• რეკლამა
  • კონტაქტი
19:14, ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სისტემატურ ცემაში თავს დამნაშავედ არ ვცნობ, დამნაშავე ვარ მარტო იმაში, რომ ადამიანი მოვკალი – კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული

ალია ავტორი - ალია
14:21 12-23-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
284

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ბექა ჯაინი პატიმრობაში დატოვა.

სხდომას ესწრებოდა მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი. როგორც მან სხდომაზე განაცხადა, წარდგენილ ბრალდებაში ის თავს დამნაშავედ ნაწილობრივ ცნობს, კერძოდ კი მხოლოდ მკვლელობის ნაწილში, ხოლო იმ ნაწილში, რომ ის კესარია აბრამიძეს გენდერის თვალსაზრისით „სისტემატურადურად სცემდა“, ბრალდებას არ იზიარებს და შესაბამისად, თავს დამნაშავედ არ ცნობს.

აღნიშნული განმარტება ბრალდებულმა მაშინ გააკეთა, როდესაც მას მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ ჰკითხა, ცნობს, თუ არა თავს დამნაშავედ.

„თავს დამნაშავედ ვცნობ, ოღონდ ნაწილობრივ, გენდერს არ ვეთანხმები. ეს არის ჩემი პოზიცია. სისტემატურ ცემაში თავს დამნაშავედ არ ვცნობ. თავს დამნაშავედ ვცნობ იმაში, რომ ადამიანი მოვკალი”, – განაცხადა ბექა ჯაიანმა.

ამასთან, დღევანდელ პროცესზე სასამართლომ ადგილზე თათბირით დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა მტკიცებულებასთან დაკავშირებით და მისი ყველა მტკიცებულება სრულად დასაშვებად ცნო.

პროკურატურამ ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაში დატოვება მოითხოვა. როგორც პროკურორმა განმარტა, გამომდინარე იქიდან, რომ ბექა ჯაიანს უვადო პატიმრობა ემუქრება, არსებობს მისი მიმალვის საფრთხე. მისივე თქმით, ბექა ჯაიანი კესარია აბრამიძეზე სისტემატურად ძალადობდა და სახეზეა გენდერის ნიშნით ჩადენილი დანაშაული. პროკურორის თქმით, არ არსებობს არანაირი მოცემულობა პატიმრობის შეცვლის ან გაუქმების თაობაზე.

რაც შეეხება თავად ბრალდებულის ადვოკატების პოზიციას, მათ აღკვეთის ღონისძიების შეცვლა არ მოუთხოვიათ, განმარტეს მხოლოდ ის, სისხლის სამართლის დევნა უნდა შეწყდეს ბრალდებაზე, რომლის თანახმად, ბექა ჯაიანი კესარია აბრამიძეზე „გენდერის ნიშნით სისტემატურად ძალადობდა“.

სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის აღნიშნული პოზიცია. როგორც მოსამართლემ განმარტა, არ არსებობს არცერთი გარემოება იმისა, რომ რაიმე ნაწილში სისხლის სამართლის დევნა შეწყდეს. მისი თქმით, რადგანაც ბრალდებულმა ნაფიცმსაჯულთა სასამართლოზე უარი განაცხადა, საქმე არსებითი განხილვისთვის სასამართლოს გადაეცემა.(ინტერპრესნიუსი)

თეგები: კესარია აბრამიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved