თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით მოძრაობა „სირცხვილიას“ დირექტორი გიორგი მჟავანაძე ცნობილი იქნა სამართალდარღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით და სახდელად დაეკისრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
საქმე ეხება 2022 წლის 17 მაისს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის განყოფილებაში პოლიციის მოსამსახურეებისათვის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და შეურაცხყოფის ფაქტს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სასამართლო სხდომა ხუთჯერ გაიმართა, რა დროსაც, უწყების ცნობით, მოსამართლემ მტკიცებულებათა სათანადოდ გამოკვლევისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მიიღო გადაწყვეტილება გიორგი მჟავანაძის სამართალდარღვევად ცნობის შესახებ.
კომენტარები