• რეკლამა
  • კონტაქტი
16:40, პარასკევი, 15 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სირცხვილია! ….დავბრმავდებით და გავირყვნებით…” – დეკანოზი თამაზ ლომიძე მეუფე ნიკოლოზს მიმართავს

ალია ავტორი - ალია
02:26 12-03-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
106

დეკანოზი თამაზ ლომიძე მეუფე ნიკოლოზისთვის ძვირიანი მობილური ტელეფონის ჩუქებას სოციალურ ქსელში ეხმიანება:

“ეპისკოპოსის და iPhonis-ის თემაზე უნდა გითხრათ ორი სიტყვა (სირცხვილიც კია, რაზე გვიწევს ლაპარაკი). პავლე მოციქული ვინ არის, ყველას გაგიგიათ. ახალი აღთქმის 27 წიგნიდან ნახევარზე მეტი ანუ 14 წიგნი მას ეკუთვნის, იმდენად დიდი და მნიშვნელოვანი მოციქული და მასწავლებელია ჩვენი რწმენისა. ებრაელთა მიმართ მისი ეპისტოლე სიდიდით მესამეა მის წიგნებში, 13 თავია. მასში პავლე ქრისტეს მორწმუნე ებრაელებს უხსნის თუ რამდენად აღმატებულია იესო ქრისტე და მისი ახალი რჯული მოსეს რჯულზე და ძველი აღთქმის მამამთავრებზე. საინტერესო ამ ეპისტოლეში ისაა, რომ პავლე საკუთარ თავს ანუ ავტორს არ ახსენებს, არ კადნიერდება საკუთარ თავს მოციქული უწოდოს, რადგან იესო ქრისტეზე ლაპარაკობს და ყველაფერი ჩრდილში ინაცვლებს მის წინაშე. პავლეს მოციქულობა ხსენების ღირსიც არაა, რადგან ქრისტეა ჩვენი მოციქულიც და მღვდელმთავარიც: “… დაუკვირდით მოციქულსა და მღვდელმთავარს ჩვენი აღსარებისას, ქრისტე იესოს…” (ებრ. 3,1) – წერს იგი. გესმით? პავლე, როცა ქრისტეზე ლაპარაკობს, არათუ პირად სურვილებს, საკუთარ მოციქულობასაც კი არ ახსენებს. ასევე ვიცით, რომ პავლე ხელობით მეკარვე იყო და კარვების ქსოვით ირჩენდა თავს. არსად, არცერთ წერილში არ ახსენებს არც თავის საერო პროფესიასთან დაკავშირებულ ინტერესებს, არც კარვებს, არც ნემსებს და არც სხვა ხელსაწყოებს. რა საქმე აქვს ამ ყველაფერს ქრისტესთან და მისი წმინდა მოძღვრების ქადაგებასთან? ისიც ვიცით, რომ თვალები აწუხებდა პავლეს, თვითონ წერა უჭირდა და მის ახალგაზრდა მოწაფეს, ტერციუსს ან ტიმოთეს (რომ. 16,22) ჰკარნახობდა ხოლმე ამა თუ იმ ეკლესიის მიმართ წერილს. გალატელებს როცა სწერდა, დამხმარე გვერდით არ ჰყავდა, მაგრამ იმდენად საჩქარო იყო გალატიის ეკლესიის სულიერი პრობლემა (გადაუხვიეს ქრისტეს რჯულს), რომ დაჯდა და იმ სნეული თვალებით, თავის ხელით დაწერა წერილი გალატელებისთვის. ეს წერილი დიდი არაა სხვებთან შედარებით, სულ 6 თავია (რომაელთა 16 თავია, კორინთელთა 15 და ა.შ.), მაგრამ ეტყობა იმდენად გაუჭირდა წერა, რომ ბოლოს ამბობს: “ხედავთ, რამხელა წერილი მოგწერეთ ჩემი ხელით” (გალ. 6,11).

ეს უბრალოდ ასეა, სხვაგვარად ვერ იქნება. არ მართლდება საერო საქმეების სიყვარული სასულიერო პირისგან და უხერხული ღიმილით ნათქვამით: “მღვდელიც ადამიანია”. ვერავინ ვერასდროს გაამართლებს ამ ვნებებს. თუ სასულიერო პირები ქრისტიანობის ქადაგების მაგივრად შევუდგებით პოეტობას და ეგზალტირებულ ლექსაობას, საერო სიმღერებს, მოდურად კოხტაობას და საკუთარი ფოტოებით კეკლუცს, თუ ავტომობილების, ტელეფონების თუ სხვა მატერიალური ნივთების, ტექნიკური სიხლეების თუ ფუფუნების საგნების სიყვარული შეგვიპყრობს და უფრო უარესი: რომც გვძლიოს და დაგვიმონოს ამ ვნებებმა, თუ ისე დავბრმავდებით და გავირყვნებით, რომ ამის საჯაროდ გამოჩენას აღარ მოვერიდებით, არასოდეს იქნება ეს მართებული და არ ექნება ამას გამართლება ღმერთისა და ხალხის წინაშე. ეს ვნებები არ შეეფერება არც ეპისკოპოსს, არც მღვდელს, არც დიაკვანს და არც პატიოსან ქრისტიანს. ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთო ქრისტეს მოძღვრების ქადაგებასთან, რისთვისაც, ამ ე რ თ ა დ ე რ თ ი ს თ ვ ი ს მოწოდებულია მღვდელი”

თეგები: დეკანოზი თამაზ ლომიძემეუფე ნიკოლოზი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის – ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
ახალი ამბები

შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის – ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს

15:12 05-15-2026
ექსპრეს ლომბარდი საპროცენტო განაკვეთების გამჭვირვალობის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საპროცენტო განაკვეთების გამჭვირვალობის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს

13:25 05-15-2026
დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად
ახალი ამბები

დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად

14:14 05-14-2026
სტერეოტიპი – მიკროავტობუსი საშიშია – რა იწვევს შიშს რეალურად?
ახალი ამბები

სტერეოტიპი – მიკროავტობუსი საშიშია – რა იწვევს შიშს რეალურად?

20:31 05-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved