საოპერო მომღერალი, თამარ ივერი:
სირცხვილს ან უხერხულობას სულ ვერ გრძნობთ Gastronome • გასტრონომი ?? ცოტა გაწითლდით მაინც. რა Dolce Gabbana ს და Moschino ს “ვითომ პასკების” ბიზნესი გაგიჩაღებიათ. შემთხვევით სათვალე ,ჩანთა ან სუნამოც ხომ არ მოჰყვება მაგათი ბრენდის? ერთ პასკას, იგივე “ხატისპურს” 389₾ 369₾, 189₾ ა.შ როგორ უნდა დაადოთ? აშკარა მარაზმში რომ ხართ გადასულები თუ ატყობთ? ვისზეა გათვლილი?VIP მომხმარებელზე? თუ ბანკის კრედიტი აიღოს ხალხმა მის საყიდლად?? თუ მისი ჭამა სახის სრულ ბოტოქს-ლიფტინგს იწვევს და “ფასში შედის”? ? სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. პასკას მისი რელიგიური დანიშნულება აქვს და მკრეხელობად არ თვლით ასეთ პროდუქტს ფუფუნების საკვებად რომ ყიდით და რაღაც სუნამოს თუ ბრენდული ტანსაცმლის ფასს ადებთ?პასკის ჭამა უპოვარსაც უნდა შეეძლოს და ის ყველაზე უნდა იყოს გათვლილი,ასევე მიცვალებულების სულის მოსახსენიებლად და ა.შ ამას მოუწოდებს მართლმადიდებლური ქრისტიანობა.სადაც გამოვიდა ეგ პროდუქტი,ის ქვეყნები და მათი კათოლიკური ტაძრები დიდი ხანია მხოლოდ ტურისტების ფოტოაპარატების საჩხაკუნებელ ადგილადაა ქცეული და საქართველო შეიძლება იყოს ამ რაღაც “ტუფტა პანეტონეების” ვნების კვირაში ასეთ ფასად გაყიდვის ადგილი?ისე,საქართველოს მთავრობამ რომ გამოხატა ინიციატივა გაბერილი ფასების დაკორექტირების შესახებ და კარგი იქნება დაინტერესდნენ თქვენი პასკების 500 და 1000% იანი ფასნამატით ქართულ ბაზარზე!! მართლა ძალიან სირცხვილია და შეგინდოთ უფალმა!@highlight საქართველოს მთავრობა
პ.ს. ინტერნეტში გადავამოწმე და თავად ამ ბრენდებს და დისტრიბუტორებს არ უდევთ ევროპაში და ონლაინ გაყიდვაში ეს “პანეტონეები “ამ ფასად.რატომ ჩათვალა გასტონომმა საქართველო…ბანანის რესპუბლიკად რომ ეს უტილნედლეული აქ ამ ფასად დაასაღოს ვერ ვხვდები.





















კომენტარები