• რეკლამა
  • კონტაქტი
20:16, კვირა, 22 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სისხლიანი გარჩევა ბიზნესწილების გამო – რა მოხდა წინანდლის ტყეში

ალია ავტორი - ალია
12:23 08-17-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
118

სისხლიანი დაპირისპირება წინანდლის ტყეში და სამი გარდაცვლილი – უმძიმესი დანაშაულის ბრალდებით პოლიციამ ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური უკვე დააკავა.

სპორტსმენს 27 წლის ახალგაზრდის მკვლელობას ედავებიან. ტვ პირველის ინფორმაციით, ძმებ ზვიადაურებსა და რამდნეიმე პირს შორის დაპირისპირება ბიზნეს წილების განაწილებაზე დაიწყო.

ძიუდოისტი წინანდლის ტყეში ღვინის წარმოებას გეგმავდა, რის გამოც კონფლიქტი მოუვიდა პარტნიორებთან, რაც საბოლოოდ სამი ადამიანის მკვლელობით დასრულდა. 

გარდაცვლილებს შორის ერთ-ერთი ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაურია.  დაჭრილია კიდევ ორი პირი.

პირველების ინფორმაციით, ძმებ ზვიადაურებს უთანმოება ჰქონდათ, ინცინდენტში მონაწილე ნიკა კენჭოშვილთან, რომლის მისამართითაც ცეცხლი თავდაპირველად ზვიადაურის მეგობარმა ვასილ ცოცხალაშვილმა გახსნა, რასაც საპასუხო რეაქცია და ორმხრივი სროლა მოჰყვა. კენჭოშვილმა სამი ადამიანი დაჭრა, მათგან კი ორი პირი ადგილზე გარდაიცვალა. 

ირკვევა, რომ ოლიმპიურმა ჩემპიონმა ძმის მკვლელობის შემდეგ, ნიკა კენჭოშვილს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.  კენჭოშვილი ადგილზე გარდაიცვალა. 

ამავე საქმეზე კიდევ დაკავებულია ერთი პირი. მას ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას ედავებიან, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დანაშაულის ჩადენის ორი იარაღი-პისტოლეტი და ნახევრადავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.

ორმხრივი სროლა სოფელ წინანდალში გუშინ საღამოს 19:00 საათისთვის მოხდა. სულ დაიჭრა ხუთი ადამიანი, მათგან სამის გადარჩენა ვერ მოხერხდა. როგორც ექიმი ამბობს, სამივე პირი კლინიკაში მიყვანის დროს უკვე გარდაცვლილი იყო. ერთ-ერთი ვერსიით, ისინი სამეიცინო დაწესებულებამდე ზურაბ ზვიადაურმა მიიყვანა. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved