• რეკლამა
  • კონტაქტი
04:04, კვირა, 8 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სირცხვილია – ბორელის ქვეყანაში მაჟორიტარ კანდიდატს ვინმემ რომ “მოლოტოვის კოქტეილი” ჩაუდოს, მაშინ თუ ილაპარაკებს თავისუფალ არჩევნებზე?” – ნინო ბურჯანაძე

ალია ავტორი - ალია
21:34 03-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ჟოზეფ ბორელის განცხადება, რომ ეუთო საქართველოს არჩევნებს განიხილავს, როგორც თავისუფალს, ასე შეფასა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“:

„არჩევნები აღიარეს კონკურენტულად, მაგრამ სიტყვა „სამართლიანი“ ?! ძალიან მაინტერესებს, ბორელის ქვეყანაში მაჟორიტარ კანდიდატს ვინმემ რომ „მოლოტოვის კოქტეილი“ ჩაუდოს, მაშინ თუ ილაპარაკებს თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებზე. დავანებოთ თავი, სირცხვილია უკვე ამაზე ლაპარაკი. ვეთანხმები ბატონ ბორელს იმასთან დაკავშირებით, რომ ნამდვილად არ არის ეს მისი გადასაწყვეტი, რადგან არცერთი თავმოყვარე ევროპელი დიპლომატი არ იტყვის პირდაპირ, სხვა ქვეყანაში არჩევნები უნდა ჩატარდეს თუ არა, მაგრამ ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში ასეთი პოლიტიკური კრიზისის დროს, როცა ერთმანეთს ვეღარ ელაპარაკება ხელისუფლება და ოპოზიცია და ამისთვის მედიატორი გჭირდება, რა თქმა უნდა, ჩატარდებოდა ხელახალი ან ვადამდელი არჩევნები.

„მოდით, ერთი წამით დავივიწყოთ არჩევნები იყო თუ არა სამართლიანი, ამის გარეშეც ხომ კრიზისია ქვეყანაში. პარლამენტი ერთპარტიულია, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ არჩევნებში ხალხის მეორე მხარე იყო, ვისაც ხალხმა მხარი დაუჭირა, სახლში წავიდა. გახარია, რომელიც მეორე ნომერი ფიგურა იყო იმ პარტიაში, რომელსაც ხალხმა ხმა ივანიშვილის და გახარიას წყალობით მისცა, ისიც სახლში წავიდა. არაფერს ვლაპარაკობ ნიკა მელიას დაკავებაზე და იმ სამარცხვინო ჩანაწერებზე, რომელიც მოვისმინეთ.

მესმის, რომ ხელისუფლება გაჯიუტებულია და ცეცხლზე ნავთის დასხმა არ უნდათ, თუმცა, მოლაპარკებები აუცილებლად გაგრძელდება. ასევე გაგრძელდება წნეხი ხელისუფლებაზეც. გარწმუნებთ, სჯობს ხელისუფლება დაემორჩილოს ევროკავშირის და საერათაშორისო თანამეგობრობის წნეხს, ვიდრე იძულებული გახდეს, მასობრივი გამოსვლების შედეგად ხელისუფლებას გაერიდოს“

თეგები: ნინო ბურჯანაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა
ახალი ამბები

საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა

11:51 03-06-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:04 03-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved