• რეკლამა
  • კონტაქტი
00:03, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სკოლებში ვირუსი სწრაფად გავრცელდა… რეალურად დღეს ქვეყანაში 33 000 ახალი შემთხვევა გვაქვს”- ციციშვილის კლინიკის ხელმძღვანელი ბავშვთა ინფიცირების ზრდას აანონსებს

ალია ავტორი - ალია
15:12 01-22-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

შევსებული პედიატრიული საწოლფონდი და კრიტიკულად მძიმე ბავშვები – ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის ხელმძღვანელის დავით რეხვიაშვილმა, “რუსთავი 2-ის” კითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ მათ კლინიკაში მოთავსებული კოვიდპაციენტებიდან, 3 ბავშვის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება. 

პედიატრმა ისიც აღნიშნა, რომ კლინიკა სრულად შევსებულია და მხოლოდ ბოლო 24 საათში, 51 პაციენტი მიიღო, როდესაც საავადმყოფოს სულ 175 საწოლი აქვს. 

რა გეგმა აქვს პედიატრიულ კლინიკას, არის თუ არა შესაძლებელი საწოლფონდის გაზრდა და რა ნაწილში დგას დამატებითი რესურსის გამოყოფის საჭიროება – თერაპიულ თუ რეანიმაციულ განყოფილებაში? 

“გუშინ ღამის განმავლობაში გრძელდებოდა პაციენტების შემოსვლა, შესაბამისად კლინიკაში ადგილები შეივსო, თუმცა დღეს უკვე იგეგმება რამდენიმე პაციენტის გაწერა და გარკვეული ადგილი გათავისუფლდება. 

საწოლფონდის გაზრდის საკითხი თვითონ სახელმწიფომ მოაგვარა და დღეიდან, როგორც ვიცი 2 კოვიდკლინიკას ემატება ინფექციის საწოლები. ამიტომ, ჩემი აზრით საწოლფონდის რაოდენობა გაიზრდება. 

– ხომ არ დგას უკვე პედიატრიული საწოლფონდის კრიზისი?

– დადებითობის დღიური მაჩვენებელი გუშინ 15% იყო, დღეს კი 17%-ია, რაც ნიშნავს იმას, რომ ის შემთხვევები, რომელიც დღეს დაფიქსირდა – 11 039, მინიმუმ 3-ზე უნდა გავამრავლოთ და გამოდის, რომ შემთხვევების რაოდენობა საქართველოში სადღაც 33 000-ია. ამ პირობებში, გუშინ ჩვენ კლინიკაში მიღებული გვყავს 51 პაციენტი. კლინიკა არის 175 საწოლიანი და 51 პაციენტს რომ მივიღებთ, ნიშნავს იმას, რომ საწოლების თითქმის მესამედი 1 დღეში გვაქვს შევსებული. შესაბამისი მსჯელობით, სულ რომ დაცლილი იყოს კლინიკა, ის 3 დღეში სრულად შეივსება. იქნება ამ კუთხით გარკვეული გამოწვევები. 

– რამდენი მძიმე პაციენტი ჰყავს კლინიკას და როგორია მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე?

– 3 მძიმე პაციენტია – ერთ-ერთს თანმხლები მძიმე პათოლოგია აქვს და მისი მდგომარეობა ისევ კრიტიკულად მძიმეა. მეორეს აქვს სამმხრივი პათოლოგია, მდგომარეობა სტაბილურია და არ გაუარესებულა. მესამე პაციენტთანაც თითქმის იგივე სიტუაციაა, თუმცა მის შემთხვევაში უფრო გაუმჯობესებაზე შეგვიძლია ვისაუბროთ. ერთი მათგანი თვემდე ასაკის არის, დანარჩენი 2 კი საშუალო და შედარებით დიდი ასაკის. 

– ხომ არ მომხდარა სეკვენირება, რომელი შტამი აქვთ აღნიშნულ მძიმე პაციენტებს?

– შტამის სეკვენირება არ მომხდარა, თუმცა კლინიკური გამოვლინებით, ალბათ “ომიკრონთან” გვაქვს საქმე. 

– რეკორდული ინფიცირება – დღეს 11 039 შემთხვევა გამოვლინდა… შესაძლო შედეგებსა და უახლოეს პროგნოზებზე რას იტყოდით?

– ინფიცირების მატება ალბათ კიდევ რამდენიმე დღე შენარჩუნდება, ბავშვებზე მაქვს საუბარი, რადგანაც ახლა მოხდა სკოლების გახსნა, სადაც საკმაოდ სწრაფად გავრცელდა ვირუსი. 1 კვირა გავიდა სკოლებში ინფიცირებულთა კონტაქტებიდან და ეს პერიოდი და მომდევნო კვირა, მზარდი მაჩვენებლები იქნება. თვის ბოლოს კი, ჩემი აზრით, უკვე გავალთ მაღალ მაჩვენებელზე ინფექციონისტების ვარაუდით, შემდეგ გარკვეული იმუნური ფენა შეიქმნება და დაიწყება პლატო და შემდეგ უკუსვლა,”- განუცხადა დავით რეხვიაშვილმა “რუსთავი 2-ს”. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved