• რეკლამა
  • კონტაქტი
01:23, კვირა, 1 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სირბილის ბოლოს რომ არ მოკვდა, თქვა, რომ ე.ი. არ იწვევსო…” – რას წერს გიორგი ღოღობერიძე

ალია ავტორი - ალია
23:20 03-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
76

Usmle მოსამზადებელი ცენტრის წარმომადგენელი, ონკოლოგი, ბიოქიმია-ფარმაკოლოგიის ლექტორი, გიორგი ღოღობერიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“დღეს ერთ-ერთ არხზე იყო სამედიცინო გადაცემა, სადაც ორი ადამიანი ცდილობდა, რომ დაემტკიცებინა, იწვევდა თუ არა ნიღბის ტარება ვარჯიშის დროს CO2-ით ინტოქსიკაციას.

ამის დამტკიცება იმით შეძლეს, რომ ერთ-ერთმა ირბინა და სირბილის ბოლოს რომ არ მოკვდა, თქვა, რომ ე.ი. არ იწვევსო

მეტი დამაჯერებლობისთვის პულსოქსიმეტრიც გამოიყენეს.

ახლა რა იყო აქ პრობლემა?

ეს გადაცემა იმ ადამიანმა წაიყვანა, რომელსაც სულ ჰქონდა პრეტენზია ჩემი ლაივების მიმართ და სულ მიწუნებდა ხარისხს.

ამ გადაცემით კი აჩვენა, რომ ჯერ სამედიცინო ტერმინები არ იცის (ტრა-ხ-ეას, ბრონ-ხ-ს გაიძახდა სულ, როდესაც ტრაქეა და ბრონქია სწორი) და მეორეც, CO2-ის დაგროვების ხარისხი პულს-ოქსიმეტრით, რომ არანაირად ფასდება, ეს სამედიცინოს პირველ კურსელმაც იცის. ბოლოს და ბოლოს, “ოქსი” ჟანგბადს ნიშნავს, და არა “CO2-ის” მზომს. CO2-ით მოწამვლის შეფასება სხვაგვარად ხდება. მესამეც, თვითონ ეს ადამიანი გაიძახის ყოველ წამს, რომ ექსპერტის აზრს არანაირი მნიშვნელობა აქვს, მხოლოდ მაღალი სანდობიის კვლევებით უნდა დასტურდებოდეს ნებისმიერი მტკიცებულებაო, ამ გადაცემაში კი მხოლოდ მისი აზრი მოვისმინეთ.

მოკლედ, არ ვარ ბოღმიანი. ვაფასებ ყველაფერს, მაგრამ ამ ადამიანს უნდა ვუთხრა ის, რომ არ არის სწორი, როდესაც სხვას აკრიტიკებ და თავად იმავე შეცდომებს უშვებ, რაზეც სხვებს დასცინი. ჯერ მარტო ამ ერთ ფრაგმენტს ვუყურე და საკმარისი იყო ცოდნის ხარისხი დამენახა.

გულით ვუსურვებ, რომ არ იყოს ბოღმიანი.

ცხოვრება ბუმერანგივითაა: რაზეც სხვებს ამცირებ, მერე თავად გიწევს იმ ყველაფრის გამოვლა.

ჩვენ ერთმანეთის პატივისცემა უნდა ვისწავლოთ, და არა დაცინვა. არც სხვა გადაცემებში გამიჭირდება შეცოდების პოვნა, მაგრამ თავს შევიკავებ და აქ გავჩერდები.

საქართველოში ექიმთა ნაწილს ისეთი ბოღმა აქვს, რომ თუ რამით ხალხს ეხმარები, ამას პოპულიზმში გითვლიან და ყველანაირად ცდილობენ ჩაგძირონ.

მე წარმატებას ვუსურვებ ყველა ექიმს, მათ შორის მასაც. არავისი წარმატება არ შემშურვებია, არც მშურს და არც შემშურდება.

ვიყოთ თავაზიანები და საკუთარ თავზე არ შევიქმნათ განდიდების მანია. ამით პაციენტი ზარალდება.

პ.ს. ვეთანხმები, არ იწვევს ინტოქსიკაციას”

თეგები: გიორგი ღოღობერიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved