• რეკლამა
  • კონტაქტი
14:45, შაბათი, 10 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სირცხვილია ამ გადაწყვეტილებების მიღების მონაწილე იყო, სად არიან დღეს? თუ პრინციპული ხალხია და თუ სჯერათ იმის, რასაც ამბობენ, რატომ არ გადადგნენ? – გიორგი ფხაკაძე

ალია ავტორი - ალია
20:49 06-22-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
79

„ალიას“ ესაუბრება, ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ დამფუძნებელი, გიორგი ფხაკაძე

გიორგი ფხაკაძე:

-მას შემდეგ, რაც ახალი პრემიერი გვყავს, ყველა შეზღუდვა ნაადრევად მოიხსნა. გამოდის, ოფიციალურად გამოვაცხადეთ, რომ კოვიდი, თურმე ქვეყანაში აღარ არის, ამას არც სამეცნიერო ახსნა მოეძებნება და არც სამედიცინო, საღ აზრსაა მოკლებული. 20-ზე მეტი ადამიანი იღუპება თითქმის ყოველ დღე და შეზღუდვებს ვხსნით? შევხედოთ რა მდგომარეობაშია რუსეთი, მოსკოვზე აღარ არის საუბარი, პუტინმაც კი აღიარა უკვე, რომ რეგიონებში ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ინდური ვირუსი ფეთქდება ყველგან, ბოლო მონაცემების მიხედვით, მას შემდეგ რაც ისრაელმა საზღვრები გახსნა – იქაც კი იმატა შემთხვევებმა კორონავირუსის. შევხედოთ რა ხდება დიდ ბრიტანეთში, გადადო ბრიტანეთმა შეზღუდვების მოხსნა და ეს ხდება იმ ქვეყნებში, სადაც თითქმის მოსახლეობის 70 პროცენტია აცრილი. მაშინ როცა ჩვენთან მოსახლეობის 2 პროცენტია სულ აცრილი და რისი იმედი გვაქვს? ამ გადაწყვეტილების მწარე გადასახადს მოსახლეობა გადაიხდის აგვისტო-სექტემბერში. უმძიმეს მდგომარეობაში ვიქნებით, იმ შემთხვევაშიც კი, ვაქცინებიც რომ ჩამოვიტანოთ. ვაქცინების შედეგს ქვეყანა ხედავს 2-3 თვეში, დღესაც რომ დავიწყოთ ეფექტური ვაქცინაშია, შედეგი გვექნება 2-3 თვის შემდეგ. მესამე ტალღა არ გაჩერებულა, ჩვენ ახლა ისევ მესამე ტალღაში ვართ, ამას დამატებული ინდური შტამი. არ უნდა დაგვავიწყდეს აქვე გრძელი კოვიდი, რომელიც ძალიან ვერაგია. პოსტკოვიდურ პაციენტებში 6 თვის მანძილზე სიკვდილობა საკმაოდ მაღალია  – ამის სტატისტიკას არავინ წერს. ასევე, ძალიან მაღალია, პოსტკოვიდურ პაციენტებში დიაბეტის მეორე ტიპის რისკი.  ამ დროს კი, საკოორდინაციო საბჭო დგამს მოკლევადიან ნაბიჯს და ისევ არ უფიქრდება, რა მოჰყვება ამ ნაბიჯს. მე რომ საკოორდინაციო საბჭოს წევრი ვიყო, ან დაავადებათა კონტროლის ხელმღვანელი, აუცილებლად გადავდგებოდი თანამდებობიდან, სირცხვილია ამ გადაწყვეტილებების მიღების მონაწილე იყო, მაშინ როცა არ გვაქვს ვაქცინა და არ გვაქვს ვაქცინაციის გეგმა.

-ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ბრძანა, ვაქცინაციის გეგმას ზუსტად მივყვებით და კრიტიკას არ მივიღებო…

-მე არ ვიცი რას ჰგავს ეს ვაქცინაციის გეგმა, ალბათ, სადღეგრძელოების გეგმას, ეს გეგმა ადეკვატურად არ აღწერს ჩვენი ქვეყნის მოთხოვნებს.

ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, არ შეგვიძლია ქვეყანაში შემოვიტანოთ ვაქცინა, რომელსაც არ აქვს ძლიერი მარეგულირებლის რეგისტრაცია გავლილი, მიუხედავად ამისა, ჩინური ვაქცინები ქვეყანაში შემოვიტანე თ მანამდე, სანამ ჯანმო მისცემდა მას რეგისტრაციას და ამ ვაქცინებისთვის დღემდე არ მიუცა რეგისტრაცია ამერიკისა და ევროპის წამლის სააგენტოებს. ვინ არის ძლიერი მარეგულირებელი? – ამბობენ, ჯანმოო. კარგი, კი, ბატონო! დაამტკიცა ჩინური ვაქცინები გადაუდებელი შემთხვევებისთვის ჯანმომ მოგვიანებით, გასაგებია. მაშინ მითხარით, რატომ მოვიხმართ საქართველოში რემდესევირს? ჯანმომ ჯერ იდევ 2020 წლის ნოემბერში თქვა, რომ ეს მედიკამენტი არაეფექტურია და ამოიღო მკურნალობისთვის გამოსაყენებელი მედიკამენტების სიიდან, მხოლოდ ამერიკაში იყენებენ რედესევირს. ახლა იტყვიან, ამერიკის მარეგულირებელს ვენდობითო – თუ ამერიკის წამლის სააგენტოს ვენდობით, რა უნდა მაშინ ქვეყანაში ჩინურ ვაქცინებს და ასტრაზენეკას? ისინი ხომ არ დაუმტკიცებია ამერიკის წამლის სააგენტოს? – ამიხსენით, სად არის აქ ლოგიკა?

უკაცრავად, მაგრამ სკამებზე არიან მიჯაჭვულნი! როცა საქმეს ვერ აკეთებ, უნდა ადგე და წახვიდე – ვაქცინაციის პროცესი ჩაუვარდათ, როგორ შეიძლება ჩააგდო ახლა ვაქცინაციის პროცესი? ყველაფერი შეიძლება იყოს კორუფციის წყარო? 22 სოფტია ჯანდაცვის სიტემაში, 22 სხვადასხვა ბაზაა, ცალკე ტუბერკულოზის, ცალკეა დიაბეტის და ა.შ. 22 ბაზაა! რატომ არ გვაქვს ერთიანი ელექტრონული ბაზა? ღაზას სექტორს კი აქვს ერთიანი ბაზა, ჩვენ რატომ არ გვაქვს? ამერიკელებმა რომ გვაჩუქეს 10 წლის წლინ, ერთიანი ელექტრონული პროგრამა ჯანდაცვისთვის, სადაა? ახლაც გვაქვს პროგრამა და ახლაც შეგვიძლია ერთიანი ბაზის შექმნა, მაგრამ არ სჭირდება ეს ფარმაფიას. არც ერთ აფთიაქს არ აწყობს ერთიანი ელექტრონული ფაზა და ელექტრონული რეცეპტები. არც ის აწყობს ფარმაფიას, რომ ექიმებმა უწყვეტი სამედიცინო განათლება მიიღონ და ყველა წამალი არ გამოწერონ! მილიარდ 700 მილიონზე მეტია ფარმაბრუნვა ქვეყანაში, ნარკოტიკების ბაზარს არ აქვს, მგონი, ამხელა ბრუნვა.

გამოდიან კიდევ ჩინოვნიკები და ჭკუას გვარიგებენ, არადა, ამ დროის მანძილზე, 10-ჯერ უნდა იყვნენ გადამდგარი თანამდებობებიდან და 5-ჯერ უნდა გვყავდეს ციხეში ჩასმული. სანამ მე, გიორგი ფხაკაძემ არ ვთქვი, სანამ მე არ ავყვირდი, ფაიზერისთვის წერილიც არ მიუწერიათ. ესეც ხომ არ არის დამალული, ხომ ვიცით, რომ ასე იყო? ისხდნენ და ელოდნენ, ფიქრობდნენ ალბათ, რომ ლანგრით მიართმევდნენ კაბინეტებში ფაიზერის ვაქცინებს.

-გუშინ, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, არც კი ვმსჯელობთ პირბადეების ტარების ვალდებულების მოხსნაზე, სანამ ქვეყნის მოსახლეობის 30 პროცენტი არ აიცრებაო, იგივე თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ და პარალელურად, ჯერ იყო და ასტრაზენეკათი აცრის პროცესი გაჩერდა და დღეს კიდევ, პირბადის ტარების ვალდებულება მოიხსნა.

-და სად არიან დღეს? თუ პრინციპული ხალხია და თუ სჯერათ იმის, რასაც ამბობენ, რატომ არ გადადგნენ? თუ არ ეთანხმები პრემიერი გადაწყვეტილებას, თუ პროფესიონალი ხარ, როცა ხედავ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებებით იმართება სამედიცინო და სამეცნიერო პროცესი – სად ხარ ამ დროს?

კიდევ ერთხელ ვიტყვი იმასაც, რომ მნიშვნელობა აქვს, რომელი ვაქცინით აცრი მოსახლეობას – მეტი და მეტი ექსპერტი საუბრობს უკვე მსოფლიოში, რომ ნაკლებეფექტური ვაქცინები არ არის გამოსავალი და მეორე ახალ ამბავს გეტყვით: ვიცით, რომ ვაქცინების დოზებს შორის დროის ხანგრძლივობა განსაზღვრულია 4-12 კვირა, გააჩნია ვაქცინას – აი, უკვე დაიწყო საუბარი ვაქცინის დოზებს შორის დროის შემცირებაზე, რადგან ინდური შტამი სწრაფად ვრცელდება და ერთი დოზით აცრილი არ არის დაზღვრეული! ფიქრობენ, რომ ვადები უნდა შემჭიდროვდეს.

ვაქცინაციის პროცესში ვინც იყო ჩართული ყველა უნდა გადადგეს და მას შემდეგ, რაც პანდემია დასრულდება, მათი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა განვიხილოთ. ახლა ჯერ არ არის მაგის დრო.

რაში ვხედავ გამოსავალს? – ისევ იმაში, რასაც მეორე წელია ვამბობ – უნდა მართოს ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უპარტიო ადამიანებმა, პროფესიონალებმა, დამოუკიდებლებმა, ვისაც არ შეეშინდება თავისი სიტყვის თქმის და შეეძლება დაიცვას სწორი აზრი! სხვა გამოსავალს ისევ ვერ ვხედავ – ცეცხლს ვეთამაშებით და დაგვწვავს ეს ცეცხლი.

ისრაელზე ვისაუბრე წეღან და მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ჰყავს აცრილი, სხვა ქვეყნებში მცხოვრები ებრაელები დაბრუნდნენ ქვეყანაში, გაიხსნა ისრაელი და იმ ადამიანებში, ვინც არ არის აცრილი, მაინც გავრცელდა ვირუსი. ისრაელი ფიქრობს რეგულაციის შემოღებას, თუმცა, ამ ეტაპზე არ დაუწესებია ღია სივრცეში ისევ ნიღბის ტარების ვალდებულება, მაგრამ რას ვხედავთ ისრაელის ქუჩებში? – ადამიანებმა თავად დაიწყეს პირბადეების ტარება, როცა ნახეს, რომ ისევ დაიწყო ინფიცირებუთა მაჩვენებელმა ზრდა, თავად იჩენენ მაღალ პასუხისმგებლობას. ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ.

გისურვებთ ყველას ჯანმრთელობას.

თამო კეშელავა, ალია

თეგები: ამირან გამყრელიძეგიორგი ფხაკაძეეკატერინე ტიკარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved