საპარლამენტო ბოიკოტის საკითხზე „ნაციონალურ მოძრაობაში“ აზრთა სხვადასხვაობაა. საკადრო ცვლილებების შემდეგ, პარტიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სრულფასოვანი საპარლამენტო საქმიანობით უნდა დაკავდეს და მხოლოდ საგამოძიებო კომისიით არ უნდა შემოიფარგლოს.
„ყველა სხვა აქტივობასთან ერთად, „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობითაც უნდა დაკავდეს. არასერიოზული იქნება, შეხვიდე საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად, რაც არ უნდა არგუმენტირებული იყოს ეს მოთხოვნა რეჟიმის მიმართ, და სხვა ნებისმიერ საქმიანობაზე უარი თქვა. ჩემი აზრით, ეს შემთხვევა ბრძოლის სრულფასოვნად გაჩაღებას გულისხმობს“, – აცხადებს ნიკა მელია.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ან უნდა დაიწყოს აქტიური საპარლამენტო საქმიანობა, ან დატოვოს პარლამენტი, ყველაზე უარესი არის ბოიკოტი, რომელშიც ახლა ფრაქცია იმყოფება“.
კომენტარები