სასამართლოზე სხდომის ოქმის დახევისთვის აქციების მონაწილე ბაია მარგიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.
აქტივისტს ბრალი დაუსწრებლად გუშინ წარუდგინეს.
მას სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც მოსამართლის ან მსაჯულის შეურაცხყოფას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 2 წლამდე ვადით.
7 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაია მარგიშვილის პროცესი გაიმართა. მას გზის გადაკეტვას ედავებოდნენ. მარგიშვილმა პროტესტის ნიშნად სხდომის ოქმი დახია.
ფოტო – პუბლიკა














კომენტარები