ექსპერტი გია ხუხაშვილი:
„მესმის, რომ უკრაინის დაზვერვის ბრალდებები უმძიმესია და ნიშნავს ჩვენი ხელისუფლების რუსეთთან დანაშაულებრივ კოლაბორაციას.
ამის გასაქარწყლებლად უბრალო რიტორიკა არ არის საკმარისი:
ჩვენ უნდა ვნახოთ შესაბამისი ნორმატიული აქტები, მათ შორის ფინანსთა მინისტრის ბრძანება, რომელშიც გაწერილი იქნება სანქცირებული პროდუქციის მთელი ჩამონათვალი და რომლითაც აიკრძალება რუსეთის მიმართულებით შესაბამისი ტვირთების გადაადგილება ყველა რეჟიმში, მათ შორის ტრანზიტით. ეროვნული ბანკის მხრიდან კი შესაბამისი ინსტრუქციების საფუძველზე გაკონტროლდება შესაბამისი ტრანზაქციები, რათა “ჩაიხუროს” ე.წ. გადამისამართების შესაძლებლობები.
სხვანაირად, მხოლოდ სიტყვებზე არავინ დაგიჯერებთ და ვითარება კიდევ უფრო გართულდება…“
კომენტარები