგაზრდა ქალს, რომელიც 2018 წელს მამასთან ერთად რუსეთის სპეცსამსახურების მსხვერპლი გახდა. იულია და სერგეი სკრიპალები „ნოვიჩკის“ ტიპის ძლიერმოქმედი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამვლის შემდეგ გადარჩნენ,  მაგრამ ვერ გადარჩა ინგლისელი ქალი- დონ სტერდჯესი. მისი „დანაშაული“ მხოლოდ იმაში მდგომარეობდა, რომ მან მეგობარი მამაკაცისგან საჩუქრად, პარკში ნაპოვნი სუნამო მიიღო.

 2018 წლის 4 მარტს, ქალაქ სოლსბერიში, პარკში უგონოდ მყოფი  ყოფილი საბჭოთა ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია იპოვეს. ისინი, ძლიერი მოწამვლის ნიშნებით საავადმყოფოში მოათავსეს. მას მერე, რაც ექიმებმა დაადგინეს, თუ რა ნივთიერებით იყვნენ მოწამლულები სკრიპალები, ლონდონმა მოსკოვი გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენებაში დაადანაშაულა და 23 რუსი დიპლომატი გააძევა. დიდი ბრიტანეთს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომაც. სოლიდარობის ნიშნად გაერთიანებამ უპრეცედენტო შედეგი მოიტანა-მთელი მსოფლიოს მასშტაბით 140 რუსი დიპლომატის გაძევება მოხდა…

სკოტლენდ-იარდმა განაცხადა, რომ პირველი კონტაქტი მომწამვლელ ნივთიერებასთან სკრიპალებს სახლში შესვლისას ჰქონდათ. ამ ნივთიერების მაქსიმალური კონცენტრაცია კარის სახელურზე აღმოჩნდა. ასევე, პოლიციამ განაცხადა, რომ გამოძიების შედეგად, 2300-მდე მტკიცებულება შეაგროვეს, 4 ათასი საათის ხანგრძლივობის ვიდეო ჩანაწერი შეისწავლეს. მალევე, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ დაადასტურა ის ფაქტი, რომ ბრიტანეთმა სწორად მოახდინა იმ ნივთიერების იდენტიფიცირება, რომლითაც სკრიპალები მოწამლეს- ეს ნამდვილად რუსული „ნოვიჩოკი“ იყო.

სკრიპალები ჯერ კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში იყვნენ, მათი სიცოცხლის გადასარჩენად ბრიტანელი ექიმები დაუღალავად იბრძოდნენ და რამდენიმე თვეში  მათი ჯანმრთელობა გაუმჯობესდა. იმავე წლის ივნისში კი სოლსბერის მახლობლად მდებარე ქალაქ ეისმბერიში ისევ განგაში დაიწყო- ბრიტანელები ჩარლი როული და მისი მეგობარი ქალი დონ სტერდჯესი უგონოდ იპოვეს. მოგვიანებით დადგინდა, რომ ისინიც სკრიპალების მსგავსად „ნოვიჩოკით“ იყვნენ მოწამლულები. 4 ივლისს დონ სტერდჯესი გარდაიცვალა, ხოლო კომიდან გამოსულმა ჩარლი როულიმ მხედველობა დაკარგა და ინსულტი გადაიტანა. ამ წყვილს რუსული სპეცსამსახურისთვის არაფერი „დაუშავებია“. როულიმ ძვირფასი სუნამო სოლსბერის პარკში იპოვა და მეგობარ ქალს აჩუქა-ამ სუნამოში კი „ნოვიჩოკი“ იყო მოთავსებული.

ლონდონმა მომხდარ დანაშაულში რუსეთის გენშტაბის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები-რუსლან ბოშიროვი, ალექსანდრე პეტროვი და მოგვიანებით კი სერგეი ფედოტოვი ამხილა. გაკეთდა ოფიციალური დაშვება, რომ ეს სახელები არის ყალბი. მოგვიანებით, გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გავლენიანი ევროპული გამოცემებიდან დაადგინეს, რომ დამნაშავეები სინამდვილეში ანატოლი ჩეპიგა, ალექსანდრ მიშკინი და დენის სერგეევი არიან. ფართოდ გავრცელდა მათი ფოტოსურათები, ბიოგრაფიები და პირადი ცხოვრების დეტალები.

მოსკოვი დღემდე უარყოფს სოლსბერიში მომხდართან კავშირს, თუმცა ამ უსუსური უარყოფის მსოფლიოს არ სჯერა, ამიტომაც შედეგს რუსეთი ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციების სახით იმკის. სოლსბერიში სკრიპალების მოწამვლიდან 3 წელი გავიდა და  კრემლი 2021 წელსაც მსგავსი მეთოდით ებრძვის არასასურველ ადამიანებს. Bellingcat-ის ექსპერტი და გამომძიებელი ჟურნალისტი ხრისტო გროზევი ფიქრობს, რომ ალექსეი ნავალნის მოწამვლა ძალიან ჰგავს ბულგარელი ბიზნესმენის ემილიან გებრევზე და ყოფილ ჯაშუშ სერგეი სკრიპალზე თავდასხმას. გროზევის ჯგუფმა უზარმაზარი სამუშაო გასწია იმისთვის, რომ მსოფლიოსთვის ცნობილი გამხდარიყო თუ როგორ აგრძელებს კრემლი აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენებას. „DW“-სთან ინტერვიუში მან განმარტა თუ რატომ ფიქრობს ასე: „არსებობს ორი მსგავსება. პირველი-ეს სიმპტომების კლინიკური სურათია. ორივე შემთხვევაში მომწამვლელ ნივთიერებასთან კონტაქტის შემდეგ იყო ტკივილის პერიოდი, რომელიც კომაში ჩავარდნას წინ უსწრებდა. კომის სიმპტომებიც ასევე ერთმანეთს ჰგავს-დაბალი ტემპერატურა ახლდა თან. ამას გარდა, ორივე შემთხვევაში კომის სიმპტომები ატროპინმა შეამსუბუქა. მეორე მსგავსება-კონკრეტული ნივთიერების უშუალო კვალი, რომელიც ორივე შემთხვევაში იყო ნაპოვნი.“ 

„ძალიან გაგვიმართლა, რომ გადავრჩით“-ეს სიტყვები დღეს შეიძლება ალექსეი ნავალნიმ და სხვა თითზე ჩამოსათვლელმა ადამიანებმაც გაიმეორონ, მაგრამ ყველასთვის ნათელია, რომ სანამ რუსეთის არსებული ხელისუფლება ქვეყნის მართვას ამ რეჟიმში აგრძელებს, ძალიან, ძალიან ბევრ ადამიანს შეიძლება ასე არ გაუმართლოს.

გიორგი ერგემლიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved