• რეკლამა
  • კონტაქტი
04:58, ხუთშაბათი, 26 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, სისტემის მნგრეველი მერიის სცენაზე მღერისო” – ერეკლე დეისაძე

ალია ავტორი - ალია
13:30 12-31-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,402

მუსიკოსი ერეკლე დეისაძე:

,,გუშინ ორბელიანის მოედანზე კონცერტი მქონდა, რასაც პროგრესულებად წოდებულ მცირერიცხოვან ნაწილში აღშფოთება მოჰყვა, სისტემის მნგრეველი მერიის სცენაზე მღერისო. ამაზე საჯაროდ იმიტომ ვწერ, რომ მათ რიგებში რამდენიმე ისეთ ადამიანს გადავაწყდი, ვინც პირადად მიცნობს და ჩემი ხასიათიც იცის, მაგრამ რატომღაც იმ ჯოგის ფერხულში არჩია ყოფნა, საიდანაც მენტორული ტონით თავს უფლებას აძლევენ მიმითითონ, სად მაქვს სიმღერის უფლება და სად არა.

პირველ რიგში მსგავსი კონცერტები ჩემთვის იმით არის მნიშვნელოვანი, რომ უფასოა, და არასწრულწლოვანებს საშუალება აქვს მომისმინონ, მსმენელთა ამ კატეგორიას, იმ სივრცეებში სადაც ჩემი კონცერტები ტარდება, წლოვანების გამო არ უშვებენ, ზოგს კი უბრალოდ 40 ლარი არა აქვს რომ ბილეთი იყიდოს.

მათთან შეხვედრა და კონცერტზე მიღებული ემოცია ყოველთვის აღემატება თქვენს უარგუმენტო კრიტიკას. არჩევანსაც ყოველთვის მათ სასარგებლოდ გავაკეთებ მომავალში.

პარტიულად ანგაჟირებული სუბიექტები, დიდიხანია ჩემს მიმართ მტრულად არიან განწყობილი, და იმხელა ბოღმას ატარებენ, მომენტს არ უშვებენ, როცა ამის საშუალება აქვთ. ცდილობენ ჩემი ლანძღვით მიკრო ბაბლური ვნებები დაიცხრონ და პროგრესულად წოდებულთა კლასტერში მოხვდნენ, სადაც კომფორტულია ყოფნა, რადგან ეს კლასტერი დაცლილია, პასუხისმგებლობისგან და აზროვნებისგან, მუდმივად მსხვერპლს ეძებენ რომ მათი დამცირების ხარჯზე, საკუთრი უპირატესობა აჩვენონ. მოკლედ ყველაფერს აკეთებენ რომ ვერ გაიზარდონ.

ასეთი ხალხი კი ძალიან მოსაწყენია და ბუნებრივია არც მათი აზრი გაინტერესებს საკუთარ თავზე.

უკაცრავად რომ ბაბლის არტისტი არ ვარ.
ამის სურვილი არასოდეს მქონია, ჩემი მუსიკა ყველასია და არა კონკრეტული კლასტერის, რომელსაც ქვეყნის გადარჩენაზე აქვს პრეტენზია, მაგრამ საკუთარი თავსაც ვერ შველის, ბაბლის ჟანდარმერიის შიშით პირში წყალი აქვს ჩაგუბებული და ურჩევნია მარტივი ემოჯებით გამოხატოს მისი ვინმესადმი კუთვნილება. ზედმეტი შეკითხვების გარეშე.

მეგობრებო , ერეკლეს სირზე კიდია თქვენი ჭინთვები და ყოველთვის თვითონ გადაწყვეტს, სად მივა სამღერლად, რომელი ტელევიზიის რომელ გადაცემაში დაჯდება და ვის კითხვებს გასცემს პასუხს.“

თეგები: ერეკლე დეისაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფი მობაილი DataFest Tbilisi 2026-ის სპონსორია
ახალი ამბები

სელფი მობაილი DataFest Tbilisi 2026-ის სპონსორია

17:32 11-25-2026
თიბისი გლობალური კამპანიის „დავრეკოთ ზარი ბავშვებისთვის“ მხარდამჭერი გახდა
ახალი ამბები

თიბისი გლობალური კამპანიის „დავრეკოთ ზარი ბავშვებისთვის“ მხარდამჭერი გახდა

16:22 11-25-2026
დაუჯერებელი გამოწვევა თიბისისგან: გიგი ქათამაძე City Mall-ში გადავიდა საცხოვრებლად
ახალი ამბები

დაუჯერებელი გამოწვევა თიბისისგან: გიგი ქათამაძე City Mall-ში გადავიდა საცხოვრებლად

14:51 11-25-2026
წლის ერთადერთი ფასდაკლება არქისგან – ახალ წელთან დაკავშირებით ყველა პროექტზე 25 000 ლარამდე ფასდაკლება მოქმედებს
ახალი ამბები

წლის ერთადერთი ფასდაკლება არქისგან – ახალ წელთან დაკავშირებით ყველა პროექტზე 25 000 ლარამდე ფასდაკლება მოქმედებს

09:00 11-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved