• რეკლამა
  • კონტაქტი
05:28, პარასკევი, 13 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სისხლიანი ანგარიშსწორება კრივის ჩემპიონატზე – ქართველი მწვრთნელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ალია ავტორი - ალია
16:35 08-19-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
561

სისხლიანი ანგარიშსწორება კრივის ჩემპიონატზე – საქართველოს მოსწავლეთა მოკრივეთა ნაკრების ერთ-ერთ მწვრთნელს, გოჩა რუსიას თავს მწვრთნელი, ბექა ლობჟანიძე და ექიმი გიორგი კორაშვილი დაესხნენ.

შემთხვევა ბოსნია ჰერცოგოვინაში იმ დროს მოხდა, როდესაც ნაკრები პირველი აგვისტოდან 11 აგვისტომდე მონაწილეობას კრივის ჩემპიონატზე იღებდა. “პირველების” ინფორმაციით, თავდასხმა ორი სერიით განხორციელდა.

თავდაპირველად, გოჩა რუსიას თავს ქუჩაში დაესხნენ, რა დროსაც იტალიისა და თურქეთის მოქალაქეებმა მწვრთნელების გაშველება მოახერხეს. თავდასხმის მეორე სერია კი გოჩა რუსიას სასტუმროს ნომერში განხორციელდა.

ირკვევა, რომ სისხლიან გარჩევაში მონაწილე ბექა ლობჟანიძე ასევე გორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა, რომელმაც მწვრთნელ გოჩა რუსიას სახის არეში არაერთი დაზიანება მიაყენა.

“პირველები” დაზარალებულის ძმას ესაუბრნენ, რომელმაც დაადასტურა, რომ ბოსნია ჰერცოგოვინადან გოჩა რუსია ნამდვილად ნაცემი დაბრუნდა, თუმცა ოჯახის წევრებთან მომხდარის დეტალებზე არ უსაუბრია.

დაზიანებები ჰქონდა, მაგრამ არაფერი არ უთქვია სხვანაირი ტიპია. დღეს მოვედი, რომ მეკითხა, არ ვიცი რატომ არ მიმართა შესაბამისს უწყებას, მისი საქმეა. ბოსნია- ჰერცოგინიაში ევროპის ჩემპიონატი იყო მოსწავლეთა შორის. ჩემი ძმა არის 15 წლამდე საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი. თქვენ, რასაც ხედავთ დაზიანება აქვს ახლა ძალით არ აქვს გაკეთებული. ჯანსაღი წავიდა, დაზიანებით დაბრუნდა, რომ მოვიდა სალში ვკითხე, რომ ვნახე დაზიანება, ვკითხე რა გჭირს და საერთოდ სიტყვა და ხმა არ გაუცია, არ ვიცი დააშინეს  თუ არა. 

ბექა ლობჟანიძეს ვიცნობ, ახლობლობდა. ჩემს ძმას არ უთქვია, ამ  ადამიანზე არაფერი, მაგრამ მე ვიცნობ ამ ადამიანს, მეგობრობდა ჩემს ძმასთან. ერთად დადიოდნენ, ერთ შეჯიბრებებზე, ჩემთანაც ახლობლობდა”, – ამბობს რუსიას ძმა.

დაშავებული გოჩა რუსიას მეუღლე კი “პირველებთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლმა თავდამსხმელებს, სავარაუდოდ, კოლეგიალობის გამო არ უჩივლა.

სავარაუდოდ, იმიტომ არ იჩივლა, რომ კოლეგიალობა აქვთ, ამიტომ მე ამით ვერ დაგეხმარები. მართლა არ მისაუბრია ჩემს მეუღლესთან ესე. სახლში ჯერ არ მოსულა. სახელიც არ ვიცი ვინ გაუსწორდა. ბექა ლობჟანიძეს მე თვითონ არ ვიცნობ”, – ამბობს რუსიას მეუღლე.

სისხლიან ანგარიშსწორებას ათობით თვითმხილველი ჰყავს, მათ შორის, მოკრივე ბავშვები, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება ამ დრომდე არ დაუწყია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია
ახალი ამბები

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია

16:57 03-12-2026
ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!

13:50 03-12-2026
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved