ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” წევრი გიგა ფარულავა აირჩიეს. მის კანდიდატურას საკრებულოს 25-მა დეპუტატმა, მათ შორის, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” დაუჭირა მხარი. ამასთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს:
„2022 წელი. 14 თებერვალი. სიყვარულის დღე – ზუგდიდში სააკაშვილის და გახარიას ქორწინება ამ სიმბოლურ დღეს მივიდა ლოგიკურ დასასრულამდე. მათ ოფიციალურად განაცხადეს, რომ შექმნეს ოჯახი და ამიერიდან ერთად გააგრძელებენ ცხოვრებას.
“გილოცავთ” გახარიას ამომრჩევლებო, თქვენ თქვენდაუნებურად გახდით ნაცმოძრაობის ამომრჩევლები, აი აქამდე მიგიყვანათ თქვენმა მოღალატე ლიდერმა!“ – წერს ბოჟაძე.
კომენტარები