• რეკლამა
  • კონტაქტი
17:50, შაბათი, 14 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სკოლების აბსოლუტური უმრავლესობა საჭიროებს მშენებლობას, რეაბილიტაციას ან რემონტს – CCIIR

ალია ავტორი - ალია
16:58 01-25-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
137

” დღევანდელი მდგომარეობით, სკოლების აბსოლუტური უმრავლესობა საჭიროებს მშენებლობას, რეაბილიტაციას ან რემონტს” – ამის შესახებ სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) მიერ საქართველოს საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ტექნიკით აღჭურვის შესახებ მომზადებულ ახალ ბიულეტინშია აღნიშნული.

CCIIR-ში აცხადებენ, რომ ამჟამად 1 561 სკოლის შესახებ მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე, საქართველოს სკოლების 59% საჭიროებს სრულ ან ნაწილობრივ რეაბილიტაციას, ახალი სკოლის მშენებლობას ან რემონტს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ბიულეტენი მომზადდა მუნიციპალიტეტებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. აქვე, აღნიშნავენ, რომ განათლების სამინისტროსგან და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსგან საჯარო ინფორმაცია ვერ მიიღეს.

CCIIR-ში აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტებმა/რესურსცენტრებმა – გორის, მარნეულის, ზესტაფონის, ბოლნისის, სამტრედიის, კასპის, ქარელის, ახალციხის, ახმეტის, ყვარლის, წალენჯიხის, ხულოს, დედოფლისწყაროს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებმა, თბილისის მერიამ და მის ტერიტორიაზე განლაგებულმა ვაკე-საბურთალოსა და ისანი-სამგორის რესურსცენტრებმა მონაცემები არ მიაწოდეს.

კვლევის მიხედვით, საქართველოში სკოლების მხოლოდ 31%-ს აქვს საბუნებისმეტყველო ლაბორატორია. სკოლების 64% არ გააჩნია არანაირი საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, ხოლო დარჩენილ ნაწილს აქვს ან ვირტუალური/კომპიუტერული საბუნებისმეტყველო ლაბორატორია ან მოძველებული ლაბორატორიები, რომელთა რეალური გამოყენება ვერ ხერხდება.

ამასთან, ორგანიზაციაში ამბობენ, რომ თბილისში სკოლების დაახლოებით 80%-ს გააჩნია რაიმე სახის საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, მაშინ როცა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონების 87%-მდე სკოლებს არ გააჩნია არც ახალი, არც მოძველებული და არც ვირტუალური ლაბორატორია.

ამასთან, კვლევის მიხედვით, დიდი ქალაქების (ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი) სკოლების 50%-ს აქვს სასკოლო ლაბორატორია. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ალაქებიდან გამოირჩევა ბათუმი, რომლის 27 სკოლიდან 26 სკოლაში არის ლაბორატორია. შედარებით ცუდი ვითარებაა რუსთავში, სადაც 26 სკოლიდან მხოლოდ 8 სკოლას აქვს საბუნებისმეტყველო ლაბორატორია.

ამასთან, მიწოდებული ინფორმაციიდან გამომდინარე ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სკოლების 87%-ს აქვს კომპიუტერები და პრინტერები. ასევე, სკოლების 90%-მდე მიუთითებს, რომ აქვთ ინტერნეტი, თუმცა გადამოწმებისას პირად კომუნიკაციაში აღნიშნავენ, რომ არსებული ინტერნეტი, დაბალი ხარისხის გამო რთულად გამოიყენება რეალურად სწავლებისა და მართვის პროცესში და, ფაქტობრივად, ფორმალურად არის სკოლების ნაწილში.

კომპიუტერის, პრინტერისა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობის პრობლემები იკვეთება ლანჩხუთის, ჩხოროწყუს, დმანისის, სიღნაღის, ჭიათურის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების ზოგიერთ სკოლაში.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ბიულეტენში ვკითხულობთ, რომ სკოლების ინფრასტრუქტურული მდგომარეობა და აღჭურვილობა მკვეთრად განსხვავდება რეგიონების მიხედვით: მაგალითად, რეაბილიტირებული ან გარემონტებული სკოლების ხვედრითი წილი მაღალია თბილისში (51%), ხოლო ძალიან დაბალია სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში (11-12%).

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved