ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, მსახიობმა ენდი ძიძავამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:
“ალბათ სიმწარემ გადამაწყვეტინა სამარცხვინო აღიარების გაკეთება ზუსტას ახლა… სიმწარემ და საკუთარი უვიცობის სირცხვილმა…
თავისმომჭრელმა სირცხვილმა ვერ მაჯობა…გონებამ გული ვერ მართა და აღიარებას მაკეთებინებს ყველას წინაშე… მეც იმ ათასობით კრიმინალის სიაში ვარ…
მეც 20 წლის უკან მივანგრ-მოვანგრიე “ხრუშავკაში” ბევრი თუარა, რამოდენიმე კედელი მაინც…
რა მეშველება, რომ საკუთარ თავს ამას ვერასოდეს ვაპატიებ……………………….
როგორ მტკივა……………………”, – წერს ძიძავა ფეისბუქზე.
კომენტარები