• რეკლამა
  • კონტაქტი
12:32, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სკოლებში ტერაქტის მომზადების შესახებ ყალბი შეტყობინებები უკრაინაში, სომხეთში, ყაზახეთსა და რუსეთში წლის დასაწყისიდან ვრცელდება

ალია ავტორი - ალია
10:02 04-22-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
120

ინფორმაცია სკოლებში ტერაქტების მომზადების შესახებ ​უკრაინაში, სომხეთში, რუსეთსა და ყაზახეთში უკვე რამდენიმე თვეა პერიოდულად ვრცელდება.

მსგავსი შინაარსის ინფორმაცია იანვარში გავრცელდა უკრაინაში, 12 აპრილს – სომხეთში, ბოლოს კი სკოლებში მოსალოდნელი სროლის შესახებ შეტყობინებები 19 აპრილს ასტანაში გავრცელდა. ყაზახეთის პოლიციაში ამ ინფორმაციას ფეიკი უწოდეს.

ასტანის პოლიციის დეპარტამენტში განმარტეს, რომ შეტყობინებებში ანონიმური ავტორი ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის გამოყენებით მასობრივი მკვლელობით იმუქრებოდა. ამასთან, ანონიმი წერდა, რომ თავდასხმაში მონაწილეობას 20 ადამიანი მიიღებდა, თავად კი ისტორიაში შევიდოდა.

„ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. მოსახლეობას მოვუწოდებთ შეინარჩუნონ სიმშვიდე და მხოლოდ ოფიციალურ ინფორმაციას ენდონ“, – აღნიშნეს პოლიციაში.

იანვარსა და თებერვალში სოციალური ქსელებით ანალოგიური შეტყობინება ტერაქტის მომზადების შესახებ რუსეთის რამდენიმე რეგიონშიც გავრცელდა. რეგიონების ადმინისტრაციაში აცხადებდნენ, რომ „ფეიკების“ მიზანი საზოგადოებაში პანიკის დათესვაა.

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შეიქმნა რუსულენოვანი „ტელეგრამ“ არხი, სადაც თბილისის სკოლებში ტერაქტების თაობაზე მუქარის შემცველი ინფორმაცია ქვეყნდება. სუსის განცხადებით, ფაქტთან დაკავშირებით, პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები ტარდება.

თუმცა, არსებული ინფორმაციით, ტელეგრამ-არხი, სადაც თბილისის სკოლებში ტერაქტების თაობაზე მუქარის შემცველი ინფორმაცია გამოქვეყნდა ამ დროისთვის უკვე გაუქმებულია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved