• რეკლამა
  • კონტაქტი
11:27, ხუთშაბათი, 26 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სიკვდილობის დიდი წილი მოდის პაციენტებზე, ვინც ბინაზე მკურნალობენ, ვისაც არ სჯეროდა კოვიდის და არ მიმართა ექიმს”

ალია ავტორი - ალია
19:36 11-12-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება შეაფასა.

„არჩევნები ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით უმაღლეს დონეზე ჩატარდა. ჯერჯერობით ჩვენი მთავრობა ასრულებს საზოგადოების დაკვეთას, რომელსაც „ლოქდაუნი“ არ უნდა. კლინიკურ მართვაში კარგ პარამეტრებს ვინარჩუნებთ და ეს დასაფასებელია. ჩვენზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს მხოლოდ ლიეტუვას და სლოვაკეთს.

მიღებულია ზომები, გაიზარდოს რესურსი ბინაზე სასწრაფო დახმარების მომსახურების, ოჯახის ექიმებისა და ონლაინ კლინიკების. მთავარი მაჩვენებელი თუ როგორ უმკლავდება ქვეყანა კოვიდ ინფექციას, არის მისი ადამიანური დანაკარგი, სიკვდილობის რაოდენობა. პანდემია რომ დამთავრდება, შემთხვევების რიცხვი დაგვავიწყდება, ყველას დაამახსოვრდება რამდენი ადამიანი დაკარგა ქვეყანამ.

სიკვდილობის შემთხვევების მნიშვნელოვანი რაოდენობა მოდის იმ პაციენტებზე, ვინც ბინაზე მკურნალობენ და არ მიაქციეს ყურადღება მიმდინარე კოვიდინფექციას, უკიდურესად დამძიმების შემდეგ მიმართეს ექიმს. ეს ის კატეგორიაა, ვისაც არ სჯეროდა კოვიდის არსებობის და არ მიმართა ექიმს.

ჩემი თხოვნა იქნება, რომ გამოიყენოთ მასმედიის უდიდესი გავლენა საზოგადოებაზე და ასეთმა ადამიანებმა, ვისაც სიმპტომები აღენიშნება მიმართონ ექიმს. გარკვეული რაოდენობა ადამიანების, განსაკუთრებულად კი ახალგაზრდები, დემონსტრაციულად ახდენენ კოვიდის და რეგულაციების იგნორირებას.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, ეს ყველაზე დიდი შეცდომაა. ბევრი მინახავს კოვიდინფიცირებული, სწორედ ამ კატეგორიის ადამიანებიდან“, – დასძინა თენგიზ ცერცვაძემ.

წყარო – დაიჯესტი

თეგები: თენგიზ ცერცვაძეკორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13:56 03-25-2026
თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა

16:43 03-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved