ორთაჭალაში 32 წლის კაცი მოკლეს. ახალგაზრდა კაცს სასიკვდილო ჭრილობა დანით მიაყენეს.
დაჭრეს მისი ძმაც. დაშავებულის გადარჩენას ექიმები ამ წუთებში ცდილობენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის და დაჭრის ბრალდებით გარდაცვლილის ბავშვობის მეგობარია დაკავებული.
„ძმები ხელოსნები არიან, ძალიან კარგი და პატიოსანი ბიჭები არიან. დაკავებული მოკლულის მეგობარია, გულში ჩაურტყამს”, – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
კომენტარები