• რეკლამა
  • კონტაქტი
00:40, შაბათი, 28 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

SJC: მზია ამაღლობელის საქმეზე სასამართლო მეგობრის მოსაზრება წარვადგინეთ

ალია ავტორი - ალია
12:38 03-17-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
948

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა მზია ამაღლობელის სისხლის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა, რაც მიზნად ისახავს სასამართლოსთვის სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებაში დახმარებას, მასთან ერთად, განსახილველი საქმის არსებითი სამართლებრივი საკითხების შესახებ ობიექტური, აკადემიური და თეორიული განმარტებების მიწოდებას.

ინფორმაციას სოციალური სამართლიანობის ცენტრი ავრცელებს:

“სოციალური სამართლიანობის ცენტრმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მედია პლატფორმების – “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის, სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით.

სასამართლოს მეგობრის მოსაზრება მიზნად ისახავს სასამართლოსთვის სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებაში დახმარებას, მასთან ერთად, განსახილველი საქმის არსებითი სამართლებრივი საკითხების შესახებ ობიექტური, აკადემიური და თეორიული განმარტებების მიწოდებას. დოკუმენტში განხილულია ისეთი ძირეული სამართლებრივი საკითხები, როგორიცაა:

▪️ საქმის ის ფაქტობრივი გარემოებები და ზოგადი კონტექსტი, რომელიც სილის გაწვნის ეპოზოდს წინ უძღოდა და რომელიც აჩვენებს, რომ მზიას რეაქცია სავარაუდოდ პოლიციის უკანონო და თვითნებური მოქმედებების ჯაჭვით იყო განპირობებული;

▪️ სსკ-ის 353 პრიმა მუხლით (პოლიციელზე თავდასხმა) კვალიფიკაციის დამაფუძნებელი გარემოებები და ამ კუთხით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, რომელიც გამორიცხავს მზიას მხრიდან ამ მუხლით გათვალსიწინებული დანაშაულის ჩადენას;

▪️ სსკ-ის 353 პრიმა და 126-ე მუხლის (ძალადობა) გამიჯვნის საკითხი და 126 მუხლის გამოყენების პრობლემურობა ამ საქმეზე ;

▪️ სსკ-ის 353 პრიმა მუხლის განჭვრეტადობის პრობლემა, რის გამოც ჩვენ მოვუწოდებთ სასამართლოს მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს წარდგინებით და სთხოვოს მის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა;

▪️ სისხლის სამართალი, როგორც უკანასკნელი საშუალება – ,,ultima ratio ’’ პრინციპი და მოცემულ შემთხვევაში მცირე მნიშვნელობის გამო, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების მიზანშეწობილობა;

▪️ საქმეში არსებული მტკიცებულებები და პროცედურული დარღვევები. ამ კუთხით განსაკუთრებით ხაზგასასმელია გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრობლემა;

▪️მზია ამაღლობელის საქმის მედია საქმიანობაზე გავლენა და მისი “მსუსხავი ეფექტი.” საბოლოოდ ჩვენი შეფასებაა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, 353 პრიმა მუხლით ქმედებით დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელი ელემენტები მზია ამაღლობელის ქცევაში არ იკვეთება. კერძოდ, სახეზე არ გვაქვს არც ქმედების ობიექტური (თავდასხმა – როგორც განსაკუთრებული ძალადობრივი, აგრესიული აქტი) და არც სუბიექტური (პირდაპირი განზრახვა და მიზანი, რომელიც პოლიციელის სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებას უკავშირდება) შემადგენლობა.

რაც შეეხება, სილის გაწნის სსკ-ის 126-ე მუხლით კვალიფიკაციას, მზია ამაღლობელის საქმეში არ არსებობს ამ დანაშაულის უმთავრესი ელემენტი, დაზარალებულის მხრიდან ძლიერი ფიზიკური ტკივილის აღქმა. მზია ამაღლობელის მოქნეულ ხელს არ შეეძლო გამოეწვია ახალგაზრდა, ფიზიკურად მასზე ძლიერი მამაკაცისათვის მსგავსი ტკივილის მიყენება.

შესაბამისად, მზია ამაღლობელის ქმედებას არ მიუღწევია ისეთი ინტენსივობისთვის, რომელიც ultima ratio პრინციპის გათვალისწინებით გაამართლებდა მისი ქმედების სისხლისსამართლებრივი წესით დასჯას. ამის საფუძველს იძლევა მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლი, რომელიც სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამორიცხავს მცირე მნიშვნელობის მქონე ქმედებებისთვის”,- წერია განცხადებში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved