• რეკლამა
  • კონტაქტი
21:00, ოთხშაბათი, 25 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სინამდვილეში გამდიდრდა თუ გაღარიბდა ივანიშვილი? – “ერთ დღეში ასეულ მილიონობით დოლარით გაიზარდა მისი აქტივები” – გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
19:15 03-25-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
74

ყოფილი პარლამენტარი, რომან გოცირიძე:

ივანიშვილი კი არ გაღარიბებულა, არამედ კიდევ უფრო გამდიდრდა. ერთ დღეში ასეულ მილიონობით დოლარით გაიზარდა მისი აქტივები ბაჩიაშვილისათვის ბიტკოინების წართმევის შემდეგ.
ქართული “ფორბსის” მილიონერთა სიაში ივანიშვილის ქონების თითქმის სამჯერ კლებამ ბევრი კითხვა გააჩინა. რა მოხდა სინამდვილეში:
მსოფლიო მილიარდერთა სიაში ივანიშვილს 7 მილიარდის ნაცვლად დაახლოებით 2,5-3 მილიარდი დოლარი გაუხდა. ეს იმის გამო მოხდა, რომ მისი ქონება არის გაუმჭვირვალე, გადამალულ-გადაფორმებული. ზოგიერთი აქტივი ყველამ იცის, რომ მისია, მაგრამ არცაა მისი.
ფონდი “ქართუს” ქონება იურიდიულად არ ეკუთვნის ივანიშვილს, არც მის ოჯახს. “ქართუფონდი” ჩვეულებრივი არასამთავრობო ორგანიზაციაა, ქონება დამფუძნებლებს კი არ ეკუთვნის, არამედ ამ იურიდიულ პირს. ივანიშვილი იყენებს მას როგორც ბიზნესსუბიექტს, ფლობს მისი სახელით ბიზნესწილებს, გარანტორადაც კი გამოდის ბანკების წინაშე. მაგალითად, ივანიშვილისა და რუხაძის კომპანიას საქართველოს ბანკმა ჰაიდელბერგცემენტიდან საწარმოების გამოსასყიდად ასესხა 200 მილიონი დოლარი ამ ე. წ. საქველმოქმედო ფონდის გარანტიით.
როცა ქონების სტრუქტურა ასეა დამახინჯებული, ფორბსი ან ბლუმბერგი მათ განიხილავს როგორც არაიდენტიფიცირებადს.
სინამდვილეში გამდიდრდა თუ გაღარიბდა ივანიშვილი? გამდიდრდა, თანაც ყველა მიმართულები: გაიზარდა მისი აქციების ფასი, გაიზარდა მისი ნახატების ფასი, გაიზარდა მისი უძრავი ქონების ფასი, შვეიცარიის ბანკთან დავაშიც კი ორმაგად და უფრო მეტად აინაზღაურა ზიანი. ამ ფულის ნაწილი, 463 მილიონი დოლარი უკვე ჩაერიცხა, 600 მილიონი კი გაყინულია, თუმცა მოიგო სასამართლო დავა. და რაც მთვარია, აქ, საქართველოში იშოვა კოლოსალური ფული. მისი კომპანიები იგებენ ტენდერებს და უმეტესობა სარგებლობს სხვადასხვა სახის საგადასახადო თუ არასაგადასახადო შეღავათებით. აგერ, ახლა ბაჩიაშვილიც განაკულაკა.
რადგან ქართული “ფორბსიც” არიდენტიფიცერებად აქტივებს არ ითვლის (პირდაპირ გადმოაქვს ინფორმაცია სათავო ფორბსიდან), ამიტომ არის ამ სიაში ივანიშვილი მეორე ადგილზე წარმოდგენილი. ივანიშვილი ყაზახ ბიზნესმენ მიხეილ ლომთაძეზე მდიდარია.
რაც შეეხება თავად ლომთაძეს, მისი ამ სიაში მოხვედრა დაახლოებით ისეთივეა, ასი ქართველი ქორეოგრაფის სია რომ შეგვექმნა და პირველ ადგილზე ამერიკელი ბალეტმრისტერი გიორგი ბალანჩივაძე (ჯორჯ ბალანჩინი) რომ დაგვეწერა) ლომთაძე მხოლოდ იმიტომაა ამ სიაში, რომ აქაა დაბადებული და ქართული პასპორტი არ დათმო. რადგან საერთაშორისო ფორბსის სიაში იგი ქართველად მოიხსენიება, აქაურმა ფორბსმაც საჭიროდ ჩათვალა, რომ ამ სიაშიც ყოფილიყო. ალბათ, სწორიცაა. ერთი რამ კი აუცილებელია-მონაცემების ანალიზისას სრულიად უნდა გამოირიცხოს მისი ქონება, რადგან საქართველოს ეკონომიკაში მისი მონაწილეობა ნულის ტოლია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13:56 03-25-2026
სილქფესტი აგრძელებს მრავალფეროვანი პაკეტების ექსკლუზიური პირობით შეთავაზებას
ახალი ამბები

სილქფესტი აგრძელებს მრავალფეროვანი პაკეტების ექსკლუზიური პირობით შეთავაზებას

11:58 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved