• რეკლამა
  • კონტაქტი
14:47, ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სირცხვილიას” გუშინდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრ პოსტზე “დამთაგეს”, მწერენ, მედიები რეკავენ და მიწევს განმარტების გაკეთება!” – გიგა მაქარაშვილი მიმართვას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
15:26 08-31-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,332

უკვე 2 წელია არანაირი ქმედითი და ფუნქციური როლი არ მაქვს ორგანიზაციაში, რაც იმას ნიშნავს, რომ „სირცხვილიას“ არ ჰქონია ვალდებულება რაიმე შეეთანხმებინა ჩემთან და არც შეუთანხმებია – ჩემი ხმა ამ გადაწყვეტილებას არ ექნებოდა,- ამის შესახებ მოძრაობა „სირცხვილიას“ ყოფილმა წევრმა გიგა მაქარაშვილმა განაცხადა, რითაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში „სირცხვილიას“ დარეგისტრირებას გამოეხმაურა.

როგორც მაქარაშვილმა განმარტა, ორგანიზაციიდან ოფიციალურად წამოსულია.

„სირცხვილიას“ გუშინდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრ პოსტზე „დამთაგეს“, მწერენ, მედიები რეკავენ და მიწევს განმარტების გაკეთება! ომის დაწყებიდან 2 კვირაში უკრაინისკენ დავიძარი და მას მერე დროის უდიდეს ნაწილს იქ ვატარებ, რამაც ბუნებრივია ჩამომაშორა ჩემთვის ძალიან საყვარელი და მნიშვნელოვანი ორგანიზაციის საქმიანობას! ამას უკვე მოყვა ჩემი ოფიციალური წამოსვლა ორგანიზაციიდან (შესაბამისი გადაწყვეტილება იძებნება საჯარო რეესტრში) და ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება სწორი იყო! „სირცხვილია“ მუდმივად იყო ცოცხალი ორგანიზმი, შესაბამისად ხალხის მისვლა და წამოსვლაც ძალიან ბუნებრივი ამბავი მგონია! ამიტომაც თავის დროზე არ ჩავთვალე საჭიროდ რაიმე საჯარო განცხადების გაკეთება. ავდექი და წამოვედი ისე, როგორც არაერთი ჩვენიანი მოიქცა. შესაბამისად, უკვე 2 წელია არანაირი ქმედითი და ფუნქციური როლი არ მაქვს ორგანიზაციაში! რაც იმას ნიშნავს, რომ „სირცხვილიას“ არ ჰქონია ვალდებულება რაიმე შეეთანხმებინა ჩემთან და არც შეუთანხმებია. ორგანიზაციაში რჩებიან ადამიანები, რომლებსაც ბევრი უბრძოლიათ ამ ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის!

მათ აქვთ საკმარისზე მეტი გამოცდილება, კომპეტენცია და განათლება იმისთვის, რომ საკუთარ გადაწყვეტილებაზე დასმულ კითხვებს პასუხი გასცენ, ასე რომ ჩემგან ამ თემაზე მეტი კომენტარი არ გაკეთდება! აქვე ვიტყვი, რომ ჩემი ხმა ამ გადაწყვეტილებას არ ექნებოდა“,- განაცხადა მაქარაშვილმა.

ცნობისთვის, მოძრაობა „სირცხვილია“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved