• რეკლამა
  • კონტაქტი
22:19, სამშაბათი, 17 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სიონის კადრებმა ერთი შემთხვევა გამახსენა 90-იანი წლებიდან“

ალია ავტორი - ალია
15:34 08-29-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

დეკანოზი თამაზ ლომიძე მარიამობისას სიონის ტაძარში მომხდარ ფაქტს ეხმაურება:

„გუშინდელმა სიონის კადრებმა ერთი ანალოგიური შემთხვევა გამახსენა 90-იანი წლებიდან. რომელიღაც დიდი დღესასწაული იყო სიონში. გაჭირვებაა ისეთი ქვეყანაში, მხოლოდ იმ დღის სარჩოზე რომ ფიქრობს კაცი. სიონის სტიქაროსნებს დაგვავალა პატრიარქმა, ტომრებიდან შაქრის ფხვნილი გადაგვეყარა 2-2 კილოდ ცელოფნის პარკებში და წირვის შემდეგ დაგვერიგებინა მრევლისთვის სიონის ეზოში. შეიძლება ახლა ვინმე იმ სტიქაროსნებიდან კითხულობს ამას და დამიდასტურებს, რომ ასე იყო. მოვამზადეთ შაქრის პარკები, დაველოდეთ წირვის დამთავრებას, დავიწყეთ სატვირთო მანქანიდან ამ პარკების დარიგება და ცოტა ხანში იძულებულნი გავხდით შეგვეწყვიტა დარიგება, დაგვეკეტა მანქანა და გავცლოდით იქაურობას. რატომ? წარმოუდგენელი რამ დატრიალდა იქ; შაქარი ძალიან ბევრი იყო მომზადებული. აბსოლუტურად ყველას ეყოფოდა, მაგრამ, ხალხი გაგიჟებული და გამხეცებული უბრალოდ არ აცლიდა ერთმანეთს პარკების გამორთმევას. ერთი რომ მოკიდებდა ხელს, იმწუთას მეორე და მესამეც სტაცებდა ხოლმე ხელს და გლეჯდნენ პარკებს. შაქარს ძირს ყრიდნენ, ფეხით თელავდნენ და ერთმანეთს არ აცლიდნენ წაღებას. ჩვენ მთელი ხმით ვყვიროდით, რომ საკმარისი გვაქვს, ყველას ეყოფა დღის ბოლომდეც რომ მიგვიწიოს აქ ყოფნაო, მაგრამ აღარაფერი ეყურებოდათ, ერთი სული ჰქონდათ იმ შაქრის პარკისთვის ეტაცათ ხელი და გამოეგლიჯათ ხელიდან. ეს იყო საზარელი და უსაზღვროდ სამწუხარო სანახავი თუ როგორ შეიძლება დაკარგოს ადამიანმა სახე და დაბრმავდეს და დაყრუვდეს საღი აზრისთვის. ახლა ბევრი მეტყვის: ეჰ, უჭირს მამაო ხალხს და რა ქნასო. მართალია, უჭირს, მაგრამ უფრო არ გაუჭირდებოდათ ახლა იმათ, გაშმაგებულებმა, ერთმანეთის ქიშპით ხელში რომ დაგვაგლიჯეს ის პარკები და საბოლოოდ ვერაფერი წაიღეს სახლში? რაც არ უნდა გვიჭირდეს, არ უნდა გადავაბიჯოთ ადამიანური ღირსების ზღვარს, თორემ ვეღარასოდეს ამოვალთ გაჭირვებიდან. სწორედ ჩვენს უღირსებას იყენებს შინაური თუ გარეული ბიროტისმსურველი საკუთარი მიზნის მისაღწევად. გუშინ სიონში, გალობის ფონზე მაგიდებს მისეული ხალხის კადრები რომ ვნახე, იგივე მწუხარება დამეუფლა.“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის
ახალი ამბები

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის

13:47 02-17-2026
თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია
ბიზნესი

თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია

13:19 02-17-2026
ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved