7-8 თებერვალს გოდერძის სათხილამურო ტრასაზე, 2026 წლის საქართველოს თასის მეორე ეტაპი ჩატარდა. რთული მეტეო პირობების მიუხედავად, სპორტსმენებმა უსაფრთხოდ იასპარეზეს. შეჯიბრში ტრადიციულად თბილისის, გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, აჭარისა და ,,სკი ჰაუსის“ გუნდის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა. პრიზიორები სამ ასაკობრ ჯგუფში, სლალომსა და გიგანტურ სლალომში, გამოვლინდნენ.
2026 წლის სპორტული სეზონი ზამთრის ყველა კურორტზე ჩატარდება. ღონისძიებები საქართველოს სათხილამურო ფედერაციის და M.T.A („ემ თი ეი“) -ს თანაორგანიზებით და სილქნეტის ტრადიციული მხარდაჭერით იმართება, რასაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტები უჭერენ მხარს.
ახალგაზრდა მოთხილამურეები ძალებს, 2-3 მარტს, ბაკურიანის ეტაპზეც მოსინჯავენ. რეგიონული ეტაპების ჩატარების შემდეგ კი, გამორჩეული სპორტსმენები საქართველოს ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.
ჩემპიონატი სილქნეტის მხარდაჭერით ტარდება. კომპანია მეორე ათეული წელია სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორია და დაარსების დღიდან უწყვეტად უჭერს მხარს სათხილამურო სპორტის განვითარებას საქართველოში.
(R)














კომენტარები