• რეკლამა
  • კონტაქტი
03:28, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სიკვდილს ვნატრობდი ისე მძიმედ ვიყავი – ლევან ვასაძე მიმართვას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
17:30 01-24-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
64

„არასდროს არ ვყოფილვარ, ასე ახლოს სიკვდილთან. ვერ ვსუნთქავდი, ვერ დავდიოდი, ვხოხავდი ტკივილისგან. კედლებზე გავდიოდი, – ამის შესახებ „ერის“ ლიდერი, ლევან ვასაძე ვიდეომიმართვაში ამბობს, რომელსაც სოციალურ ქსელში თავადვე ავრცელებს.

მისივე თქმით, ამ „გამოშვებას ახალგაზრდებს უძღვნის“

„ქიმიოთერაპიის უმძიმესს კურსს მოსკოვში გავდივარ. ყველას დაუკითხავად, გადავწყვიტე თბილისში ჩამოვსულიყავი. ჩემთვის გარეთ გასვლა არ შეიძლება. იმუნიტეტი არ მაქვს. ბინაში ვარ გამოკეტილი. ექიმებს ვუთხარი, რომ უარს ვერ მივიღებ. გავიკეთე იმუნიტეტის ასამაღლებელი ნემსები, დაჩქარებული კოვიდის მეორე აცრა. ავილესე წამოსასვლელად. მერე გამახსენდა, რომ არასწორად ვიქცევი.

ვესაუბრე მამაოს. მან მითხრა, რომ ექიმებს გავსაუბრებოდი. რას მეტყოდნენ ისინი… არ გიშვებთო? რა ვქნათ წადიო, რაც იქნება, იყოსო. ამ პროცესში ვიყავი, რომ დედაჩემმა ამის შესახებ გაიგო. დამირეკა. მშვიდი საუბარი გვქონდა. ლითონის ხმით მესაუბრა. ჩემი ნება მშობლის ნებას შეეჯახა… მე დავემორჩილე დედას, დავრჩი მოსკოვში და მამაჩემის გასვენებაში ვერ ვიყავი. ამ მძიმე, სამწუხარო ამბავს იმიტომ გიყვებით, რომ ნახოთ, მერე რა მოხდა. მთელი ამ ექვსი თვის განმავლობაში ასე ცუდად, არასდროს არ ვყოფილვარ, ასე ახლოს სიკვდილთან. ვერ ვსუნთქავდი, ვერ დავდიოდი, ვხოხავდი ტკივილისგან. კედლებზე გავდიოდი. შეიძლება, ეს არა მარტო მამის გარდაცვალების ბრალი იყო, არამედ ნემსებისაც. სიკვდილს ვნატრობდი. ისე მძიმედ ვიყავი. არც დღიურის წერა… რომ არა მშობლის დაჯერება, მე შეიძლება, თქვენთან ვერ მესაუბრა. ის, რასაც თქვენ გეუბნებიან, რომ მშობლებს უნდა დაუჯეროთ, ამაში უდიდესი სიბრძნეა.

მე შეიძლება თქვენი ხორციელი მამა არ ვარ, მაგრამ, მე თქვენი მამების თაობა ვარ. ისევე, როგორც ჩემი მეგობრები, ვინც ეროვნულ ტრადიციებს ვემსახურებით, “- ამბობს ლევან ვასაძე.

წყარო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved