• რეკლამა
  • კონტაქტი
17:40, ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სკოლის ფორმებისთვის ₾45 მილიონის გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა

ალია ავტორი - ალია
19:59 04-29-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
148

სკოლის ფორმებთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროს კომპანია “საგანმანათლებლო რესურსები” 44.9 მლნ ლარის გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს, რომლითაც 1 801 000 ერთეული ფორმა უნდა შეიკეროს. ინფორმაციას BM.ge სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ამ თანხით საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს სასკოლო ფორმების შესყიდვა უნდა მოხდეს.

მიმდინარე წლის თებერვალში მიღებული კანონით, 2026–2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო ხდება.

სასკოლო ფორმების ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს სასწავლო წლის დაწყებამდე მინიმუმ ერთი თვით ადრე.

“პროცესი მოითხოვს დროულ და კოორდინირებულ მოქმედებას, რათა მშობლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა განსაზღვრულ ვადებში შეიძინონ ფორმები. შესაბამისად, ღონისძიება უნდა განხორციელდეს შეზღუდულ ვადაში.

,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა 2026 წლის 05 თებერვალს, რის შემდგომაც, დარგის სპეციალისტებთან ერთად დაიწყო მუშაობა სასკოლო ფორმის დიზაინის შექმნაზე, ქსოვილის პარამეტრების განსაზღვრაზე და რაოდენობრივი პარამეტრების დადგენაზე.

ამასთან, შპს ,,საგანმანათლებლო რესურსებმა” სასკოლო ფორმების შესყიდვისთვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებაზე დავალება მიიღო 2026 წლის 01 აპრილს. შესაბამისად, შესყიდვა წინასწარ ვერ იქნებოდა დაგეგმილი”, – აღნიშნულია დოკუმენტაციაში.

2026-2027 სასწავლო წლისთვის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების სასკოლო ფორმის ტანსაცმლის მიწოდების ვადა განსაზღვრულია ორ ეტაპად: I ეტაპი საქონლის არანაკლებ 30%-ის მოწოდება არაუგვიანეს 31 ივლისისა, II ეტაპი ეტაპი საქონლის დარჩენილი რაოდენობა არაუგვიანეს 20 აგვისტოს ჩათვლით.

“2026-2027 სასწავლო წლისთვის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების სასკოლო ფორმის ტანსაცმლის შესაკერი ერთეულების რაოდენობა ჯამში შეადგენს 1 801 000 ცალს;
სავარაუდო ღირებულების დასადგენად, 2026 წლის 3 აპრილს გამოცხადდა ბაზრის კვლევა, რომლის შედეგების გათვალისწინებით, შესყიდვის ღირებულება განისაზღვრა 44 900 000 ლარით”, – აცხადებს “საგანმანათლებლო რესურსები”.

15 აპრილს ცნობილი გახდა, რომ “საგანმანათლებლო რესურსებმა” სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით ბაზრის კვლევა გამოაცხადა.

კვლევის მიხედვით, დაგეგმილი შესასყიდი რაოდენობები ასეთი იყო:

  • პიჯაკი (გოგო) – 292,000 ცალი;
  • პიჯაკი (ბიჭი) – 308,000 ცალი;
  • შარვალი (გოგო) – 438,000 ცალი;
  • შარვალი (ბიჭი) – 616,000 ცალი;
  • ქვედაკაბა მუხლამდე – 146,000 ცალი;
  • ქვედაკაბა გრძელი ცალი – 1,000 ცალი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

დაჭრილ მეომართა თანადგომის ფონდი
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარ-აგვისტოს საქმიანობა

14:07 08-19-2026
თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს

13:43 08-19-2026
ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებით მრავალფეროვანი პაკეტები და კომბინაციები!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებით მრავალფეროვანი პაკეტები და კომბინაციები!

12:05 08-19-2026
ESG მდგრადობა
ახალი ამბები

ESG მდგრადობა ქართული ბიზნესისთვის: რატომ ხდება გარემოსდაცვითი შესაბამისობა საექსპორტო და საინვესტიციო აუცილებლობა

13:39 08-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved