• რეკლამა
  • კონტაქტი
00:00, პარასკევი, 1 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სკანდალი – საქართველოდან საფრანგეთში მესამე სტადიის კიბოს დიაგნოზით ჩასულ პაციენტს ავთვისებიანი სიმსივნე არ აღმოაჩნდა!

ალია ავტორი - ალია
01:43 03-23-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
710

საფრანგეთში მცხოვრები, AFG-ს გენერალური ასამბლეის ხელმძღვნელი ნუგზარ სულაშვილი დოკუმენტებს აქვეყნებს და სკანდალურ ისტორიას ყვება:

,,თქვენ გელით სიკვდილი (ბოდიშის გარეშე)

ვუბრუნდები ჩემს მიერ შეპირებულ პუბლიკაციას, რის შესახებაც ერთი კვირის წინ გავაკეთე მოკლე ანონსი.
შეგახსენებთ, რომ თემა ეხება საქართველოს ჯანდაცვის სისტემას, რომლის მთავარი პრიორიტეტი თითოეული თქვენგანის უსაფრთხოებას უნდა წარმოადგენდეს და არა საფრთხეს, რომელმაც შესაძლოა ერთდროულად გაგანადგუროთ, როგორც მორალურად, ასევე ფიზიკურად და მატერიალურად.
მეორე ათეული წელია ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ საფრანგეთში. ვხელმძღვანელობ AFG-ს გენერალურ ასამბლეას. ევროპაში ეს ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც უფასოდ უწევს მომსახურებას ჩვენს თანამემამულეებს იურიდიულ საადვოკატო და საგანმანთლებლო სფეროში, ასევე ეხმარება ავადმყოფ პაციენტებს მკურნალობასა და შემდგომი სარეაბილიტაციო ღონისძიებების კოორდინირებაში.
დღემდე, არაერთხელ შევხებივარ ისეთ მტკივნეულ თემას, რომელიც საქართველოში დასმულ მძიმე დიაგნოზს, ან არასწორად ჩატარებული მკურნალობის ფატალურ შედეგებს ეხებოდა, თუმცა ამაზე საუბარი ყოველთვის მიხდებოდა ირიბად და ამას ვაკეთებდი ისევ და ისევ პაციენტების ინტერესებიდან გამომდინარე.
მე, ამ შემთხვევაშიც თავს ვალდებულად ვთვლი დავიცვა იმ ადამიანის პირადი კონფიდენციალური მონაცემები, რომელიც თანახმაა საჯაროდ გამოვაქვეყნო დოკუმენტი, სადაც მისი ავადმყოფობის დიაგნოზია მითითებული.
ქალბატონმა N-მა 2020 წლის ივლისში, ჩივილებით მიმართა უროლოგიის ეროვნულ ცენტრს “უროლაბი”-ს. კვლევის შედეგად, მას დაუდგინეს შარდის ბუშტის სიმსივნე (მე-3 სტ).
დიაგნოზის დასმა მოხდა ტრანსურეთრული რეზექციით, რომელიც ქირურგიული ჩარევით ხორციელდება. პაციენტს უშუალოდ ქსოვილებიდან უღებენ ნიმუშს და ამ მეთოდის გამოყენების შემდეგ ექიმები ქიმიოთერაპიას მიმართავენ, რომლის დროსაც პრეპარატები პირდაპირ შარდის ბუშტში შეჰყავთ.
პაციენტი არ მიეკუთვნება სოციალურად დაუცველთა ჯგუფს, ამიტომ მკურნალობის ხარჯები, რომელიც კოლოსალური იყო, ოჯახს უნდა გადაეხადა.
ოჯახმა დასახმარებლად ჩვენ მოგვმართა და ქ-ნი საფრანგეთის ერთ-ერთ ცენტრალურ ჰოსპიტალში მოვათავსეთ, რის შემდეგაც დაიწყო ინტენსიური გამოკვლევები.
ბიოფსიის პირველივე პასუხი გამაოგნებელი აღმოჩნდა. საქართველოში დასმულ მე-3 სტადიის კიბოს ვერსად მიაკვლიეს. რამდენიმე ხნის შემდეგ კვლავ განმეორებით ჩაუტარდა გამოკვლევა და აღმოჩნდა რომ პაციენტს ჰქონდა შარდის ბუშტის ეროზიული ანთებითი პროცესი და დასკვნაში უწერია – ავთვისებიანი სიმსივნის (კიბოს) საეჭვო ნიშნების არ არსებობა.


ალბათ ბევრ თქვენგანს ახსოვს პატარა გოგონას ისტორია, რომელსაც საქართველოში სიმსივნე დაუდგინეს და ბავშვს რამდენიმე კვირის სიცოცხლე უწინასწარმეტყველეს. საფრანგეთში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ მედპერსონალის დაუდევრობით მუცელში დატოვებულმა სამედიცინო დოლბანდმა გამოიწვია მისი ჯანმრთელობის გაუარესება და სიცოცხლე შეუნარჩუნეს.
ასეთივე მძიმე დიაგნოზით ჩამოვიყვანეთ 14 წლის გოგონა. ფბ-ზე შემატყობინა მისმა მეგობარმა გამომიგზავნა და მომიყვა ისტორია, წინა დღეს, ავადმყოფი ბავშვის უძლური მამა, როგორ ჩამოხსნეს სუიციდისთვის მომზადებული თოკიდან. საბედნიეროდ არც მის შემთხვევაში დადასტურდა კიბოს მე-4 სტადიის დიაგნოზი. მას შემდეგ 6 წელი გავიდა და ის სავსებით ჯანმრთელია.
ეს არ არის არც ერთეული და არც ათეული შემთხვევა. ეს ხდება მასიურად და დუმილი, სასტიკი დანაშაულია.
ჯანდაცვის სამინისტროს კოზირი, პაციენტების ისტორიის კონფიდენციალურობაა. ავადმყოფების და მათ ოჯახის წევრებზე ზეგავლენა. ჩემი კი – მოქალაქეობრივი თვითშეგნება და მორალი.
დასასრულს თხოვნით მიდა მოგმართოთ ყველას, ვინც შემთხვევით გადაურჩით არაკომპეტენტურ ექიმებს, კვალიფიცირებული ექიმების წყალობით: ხმა ამოიღეთ! ყველას არ შეუძლია საზღვარგარეთ მკურნალობა და გამოკვლევების ჩატარება. “მე გადავრჩი და სხვას თავშიც ქვა უხლია” ეს არის ეგოისტობა, რომელსაც უამრავი ადამიანის სიკვდილი მოსდევს. თითოეული თქვენგანის ხმა და პროტესტი, ეს ერთად ერთი თუ არა, ერთერთი საშუალებაა დროულად აღმოვფხვრათ ყველანაირი მახინჯი მანკიერება, რომელიც ჩვენს ჯანდაცვის სისტემაში არსებობს.
და კიდევ: მოგმართავთ თქვენ, პატივცემულო და ღირსეულო, მედიცინის მუშაკებო – თქვენი ღვაწლი ფასდაუდებელია და ღმერთის წყალობით ასეთები არც თუ ცოტა ხართ, გახსოვდეთ რომ თქვენი დუმილიც, ისევ თქვენივე რეპუტაციის შემლახველია, რომელიც მახინჯ სისტემას აძლიერებს. თქვენ არ იმსახურებთ ამას, ჰიპოკრატეს ჯარისკაცებო!
დანაშაულია, უთხრათ ჯანმრთელ პაციენტს – თქვენ გელით სიკვდილი – მაშინაც კი, თუ წინ-დაწინ ბოდიშს დაურთავთ!”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”
ახალი ამბები

როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”

16:26 04-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა

14:38 04-30-2026
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ IFC-სა და CDP-ისთან პარტნიორობა გააფორმა
ახალი ამბები

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ IFC-სა და CDP-ისთან პარტნიორობა გააფორმა

12:09 04-30-2026
თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა

15:32 04-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved