„პუბლიკის“ ჟურნალისტი მამუკა (ბასტი) მგალობლიშვილი, რომელიც ცოტახნის წინ პოლიციამ დააკავა, გაათავისუფლეს.
მამუკა (ბასტი) მგალობლიშვილი სახლთან, ტაქსიში ჩაჯდომის დროს დააკავეს. როგორც ის ყვება, მის მანქანასთან ორი პოლიციელი მივიდა და მანქანაში ჩაისვეს. ეკითხებოდნენ საიდენტიფიკაციო მონაცემებს, აზუსტებდნენ, იყო თუ არა მამუკა მგალობლიშვილი. ჟურნალისტმა მათ წარუდგინა სამსახურებრივი პრესბარათიც.
ბასტი მგალობლიშვილი, დაახლოებით, 40 წუთი ჰყავდათ მანქანაში უკანონოდ დაკავებული. ამის შემდეგ კი ის სახლამდე მოიყვანეს და უთხრეს, რომ სხვაში შეეშალათ.














კომენტარები