“ენმ”-ის წევრი, რომან გოცირიძე:
“მორიგი მავნებლური გადაწყვეტილება: მთავრობა 15 მილიონ ლარს აძლევს “ლიბერთი ბანკს” პენსიონერების სესხის პროცენტის დასაწევად. სინამდვილეში ეს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ბანკის მხარდაჭერაა და არა პენსიონერების.
26 პროცენტის ოდენობით წესდება პენსიის ზედა ჭერი. თუ პენსიონერი 300 ლარს აიღებს სესხად, დღეს წელიწადში 108 ლარის ოდენობის პროცენტის გადახდა მოუწევს, ახალი წესით, 78 ლარის. წელიწადში 30 ლარის შეღავათი პენსიონერს, 15 მილიონი ლარი ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-პარტნიორს და მისი იდეოლოგიური მანქანის დამფინანსებელს. პროცენტის შემცირება სხვა, ჯანსაღი საბაზრო გზითაც იყო შესაძლებელი. პარტიები ერთმანეთს ასწრებენ “გამარჯვების” მისაკუთრებაში, სინამდვილეში გაიმარჯვა სხვამ.”
კომენტარები