აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჰორმუზის სრუტის ბლოკირება დააანონსა და განაცხადა, რომ ამერიკული სამხედრო-საზღვაო ძალები ყველა იმ გემის გადაადგილებას შეზღუდავენ, რომელიც სრუტეში შესვლას ან მის დატოვებას შეეცდება.
ტრამპის თქმით, გადაწყვეტილება მიღებულია ირანის მხრიდან სრუტის ექვსკვირიანი ბლოკირების საპასუხოდ და აღნიშნა, რომ პროცესში სხვა ქვეყნებიც ჩაერთვებიან.
მისივე თქმით, – მოლაპარაკებებზე ფაქტობრივად ჩაიშალა, რადგან მთავარი – ბირთვული იარაღის თემა, დაურეგულირებელი დარჩა.
ტრამპის განცხადებით, გარკვეულ ეტაპზე სრუტის გავლა გემებისთვის კვლავ შესაძლებელი გახდება, თუმცა მანამდე აუცილებელია ტერიტორიის ირანული ნაღმებისგან გაწმენდა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა დააანონსა ზომების გამკაცრება იმ სამოქალაქო გემების მიმართაც, რომლებმაც ირანს გადაუხადეს თანხა სრუტეში შეუფერხებლად გავლის სანაცვლოდ. მისი თქმით, ამერიკული ფლოტი საერთაშორისო წყლებში მსგავსი გემების იდენტიფიცირებასა და შეჩერებას დაიწყებს.
















კომენტარები