ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარი მეცნიერი ურჩევს საზოგადოებას, რომ არ შეურიონ სხვადასხვა მწარმოებლებისგან დამზადებული COVID 19-ის ვაქცინები. ინფორმაციას REURETS-ი ავრცელებს.
სოუმია სვამინათანი ამას „საშიშ ტენდენციას“ უწოდებს, რადგან მცირე მონაცემები არსებობს იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შერევა.
„ეს ცოტა საშიში ტენდენციაა. როდესაც საუბარია შერევაზე, ჩვენ ვიმყოფებით ზონაში, სადაც არ არსებობს მონაცემები ან მტკიცებულებები“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა. მისივე თქმით, „ქვეყნებში ქაოსური სიტუაცია შეიქმნება, თუ მოქალაქეები დაიწყებენ გადაწყვეტილების მიღებას, როდის და ვინ მიიღებს მეორე, მესამე ან მეოთხე დოზას.“
კომენტარები