წყალტუბოში სკოლის მოსწავლე დაჭრეს. შემთხვევა მესამე საჯარო სკოლასთან გუშინ მოხდა. ინფორმაციას „კურიერი“ ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, დაჭრილი ახალგაზრდა ამავე სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეა.
ის სავარაუდოდ 20 წლამდე მამაკაცმა დაჭრა. ჩხუბის მიზეზი უცნობია.
დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას ჭრილობა მუცლის არეში აქვს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
კომენტარები