• რეკლამა
  • კონტაქტი
18:19, კვირა, 29 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სისხლში საცივის კომპონენტების აღმოჩენის შემთხვევაში, გავუგზავნოთ უკრაინას, ბახმუტში გასამწესებლად” – სოსო მანჯავიძე

ალია ავტორი - ალია
15:07 01-10-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
345

საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, სოსო მანჯავიძე:

“ჯო ბაიდენმა გამოაცხადა თავისი მტკიცე გადაწყვეტილების შესახებ, რომ მეორედ იყრის კენჭს.
მართებული გადაწყვეტილებაა!
მეორე ვადაში ჯო კიდევ უფრო განამტკიცებს კავშირს მიღმიერ სულებთან, რაც მთელს დედამიწაზე განამტკიცებს დემოკრატიას.
ბაიდენის ამ გადაწყვეტილებით აღფრთოვანდნენ ქართველი ლიბერალები, მათ წარმოდგენაში ბაიდენი სრულიად კეთილი და ბრძენი მმართველია, აბსოლუტურად უანგარო, ხოლო ამერიკა მხოლოდ ხალხის ნებით იმართება, იქ არ ჰგიებს ჭმუნვა და ოხჭნა, არამედ დემოკრატია იგი დაუსრულებელი.
ასეთ რწმენაში ბედნიერად მოტივტივეებს თავს იჩქითად დაატყდათ ზაზა შათირიშვილის სტატია, რომელშიც ის ამბობს, რომ ამერიკის რეალური მმართველები ოლიგარქიული ოჯახები არიან.
აღსდგა სრულიად ევროატლანტიკური იდეებით შაყინტრავებული ქართული ლიბერალური სანეტარყუჩეთი!
ზაზა დაგმეს და ლიბერალურ ანათემას გადასცეს, გურული მონადირის არ იყოს, რომელმაც ,,ხუმლაზე” მჯდარ შაშვს ესროლა და ააცილა, სადაც უნდა აწი იქ იფრინოს, ევროატლანტიკურად მინეტარყუჩებული პუბლიკის თვალში ის მკვდარია.
მართალია, ზოგ-ზოგიერთებს ზაზაზე და ამ პუბლიკაზე ახსენდებათ ცნობილი გამონათქვამი სად ერეკლეო და სად ისაო, მაგრამ ეგ შეცდომაა, თუ მან ლიბერალთა საკერპოს სიწმინდეში ეჭვი შეიტანა, უნდა განიკვეთოს, რადგან არა განაგდო სიტყუაი ჯერკუალი და საერთოდ, ამაოდ დაშვრა.
ზაზას მკრეხელობა არ იყო ერთადერთი გამოწვევა ქართველი ლიბერალებისათვის. უმძიმესი იყო მათთვის იმის აღქმა, რომ ტრანსგენდერი ქართველს არ მოუკლავს, ხოლო მოგვიანებით კი იმის გარკვევაც, რომ ის საერთოდ არ მოუკლავს არავის, არამედ თავისი სიკვდილით გარდაიცვალა.
დადგა ინტელექტულაური დილემა-როგორ დაადანაშაულონ ამ ტრაგედიაში ბნელი გრუზინები?
გამოსავალი მოიძებნა.
დაღუპული მორალურ წნეხს განიცდიდა სამშობლოში და ამიტომ გაიქცა, ამ მორალური წნეხის ინსპირატორი კი საპატრიარქო და პირადად პატრიარქია.
საპატრიარქომ უნდა წაახალისოს ტრანსგენდერობა და 52-ვე გენდერ-იდენტობა, ხელი შეუწყოს ბავშვებს თავისუფალი ნების გამოხატვაში, როგორც ამას დიდი ბაიდენი ქადაგებს, ისიც უნდა განუმარტოს მრევლს, რომ ყველაფერი რაც ამას ეწინააღმდეგება, რუსული ნარატივია, ხოლო მიშა მშვილდაძე, ქრისტე და და ილია ჭავჭავაძე თანამოაზრეები არიან, რადგან სამივე ლიბერალი იყო.
ამასობაში რუსეთში პუტინის პროპაგანდის ჯადოსნური ნისლი ნელ-ნელა იფანტება.
რუსები გვიან, მაგრამ უკვე ხვდებიან, რომ მთელი ეს ტრაგედია, ერთი დიდი ცინიკური სპექტაკლის ნაწილია, რომელსაც დიადი გადატვირთვა ქვია, და რომელშიც პუტინმა და მისი ამალამ კოვიდი ჩაანაცვლა-უხილავი მტერი ხილული გახადა.
სხვათა შორის, იგივე პროცესია უკრაინაშიც და მალე ორივე ხალხი გამოფხიზლდება და მიხვდება, ვინ არის რეალური ინსპირატორი, ყოველ შემთხვევაში ამის დიდი იმედი მაქვს.
რაც შეეხება ქართველ პუტინისტებს და ზელენსკოფილებს, რომელთა ნაწილმაც ბლანჟეები მოუშვა და ნაძვის ხეებზე შავი ლენტების გაკეთების გარდა საახალწლოდ საცივის ჭამაზე უარის თქმისკენ მოუწოდებდა ქართველებს- წინადადება მაქვს გავუკეთოთ ანალიზები და სისხლში საცივის კომპონენტების აღმოჩენის შემთხვევაში ბუკების მაგივრად გავუგზავნოთ უკრაინას, ბახმუტში გასამწესებლად.
ნამდვილად ღირსეული პასუხი იქნება კასიანოვის საოცარ თხოვნაზე, თანაც ნამეტანია ამდენი ევროშაყინტრავებული, განვიმუხტებით, დაისვენებს ცოტა ჩვენი მრავალტანჯული ქვეყანა.”
თეგები: სოსო მანჯავიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს  და მრავალფეროვან პაკეტებს შეთავაზებს მომხმარებლებს უქმეებზე
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს  და მრავალფეროვან პაკეტებს შეთავაზებს მომხმარებლებს უქმეებზე

09:00 03-28-2026
ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved