• რეკლამა
  • კონტაქტი
03:01, ორშაბათი, 22 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

SJC-მა იუსტიციის სამინისტროს 3 თანამშრომლის გათავისუფლებაზე სასამართლოს მიმართა

ალია ავტორი - ალია
12:35 04-01-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
110

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გათავისუფლებული საჯარო მოხელეების – ნინო ტყეშელაშვილის, ნათია ალიაშვილის და მორის (კობა) ბარამიას ინტერესების დაცვის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

SJC განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა, მორალური ზიანის ანაზღაურება და დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა მოითხოვა.

“სააგენტოდან გათავისუფლებული ნინო ტყეშელაშვილი იუსტიციის სამინისტროს სისტემაში 2011 წლიდან მუშაობდა. 2016 წლიდან სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს უფროსი იყო, ხოლო 2021 წლიდან მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

ნათია ალიაშვილი იუსტიციის სამინისტროს სისტემაში 2014 წლიდან მუშაობდა და 2022 წლიდან ის სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის – არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის უფროსის პოზიციას იკავებდა.

მორის (კობა) ბარამია იუსტიციის სამინისტროს სისტემაში 2014 წლიდან მუშაობდა. 2020 წლიდან ის სააგენტოს განრიდებისა და მედიაციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
საჯარო მოხელეებმა 2024 წლის 31 დეკემბერს სააგენტოსთან ადმინისტრაციული ხელშეკრულება გააფორმეს. იმავე დღეს, არასამუშაო საათებში, ელექტრონულ საქმისწარმოების სისტემაში მიიღეს შეტყობინება, რომ სააგენტო მათთან ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაგრძელებას აღარ გეგმავდა და ისინი 2025 წლის 31 იანვრიდან დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლდებოდნენ.
ნინო ტყეშელაშვილი, ნათია ალიაშვილი და მორის (კობა) ბარამია, სააგენტოს მხრიდან განსაკუთრებული შევიწროების და მტრული დამოკიდებულების სამიზნე მას შემდეგ გახდენენ, რაც ღიად დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით.

ამ პროცესებამდეც, ისინი, პერიოდულად, სააგენტოს ხელმძღვანელი პირების მხრიდან სხვადასხვა დავალებებს იღებდნენ, რომლებიც მათი სამსახურებრივი მოვალეობების ფარგლებს ცდებოდა და მმართველი პარტიის მხარდაჭერას გულისხმობდა, მათ შორის, “ქართული ოცნების” პოლიტიკურ აქტივობაში მონაწილეობისა და მათი პოლიტიკის მხარდამჭერი პოსტების სოციალურ ქსელებში საჯაროდ გავრცელების თხოვნას. მსგავსი შინაარსის დავალებების გაცემა კიდევ უფრო გააქტიურდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინარე პერიოდში. მათ შორის “ოცნების” მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობისა და სხვა თანამშრომლებისთვის მოწოდების შესახებ.

ნინო ტყეშელაშვილი და ნათია ალიაშვილი არაერთხელ გახდნენ შევიწროების მსხვერპლი. სააგენტოს უფროსმა ისინი რამდენჯერმე დაიბარა და მიანიშნა, რომ ეს პროცესი მათთვის ცუდად დასრულდებოდა. ასევე აღნიშნა, რომ იცოდნენ ყველა, ვინც აქციებში მონაწილეობდა და მათ ქმედებებს აკვირდებოდნენ. მისი შეფასებით, პეტიციაზე ხელმოწერა “მთავრობის ღალატი” იყო და მათ კარიერაზე უარყოფითად აისახებოდა.

ზეწოლაში მონაწილეობდა იუსტიციის მინისტრის კურატორი მოადგილეც, რომელიც საჯარო მოხელეების ხელმოწერილ პეტიციებს “ვირთხულ ქმედებებს” უწოდებდა და აცხადებდა, რომ სახელმწიფო კანონით შესაბამის რეაგირებას მოახდენდა”, – წერია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved