• რეკლამა
  • კონტაქტი
11:09, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სირცხვილი არ არის, მაგათ გაერთიანებაზე ვილაპარაკოთ? ან დაშლილები რას წარმოადგენდნენ, ან გაერთიანებულები რა იქნებიან?“ – დავით ჭიჭინაძე

ალია ავტორი - ალია
14:04 11-02-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
417

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური მოძრობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.

– ბატონო დათო, სამი ოპოზიციური პარტია გაერთიანდა. ელენე ხოშტარიას „დროა“, ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ და გიორგი ვაშაძის „სტრატეგია აღმაშენებელი“. სამივე პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ გაერთიანდნენ. აქვს ამ გაერთიანებას რაიმე აზრი? შეუერთდებიან მათ სხვა პარტიები და გახდება ეს გაერთიანება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან ახალი და ეფექტური ბრძოლის იარაღი? მოიტანს ეს გაერთიანება რაიმე  რეალურ ცვლილებებს ოპოზიციის აქტიურობაში?

– ახლა, სირცხვილი არ არის, მაგათ გაერთიანებაზე ვილაპარაკოთ? ან დაშლილები რას წარმოადგენდნენ, ან გაერთიანებულები რა იქნებიან? თან „ნაცებთან“ გაერთიანებას არ აპირებენ და ამით ხალხს ატყუებენ. ყოფილი „ნაცები“ არ არიან? ან რატომ დაიშალნენ, იდეოლოგია შეიცვალეს თუ სხვა გარდამტეხი რამ მოხდა და ჩვენ არ ვიცით? უბრალოდ, ჩვენ ვხედავთ, რომ რაღაც კონკრეტულ მომენტში ამბიციებს ვერ იკმაყოფილებენ და ამის გამი ბევრს უნდოდა, საკუთარი პარტია ჰქონოდა და დამოუკიდებლად  ევაჭრა „ქართულ ოცნებასთან“. მარტო ამ სამ პარტიაზე არ ვამბობ, ბევრ ოპოზიციურ პარტიას ეხება ეს. ჩვენ ვხედავთ, რომ  ყველა ეს პარტია „ქართულ ოცნებასთან“ მოვაჭრე პარტიები არიან. ამ ვაჭრობაში იმდენად დასუსტდნენ და დაკარგეს ხალხის ნდობა, ხედავენ, რომ დამოუკიდებლად ვეღარ მიიღებენ ხმებს და ახლა დაიწყეს ახალი კამპანია.  მათი გაერთიანება ახალს არაფერს მისცემს ქვეყანას და ხალხს და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ეს კიდევ ერთი ნაბიჯი და მცდელობაა ხალხის ხარჯზე პოლიტიკური სარგებლის მიღებისა. ხალხს, რომ რაიმე არგონ, ამ გაერთიანებაში მსგავსი არაფერი იკითხება. „ლელო“ ჩვენთან ერთად არისო, იძახიან, ამ დროს „ლელოს“ ლიდერები გამოვიდნენ და განაცხადეს, არაო, ჩვენ ამ გაერთიანებაში არ შევდივართ და არც ვაპირებთ შესვლასო. ამას ჰქვია, ხალხის თვალსა და ხელს შუა მოტყუება… ეტყობა, ეს რაღაც ახალი სტილია – ადამიანებს დააჯერონ ის, რაც და როგორც თავად სურთ, რომ იყოს. სინამდვილეში, ხალხის სასიკეთოდ არაფერი გაკეთებულა ამ ორ წელიწადში, რაც ოპოზიცია პარლამენტში იმყოფება, ეს ყველამ კარგად დაინახა.

– „ლეიბორისტებმა“ გაერთიანების მოსურნე პარტიებს, ვფიქრობ, ყველაზე ლოგიკური ვარიანტი შესთავაზეს და ერთგვარი ულტიმატუმი წაუყენეს: გავერთიანდეთ, მაგრამ მანამდე ყველა  ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დატოვონ საკრებულოები და პარლამენტიო.

– მართალს ამბობენ „ლეიბორისტები“ და მე მაგას არ ვიძახი პირველი დღიდან? ამ ქვეყანაში თუ გინდა, რომ ხალხმა დაიჯეროს, რომ რაღაცას მართლა აპროტესტებ, პირველ რიგში, მიტაცებული, მოპარული არჩევნები უნდა გააპროტესტო და ოპოზიციამ უნდა დატოვოს ყველა არჩევითი ორგანო.  რა ხდება საკრებულოებში და მერიებში, კი, იცით. აგერ, ახლა ხელფასებს იზრდიან, უამრავი სახელმწიფო ქონება მიითვისეს ჩინოვნიკებმა თუ „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა, ტენდერებით უზრმაზარი ფული იშოვნეს და გაღლიტეს ქვეყანა. იმავეს აკეთებენ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო დეპუტატები. ეს ოპოზიციის დეპუტატები, საკრებულოებში თუ პარლამენტში თავიანთი ყოფნით, ამ ყველაფერს და კიდევ ათას უბედურებას „უპრავებენ“. მიტოვებულები, მარტონი, რომ იყვნენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები, უფრო უკანონო მდგომარეობაში იქნებოდნენ და ამდენს ვერ გაბედავდნენ. ეს არის, რასაც აკეთებს ეს სამარცხვინო ოპოზიცია.

თეგები: დავით ჭიჭინაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved