სისხლიანი ანგარიშსწორება სკოლის მოსწავლეებს შორის – რუსთავში ორი მოზარდია დაჭრილი.
მოსწავლე ბიჭებს დაზიანებები დანით აქვთ მიყენებული.
არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება მოსწავლეებს შორის 22-ე საჯარო სკოლასთან მოხდა.
ადგილობრივების თქმით, თვითმხილველებმა ადგილზე სასწრაფო მალევე გამოიძახეს. დაჭრილი მოზარდები კლინიკა “რუსთავში” არიან გადაყვანილები. მათ სიცოცხლეს საფრთე არ ემუქრება.
ფაქტი რუსთავში ერთი კვირის წინ მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი. მომხდარზე გამოძიება 120-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.














კომენტარები