ნანა სულავას ჟურნალისტური გამოძიება
წლების განმავლობაში ჩემს მიერ „ალიას“ ფურცლებზე იბეჭდებოდა არაერთი რეზონანსული საქმის ჟურნალისტური გამოძიება. მოაზროვნე მკითხველს ყოველთვის ადექვატური რეაქცია ჰქონდა, მაგრამ ზოგიერთი ჩემი ანტიგმირი, რომელიც ჯერ კიდევ 1992 წლიდან ხან ერთი რეჟიმის ელექტორატი და პროპაგანდისტი იყო, ხან – მეორის და ხან – მესამის. ბუნებრივია, ეს მისი იდეოლოგიური არჩევანი არ იყო, მაგრამ რეჟიმთან პოლიტიკურ კავშირს ხელისუფლებამდე მიჰყავდა. რა თქმა უნდა, რეჟიმებიც ხელს აფარებდნენ და დღესაც აფარებენ, რადგან არცერთ რეჟიმს არ სურს საკუთარი თავის დისკრედიტაცია, ამიტომ ცდილობენ თვალი დახუჭონ, რათა სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისროთ პოლიტიკურად ცნობად სახეებს, რაც შექმნის წანამძღვრებს დაკარგოს ხელისუფლება. რამდენიმე საქმეზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ წერტილი… სამართალდამცავი ორგანოები სასოწარკვეთით ცდილობენ გადაეფარონ ასეთ დამნაშავე პოლიტიკურ სახეებს.
მკითხველს კარგად ახსოვს ჩემი ერთი ჟურნალისტური გამოძიება, სადაც ჩემმა რესპოდენტმა ლეინა მელიამ, შევარდნაძე-სააკაშვილი-ივანიშვილის რეჟიმების პირობებში, ოც წელზე მეტი დრო შეალია სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლას, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, იუსტიციის გენერალმა ირინა იმერლიშვილმა გაყალბებული საბუთებით მამაპაპისეული სახლი წაართვა ვაკეში ატენის 17-ში. მას გულის უკმარისობის გამო მრავლობითი ინსულტები ჰქონდა. ჩემი რესპოდენტი ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ეს წლები მას აცოცხლებდა ცნობილი კარდიოლოგი ანზორ მელია, მაგრამ იგი სულ ახლახან გარდაიცვალა. კონსტიტუციის დამცველი მოსამართლის მანტიის მატარებელმა ირინა იმერლიშვილმა ლეინა მელიასთვის გააუქმა ამ კონსტიტუციით გარანტირებული უფლება – საკუთრების უფლება! მერე რატომ გწყინთ „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტებს, რომ ხალხს არ სჯერა კონსტიტუციური უფლებების?! ფაქტია, რომ ამ საქმიდან გამომდინარე, არც დემოკრატიული რესპუბლიკა გვაქვს, არც სოციალური სახელმწიფო და არც სამართლებრივი ქვეყანა.
ამჯერად ჩემი ჟურნალისტური გამოძიება ჩემთვის ძვირფასი ადამიანის, გოგი კაპანაძის საეჭვო მდგომარეობაში გარდაცვალებას ეხება. ეს მდგომარეობა მას მისმა სისხლით ნათესავებმა და, ასევე, ნათესავმა ვაი-ექიმმა როზეტა მაღლაქველიძემ შეუქმნა სპეციალურად, რომლებიც გაერთიანდნენ განსაცდელში მყოფი ნათესავის წინააღმდეგ. ჩემი, როგორც დიდი ხნის ჟურნალისტის, შეფასება ასეთია: ეს ხალხი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები არიან, რომლებმაც ერთად განახორციელეს კრიმინალური ოპერაცია, რათა ხელში ჩაეგდოთ ალალი ბიძის ქონება. სამწუხაროდ, ასეთი ისტორიები დღეს უკვე არავის უკვირს. ქართული კინო საბჭოთა საქართველოში დარჩა და ის რეჟისორები დღეს ცოცხლები აღარ არიან, თორე ჩემს პერსონაჟებზე ისინი აუცილებლად ფილმებს გადაიღებდნენ. ასევე, ქართველი მწერლებიც სადღაც გადაიკარგნენ და არ წერენ ამ რეალურ ამბებზე ნაწარმოებებს. განა მსოფლიო დონის კლასიკურ ნაწარმოებებში განსხვავებული სხვა რა ხდება, რომლებზეც შესანიშნავი ნაწარმოებებია შექნილი. გავიხსენოთ იულიუს კეისარს პირველი მახვილი ვინ ჩასცხო. ეს მისი გაზრდილი იყო, რომელსაც ეკითხება – შენცო, ბრუტუს? და სხვა მოღალატე ნათესავები რომ არ ნახოს თავზე მოსასხამს იფარებს. თითქოს იმიტომ მოკლეს, რომ რომის რესპუბლიკის დემოკრატიას საფრთხეს უქმნიდა დიქტატორი, იმდენად ფარისევლები იყვნენ ნათესავები.
გოგი კაპანაძე არ იყო პოლიტიკური ფიგურა, ის გამოუჯანმრთელებელი გაიტაცეს კლინიკიდან და გულის უკმარისობის მქონე ადამიანი „სასიკვდილო ზონაში“ – ბორჯომში წაიყვანეს. დიახ, ეს სასიკვდილო ზონაა გულით დაავადებულებისთვის, საიდანაც აქეთ მოჰყავთ ასეთი დაავადების მქონე ადამიანები. იგი ორ დღეში გარდაიცვალა. და არ იცოდა ნათესავმა ექიმმა, რომ იქ მისი გაგზავნა არ შეიძლებოდა?! თუ ანზორ მელიამ ოცი წელი აცოცხლა გულით ავადმყოფი თავისი პაციენტი და ნათესავმა ექიმმა ისეთი პირობები შეუქმნა გოგი კაპანაძეს, რომ იგი სულ მალე დაიღუპა. ეს ფაქტი გამონაკლისი არ არის. ასეთი რამ ყველა ნაბიჯზე ხდება. ეს კერძო საკუთრებისა და თავისუფალი ბაზრის თანამდევი მოვლენაა. რატომ არ ვიცოდით და არ გვესმოდა ასეთი ამბები საბჭოთა პერიოდში? იმიტომ, რომ კერძო საკუთრება არ იყო საბჭოთა პერიოდში. მოვიდა კერძო საკუთრების პრინციპი და ნათესავისგან ხდება ნათესავის განადგურება, მისი ქონების ხელში ჩაგდებისთვის და ასეთი ფაქტებით სავსეა ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორია. მარტო დისშვილების, ძმისშვილები, დეიდაშვილები არ სჩადიან ამას. შვილები ექცევიან ასე მშობლებს. სახელმწიფო თუ ამ პრინციპებით დარჩა ეს პროცესი კიდევ უფრო გაიზრდება. თუ არსებული ეკონომიკური ბაზისი უცვლელი დარჩა მისი ზედნაშენის პირობებში, ეს პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდება. ფაქტიურად, მეცნიერულად ვხსნი ამ ყველაფერს. ეს თუ ასე გაგრძელდა, პოლიტიკური მოვლენის ხასიათს შეიძენს და რა კატასტროფულ შედეგებს მოიტანს არავინ იცის. მე ამ წერილში მხოლოდ გარდაცვლილის მეგობრის მოვალეობას ვიხდი, არამედ გაცილებით დიდი საერთო ეროვნული მნიშვნელობის ამოცანას ვარ შეჭიდებული და თუ ვინმე ამაზე უნდა ზრუნავდეს, პირველ რიგში სამართალდამცავის ორგანოს მუშაკები და იმას არ უნდა ამბობდეს „მე კი ვიცი, რა მოხდა, მაგრამ მერე რაო?!“ როგორც ეს მითხრა ქუთაისის საოლქო პროკურორმა ჩემთან შეხვედრისას. იმიტომ მოვიყვანე იულიუს კეისრის მაგალითი, რომ როცა იგი მოკლეს, მის მოკვლაშიც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი მოქმედებდა, რომელიც ნათესავებისაგან შედგებოდა და ამ ფარისევლებს რომის რესპუბლიკის დემოკრატია უნდა გადაერჩინათ თითქოს.
გოგი კაპანაძის ნათესავები რომელ დემოკრატიას იცავდით?
რა გადაარჩინეთ?
იმათმა მახვილით მოკლეს, თქვენ ისეთი პირობები შეუქმენით ალალ ბიძას, რომ გადარჩენის შანსი არ დაუტოვეთ. მედავეთ ახლა, ასე არ იყო?
იულიუს კეისარზე ჭკვიანი ხომ არ იყო გოგი კაპანაძე?! ის მოატყუეს და ამ ალალმართალ კაცს ვერ მოატყუებდნენ?!
მე ვერ გადავარჩინე გოგი კაპანაძის სიცოცხლე ქონებას დაგეშებული ნათესავებისაგან. პირველივე დღიდან, როდესაც შევიტყვე, რომ გოგი კაპანაძე გულის უკმარისობით და ფილტვის უკმარისობით ზესტაფონიდან ქუთაისში შპს „დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის“ რეანიმაციის განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იყო შეერთებული, მაშინვე დავრეკე ამ კლინიკის მიმღებში, მაგრამ, როგორც კი ვახსენე ჟურნალისტი ვარ მეთქი, ჩვენ არ გვაქვს უფლება გავცეთ ინფორმაციაო. როგორ იყო ისიც კი ვერ გავიგე. მერე კითხვები კითხვებზე დამაყარეს: თქვენ ვინ ბრძანდებით? – ამას გამომწვევად მეკითხებოდნენ. – მას ჰყავს ნათესავები. უკვე გასაგები იყო ის, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ გაფრთხილებული იყო მთელი კლინიკა, რადგან რეანიმაციის განყოფილებაშიც ზუსტად იგივე ტონით იმავეს მეუბნებოდნენ. ამ დანაშაულებრივ ჯგუფს ჰქონდა გეგმა და კლინიკაში დარეკვას აზრი არ ჰქონდა. დავუკავშირდი ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს კახა შალიკაძეს და ვაცნობე, რომ რეანიმაციაში მოთავსებული პაციენტის გოგი კაპანაძის მკურნალობა კონტროლზე აეყვანათ და დაედგინათ მკურნალობა რამდენად სწორად მიმდინარეობდა. ჩემი წყაროდან ბევრი რამ შევიტყვე ისეთი, რაც გონივრულ ეჭვს ბადებდა. ამიტომ ვთხოვე ბატონ კახა შალიკაძეს, რომ კონტროლზე აეყვანა პაციენტის მდგომარეობა და მონიტორინგი ეწარმოებინათ. შალიკაძემ მართლა აწარმოა მონიტორინგი და სულ მალე გოგი კაპანაძე მოხსნეს მართვითი სუნთქვიდან და რეანიმაციიდან კარდიოლოგიური განყოფილების პალატაში გადაიყვანეს. ცუდი პერიოდი უკან დარჩა, თუმცა იქ მისი ნათესავი როზეტა მაღლაქველიძე მუშაობდა, რომელმაც მე, თბილისიდან ჩასული ჟურნალისტი არ შემიშვა გოგი კაპანაძის პალატაში და ჩემთან შეხვედრისას პირდაპირ განაცხადა: „მე რომ გუშინ ვყოფილიყავი მორიგე, არც გუშინ შეგიშვებდითო“. ჩემთვის ყველაფერი გასაგები იყო, თუმცა მოვერიდე პაციენტის განერვიულებას, რომ გამეპროტესტებინა ექიმის საქციელი. წინა დღეს მორიგე ექიმმა მაკა გამრეკელიძემ შემიშვა ავადმყოფთან და ჩემთან საუბარში აღნიშნა, რომ პაციენტი უკეთ იყო, მაგრამ მისი გაწერა კლინიკიდან კატეგორიულად დაუშვებელი იყო. მკითხველისთვის გასაგები უნდა იყოს ეს ყველაფერი. ჩემი ერთ-ერთი რეზონანსული საქმის ჟურნალისტური გამოძიების დროს ცნობილმა ვაი-ექიმმა თავის ნათესავან აკადემიკოსი სორთმან ჯაფარიძე არ შეუშვა რეანიმაციაში მისი ნათესავის მოსანახულებლად, რომ მას რეალური სურათი არ ენახა. ზუსტად ისე მომექცა მეც ექიმი როზეტა მაღლაქველიძე. ყველაფერი ხელის გულზე დევს თუ რატომ არ უნდოდა მას ჩემი შესვლა ავადმყოფთან. ქრონოლოგიას რომ მივყვეთ, ის ექიმი, რომელმაც მე შემიშვა პაციენტთან, ხაზგასმით ამბობდა, რომ მისი გაწერა კლინიკიდან კატეგორიულად არ შეიძლებოდა. ის უნდა ყოფილიყო სტაციონარში და არა სახლის პირობებში. მეორე დღეს კი, ჩემთან შეხვედრისას ნათესავი ვაი-ექიმი ნიშნისმოგებით მეობრნება: გოგი ხვალ უნდა გავწეროო. რეანიმაციიდან ორი დღის წინ გამოსული მძიმე ავადმყოფი კლინიკიდან გაწერა და გაწირა. გოგი კაპანაძის დისშვილმა კობა ხაჩიძემ ბორჯომში წაიყვანა და, როგორც აღვნიშნე, გოგი კაპანაძემ იქ მხოლოდ ორი დღე იცოცხლა. ის იმ ორი დღის მანძილზე სატელეფონო კავშირზე იყო ჩემთან და გამომიტყდა, რომ მისთვის იქ არავის ეცალა. სიტყვასიტყვით ვიმეორებ მის ნათქვამს: მათ თავიანთი დავიდარაბა აქვთო. მკითხველო, ასეთი მძიმე ავადმყოფი 90 წლის დას მიუყვანა დისშვილმა, რომელიც საკუთარ თავს ვერ უვლიდა და აყურებინა მოხუც დას, რომელსაც შვილივით ჰყავდა გაზრდილი ნაბოლარა ძმა, როგორ ებრძოდა იგი სიკვდილს მისი საყვარელი ძმა. გარდაცვალებამდე გოგო კაპანაძემ მის დისშვილს კობა ხაჩიძეს დამალაპარაკა მობილურზე. ასე არ იყო ბიჭო?! რომ მისი კლინიკური ისტორია, ფორმა ასი ჩემთვის გამოეგზავნა. მოღალატე დისშვილი დამპირდა, რომ გამომიგზავნიდა, მაგრამ დღემდე არ გადმოუგზავნია. ზუსტად ასე მოიქცა ნათესავი ვაი-ექიმი როზეტა მაღლაქველიძე – მან სასტიკი უარი განაცხადა ქუთაისის კლინიკაში ჩემთვის გადმოეცა პაციენტის სამედიცინო ისტორია, თან ამაზე პაციენტის თანხმობა იყო. ასეთ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები გოგი კაპანაძეზე. ის იმდენად გულუბრყვილო და მიმნდობი ადამიანი იყო, რომ ვერასდროს წარმოიდგენდა მისი ახლობლები ასე უღალატებდნენ და გაწირავდნენ. მის წინ იყო კედელი აღმართული და მე მარტო ვანგრევდი ამ კედელს. ისევ, მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ცნობილმა კარდიოლოგმა ანზორ მელიამ თავისი პაციენტის და ჩემი რესპოდენტის კლინიკური ისტორია სახლში გამომიგზავნა. რატომ მინდოდა ეს ისტორია?! იმიტომ, რომ თუ იყო შესაძლებელი, ამ ისტორიის გადმოცემა ჟურნალისტისთვის, ის არც დაფიქრებულა. იმიტომ არ დაფიქრებულა, რომ იქ არაფერი იმალებოდა და წმინდა ადამიანური ურთიერთობა იყო ექიმსა და პაციენტს შორის და გარდაცვლილის შვილს გამოატანა ეს ისტორია ჩემთან.
ფაშისტური მედიცინის წარმომადგენელს როზეტა მაღლაქველიძეს მინდა სამართლებრივად ავუხსნა: ნება, რაც არის მსოფლიო დონეზე სამართლებრივი საფუძველი, რომ მიმეღო პაციენტის პერსონალური მონაცემები, ჯანმრთელობისა და მკურნალობის სწორად წარმართვისთვის, პაციენტს სიცოცხლეშივე ჰქონდა გამოხატული. შესაბამისად, ნებისმიერი დაყოვნება და, მით უმეტეს – უარი, მოიაზრებს დასაბუთებულ ეჭვს – ხომ არ იმალება ამ უარის უკან ექიმ როზეტა მაღლაქველიძის არასწორი მკურნალობა ან კიდევ სხვა დანაშაულებრივი ალიანსები გოგი კაპანაძის მიმართ?! ისიც უნდა ვთქვათ, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელშიც სამწუხაროდ, ვაი-ექიმი როზეტა მაღლაქველიძეც მონაწილოებდა, ასეთ ბოროტებას ჩაიდენდა ანგარების მიღების სურვილის გარეშე?
გოგი კაპანაძეს პირადი მტრები არ ჰყოლია. არც როზეტა მაღლაქველიძეს ჰქონდა მტრობის მიზეზი, მაგრამ რა ვუყოთ გოგის განცხადებას, რომელიც ყველა მათგანმა იცოდა. მარტო მე ხომ არ მითხრა, რომ მისი ჯანმრთელობისთვის გაყიდდა თავის ქონებას და მოახმარდა მის თავს. კიდევ სხვა გეგმების შესახებაც იცოდნენ, რაც არ აწყობდათ. ამიტომ გაიტაცეს გულით ავადმყოფი იქ, სადაც მალევე უნდა დასრულებულიყო მისი სიცოცხლე. ეს სწრაფად მოიყვანეს სისრულეში და ქონებას დაეპატრონნენ. თუ რა შეხვდა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის თითოეულ წვერს, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. თუ არ დაადგენენ და ბოლო სიტყვა ღმერთს ეკუთვნის. ალალი ბიძა ჯერ სიკვდილამდე მიიყვანეს, ისეთი პირობები შეუქმნეს, რომ კლინიკიდან თითქმის გამოჯანმრთელებული გამოიყვანეს, მოკლეს, გაძარცვეს და წლისთავს ზეიმი დაარქვეს. ჩიტის რძეც კი არ აკლდა თურმე სუფრაზე. ამ დროს კლინიკაში ავადმყოფისთვის რაც საჭირო იყო, ის არ მიჰქონდათ ვაი-ნათესავებს. ჩემმა ქუთაისელმა მეგობარმა გულნარა ვაჩიბერაძემ მიუტანა ყველაფერი რაც კი სჭირდებოდა. მერე მე ჩავედი ქუთაისში. სულ მთლად სველი შევედი მის პალატაში ფერდაკარგული და სუმთლად გამხდარი, მაგრამ სისუსტის მიუხედავად, გამოქანდაკებული ნაკვთები ისევ შერჩენოდა. კედლის რაღაც ერთ წერტილს უყურებდა. ჩემს დანახვაზე გამოცოცხლდა, ხასიათზე მოვიდა და პირველი ის მითხრა – მე შენ გენდობიო. სწორედ ეს სიტყვები გახდა მიზეზი იმ ბოროტებისა, რაც მისმა ნათესავებმა ჩაიდინეს. ამტომ არ შემიშვა მეორე დღეს მისმა ნათესავმა ვაი-ექიმმა მის პალატაში და ანერვიულა პაციენტი. მედავეთ ახლა რამდენიც გინდათ. კიდევ რამე არის დასადგენი თქვენს მიერ ჩადენილი ბოროტების შესახებ?! შენცო ბრუტუს? – სულ ეს სიტყვები ჩამესმის თავის ნათესავებს რომ უთხრა იულიუს კეისარმა. ისიც ვთქვათ, რატომ ჩაარტყეს მახვილი გოგი კაპანაძეს. რატომ და: ერთი ბინა რუსთაველის მეტროსთან ჰქონდა, მეორე ბინა – აღმაშენებელზე და აგარაკი – სვირში. თურმე ვიდეოთვალიც დაუყენებიათ. აიტერესებთ ვინ მივა.
თუ გოგი კაპანაძის საქმე არ იქნება გამოძიებული და დამნაშავეები – დასჯილი, ასეთი დანაშაულებრივი ჯგუფები პერიოდულად შეიქმნება, ნათესავები თუ არანათესავები ერთმანეთს დახოცავენ, როგორც ვაჟა ფშაველას გენიალუ ნაწარმოებში „ამოდის, ნათდება“. თუ არ გაქვთ წაკითხული, წაიკითხეთ.
ვის არ მივმართე გოგი კაპანაძის გარდაცვალებამდე. განცხადებების მთელი დასტა მაქვს შენახული. მივმართე ქუთაისის „ქართული ოცნების“ პატრიულ ხელმძღვანელობას – ბატონ ბილიხოძეს, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს – ზაზა ლომიძეს, „ხალხის ძალას“, „სამკურნალო პროცესი ყველა ეტაპზე მიმდინარეობდა დროულად და ადეკვატურად“-ო – წერს ჯანდაცვის მარეგულირებელი სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლეილა ქოჩიაშვილი. ეს არის ქალბატონო ლეილა დროული და ადექვატური მკურნალობა, მძიმე ავადმყოფი რომ გაწერეს კლინიკიდან. აი, ამიტომ გარბიან თურქეთსა და ევროპის ქვეყნებში ზუსტი დიაგნოზის დასადგენად და სამკურნალოდ. აქ კი რამდენი ცნობილი სახე წავიდა იმქვეყნად არასწორი მკურნალობის გამო, ისე, რომ მათ პატრონებს ზუსტი დიაგნოზიც კი არ აქვთ რა იყო მათი გარდაცვალების მიზეზი. სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ქოჩიაშვილი იმავე წერილში მწერს: „ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის დასმის საფუძველი არ გამოიკვეთა“-ო, მეტი საფუძველი კიდევ რა უნდა იყოს, ქალბატონო ლეილა, მომაკვდავი კაცი გაწერეს, რომელიც ორ დღეში გარდაიცვალა. რა? ნათესავმა ექიმმა არ იცოდა მისი გაწერა რომ არ შეიძლებოდა, თან ბორჯომში?! და რითი დასრულდებოდა – ეს თქვენთვის დანაშაულის ჩადენის ვარაუდის საფუძველი არ არის? ჩემი ბრძოლით მივაღწიე, რომ აღძრულიყო გოგი კაპანაძის სისხლის სამართლის საქმე (№0411180923004) გიორგი კაპანაძის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე (საქართველოს სსკ 116-ე მუხლის პირველი ნაწილი). ხელს აწერს პოლიციის მეხუთე განყოფილების უფროსი გამომძიებელი გიორგი მიქაუტაძე. სამი წელია გაიძახიან – მიმდინარეობს გამოძიებაო – საქმის პროკურორები: მარიამ მელაძე, ირაკლი მირცხულავა, ირაკლი ლანჩავა; გამომძიებლები: ჭელიძე, ფიჩხაძე, მიქაუტაძე, სამხარაძე, სულამანიძე, კახიანი, ბანძელაძე. ამდენი გამომძიებელი კენედის მკვლელობის საქმე არ ჰყოლია. ელოდებიან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას. ამ საქმის შესახებ დეტალურად მივწერე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს გია ვოლსკის. მისი პასუხი: დამნაშავეები დაისჯებიანო. დაისაჯნენ ბატონო გია? მთავარი დამნაშავე ვაი-ექიმი ისევ მუშაობს და სხვებს უქმნის საფრთხეს. პარლამენტი ქმნის ქვეყანაში საშინაო და საგარეო პოლიტიკას და არის მაკონტროლებელი ორგანო. რა ხდება ჯანდაცვის სისტემაში, უკვე ყველა ამაზე ლაპარაკობს.
ბატონო გია! ადამიანი სიკვდილამდე მიიყვანეს და ყველა დაუსჯელი დადის. ეს ნეგატიური მოვლენა ანგრევს ქართულ ხასიათს და ცნობიერებას და ამ ყველაფერმა შეიძლება ერის გაქრობამდე მიგვიყვანოს. თუ ხელისუფლებამ არ შეაჩერა ეს პროცესი, კიდევ უფრო გაიზრდება ასეთი ნათესავებისგან ღალატის სახით ქონებაწართმეულების და სახლკარწართმეულების რიცხვი. მარტო ერთი კაცის ტრაგედია არ არის ამ წერილში, თუმცა, ცნობილი მწერალი პაოლო კოელიო ამბობს „ერთი კაცის ისტორია, კაცობრიობის ისტორია“-ო. დღეს საქართველოში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც ლოგინად ჩავარდნილი მშობლის და ახლობლებისთვის ჭიქა წყალი რომ არ მიუწოდებიან და უსუნდისოდ მათ ქონებას ეპატრონებიან. სწორედ ამიტომ არის სავსე კათარზისები და მოხუცთა სახლები ასეთი ადამიანებით. კაპიტალიზმმა და დეფორმირებულმა დემოკრატიამ გადარია ხალხი – არც მკვდარს ინდობენ და აღარც ცოცხალს. რაც დღეს ხდება ჩვენს ქვეყანაში, საგანგაშო ნიშნულს უახლოვდება. ეს კარგად უნდა ესმოდეს, პირველ რიგში, ხელისუფლებას; კარგად უნდა იცოდნენ, რომ ფაშიტური მედიცინა ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევაა. ის თუ არ ამოიძირკვა, უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებიც გახდებიან მსხვერპლნი, რადგან ფაშისტურ მედიცინას თავისი კერძო ანგარებითი ინტერესი გააჩნია, რომელიც იყო ტერორის იარაღი. და ამ დროს, სახელმწიფო კი არ ებრძვის ფაშისტურ მედიცინას, არამედ ღებულობს ისეთ კანონმდებლობას, რომ პირდაპირ აქეზებს ნათესავებს ერთმანეთის წინააღმდეგ და რატომ აკეთებს ამას? გავიხსენოთ ძველი რომაული იმპერიული დებულება „გათიშე და იბატონე“. გათიშული და ატომიზირებული საზოგადოების მართვა უფრო იოლია. რამდენი წელია ვაქვეყნებ ამ თემებზე სტატიებს, მაგრამ დამნაშავეების პასუხისმგებლობის საკითხი არ დგება. მე კი ვიცი რა მოხდაო, მაგრამ მერე რაო – ამას საქმის პროკურორი რომ იტყვის… მაგრამ სანამ ცოცხალი ვარ, გოგი კაპანაძის საქმე არ დაძველდება. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა იმალება გოგი კაპანაძის გარდაცვალების კლინიკურ ისტორიაში. მე ჟურნალისტი ვარ და ჩემი სათქმელი გითხარითდ. მე კრემლის საავადმყოფოს ექიმი ლიდია ტიმაშუკი არ ვარ, რომელმაც კრემლის საავადმყოფოში ცეკა-ს მდივანს, ჟდანოვს გადაუღო კარდიოგრამა და დაადგინა, რომ მას სულ სხვა კუთხით მკურნალობდნენ, რადგან უშიშროება იყო ჩარეული. ჟდანოვიც გულის უკმარისობით მაღალმთიან კურორტზე ბალდაიში გაუშვეს. იქ იგი მეორე დღეს გარდაიცვალა, გოგი კაპანაძე – მესამე დღეს. ისე, ცნობისთვის, არც სტალინის კლინიკური ისტორია უნახავს ვინმეს და არც ლავრენტი ბერიას კლინიკური ისტორია იციან. გოგი კაპანაძე ერთი პატიოსანი, კულტურული და პატრიოტი კაცი იყო, რომელიც მოხდენილად დააბიჯებდა თბილისის ქუჩებში. ის არავის ჰგავდა. ბევრი გყავთ გოგისნაირი ფიზიკური აღნაგობის ადამიანი ნათესავებში, რომელსაც ჩემი ყველა მეგობარი ჟურნალისტი გარეგნობით ცნობილ მსახიობებს ადარებდნენ.
პასუხი უნდა აგოს, ასევე „დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის“ ხელმძრვანელობამ. იმასაც ვიტყვი, რომ ქუთაისლები ამ კლინიკას სასაკლაოს ეძახიან. მიმღებში ქალი ყვიროდა დედაც მომიკლეს და ქმარიცო. გამოდის რომ, ინსტიტუციურად ირღვევა ადამიანის კონსტიტუციური უფლებები, განსაკუთრებით ნომერ პირველი უფლება – სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება. მე, ჟურნალისტმა ვერ დავიცავი გოგი კაპანაძის სიცოცხლე ამ ჯალათებისგან. მეც მეყვირა შენი კლინიკის კარებთან – სად მიგყავთ გოგი კაპანაძე მეთქი, როგორც შენ მოანგრევდი ქვეყნიერებას, როცა მატროსოვის ციხის ალაყაფის კარებს ვერ გაშორებდნენ, საიდანაც მე, უკანონოდ და უსამართლოდ რეპრესირებულ ჟურნალისტს სააკაშვილ-მერაბიშვილის ბანდები ავტომატებით და კონდახებით მიმათრევდნენ სხვა პატიმრებთან ერთად თავიანთი მოწყობილი ქალთა ბუნტის შემდეგ, რომელიც შეჭმული მილიონების გამო მოაწყო ადმინისტგრაციამ და დეპარტამენტმა. ისევ ფულზეა, ხალხნო, ლაპარაკი. და, როცა ეს საშინელი კადრები ეთერში გავიდა, შენ იქ გაჩნდი თურმე. მთელი კვირა არ მოშორებიხარ მატროსოვის ალაყაფის კარებს, რომ დაგედგინა ცოცხალი ვიყავი თუ არა. ბოლოს კარზე სიები გაუკრავთ გადასახლებული პატიმრების… პირველი შენ დაგირეკე, როცა ორი კვირა ჩამწყვდეული ვყავდით სააკაშვილის ჯალათებს, ჰაერზე რომ გაგვიყვანეს. სამხედრო ტყვეებივით დანომრილები იყავითო – მითხარი, – როგორც ფაშისტების ნომრავდნენო. შენ 337-ე იყავიო…
ვისაც ციხის რკინის კარის ურდულის ჟრიალი გაუგონია, მან კარგად იცის ციხის კართან მომლოდინე გულშემატკივრის განცდა და მნიშვნელობა. შენ, ერთი ის მთავარი გულშემატკივარი იყავი, ჩემი დედმამისშვილების შემდეგ, რომელმაც გაუძელი ამ კარების ხმაურს. აბა, ვერც ჩემი რედაქციის ჟურნალისტები, მეგობრების დიდი არმია, ნათესავი თუ მტერ-მოყვარე, ვერც მეზობლები დაიკვეხნიან ჩემს გულშემატკივრობას. განსაკუთრებით, მეზობლები, ხაზგასმით ვამბობ, რომლებიც შიმშილობის წლებში 1991, 1992, 1993 წლებში და სხვა დროსაც ჩემს სახლში სოფლის პროდუქტებზე დამზადებულ მონატრებულ გემრიელობებს რომ მიირთმევდნენ, ცამ ჩაყლაპა ისინი თუ მიწამ გაუგებარია. რისი შეგეშინდათ? მე რა, რევოლუციური აჯანყებისკენ მოგიწოდებდით? კი მეუბნებიან რევოლუციონერი პუბლიცისტი ხარო, განსაკუთრებით ამას მეუბნებოდა, ჩემი რედაქტორის მოადგილე, მწერალი, კრიტიკოსი, მთარგმნელი და ჟურნალისტი გურამ გოგიაშვილი, რომლის დაწერილმა დახასიათებამ მთელი „სანაცეთი“ გაარღვია ეს არ იყო უბრალოდ დახასიათება. ეს იყო ლირიული მოთხრობა. გმადლობთ, ბატონო გურამ!..
ჩემი უკანონო პატიმრობის და იმედგაცრუების წლებმა სამუდამოდ განსაზღვრა ჩვენი – ორივეს მომავალი ცხოვრება და ის, რომ დღეს ამ ქვეყნად არ ხარ, ეს ჩემი ცხოვრების ტრაგედიაა. დღეს მე მარტოდმარტო ვარ მთელ ქვეყანაზე. შენს საფლავზე ფეხი არ დამიდგამს… ვერ შევძელი… ვისაც ჩვენს ურთიერთობაში გრძელი ცხვირი ჰქონდა ჩაყოფილი, დიონისეს ღიმილით ვუსმენდი. არავის ესმოდა ჩემი. მითის მიხედვით, არიადნას და დიონისეს ღმერთებმა ზეცაში გადაუხადეს ქორწილი. დიონისემ ცაში აიტანა არიადნას საქორწინო გვირგვინი. ჩვენ კი დედამიწაზე ვერ მოვნახეთ ერთმანეთთან მისასვლელი გზები, რაშიც ბევრი ბოროტი ადამიანის ხელი ერია. სიკვდილის წინ იძახდი ნანას ვენდობიო. იქნებ, ამ სიტყვებმაც დააჩქარა ერთად შეჯგუფული შენი ნათესავების მხრიდან შენი მოსპობა?!
გოგი, გუშინ პროკურატურის მოქალაქეთა მისაღებში შენს საქმეზე და ჩემს საქმეზე სააკაძესავით ვიქნევდი ხმალს, მარცხნივ… მარჯვნივ… შენ ყველაზე მეტად გაინტერესებდა ჩემი სამართლიანობის აღდგენა. 14 წლის შემდეგ ჩემი საქმის გამომძიებლები და პროკურორები მეუბნებიან „გამოძიება გრძელდებაო“. 14 წელია ვერ გაიგეს ვინ არის ნანა სულავა. 14 წლის წინ გენპროკურატურის ჩემმა ერთმა გამომძიებელმა ჯემალ ლომსაძემ მითხრა: „თქვენს საქმეში მტკიცებულებები არ არის და თქვენ უკანონო პატიმარი ხართო“. მეორე გამომძიებელი მიხეილ ცხოვრებაძე 10 წელია იძიებს ჩემს საქმეს. მან ადვოკატთან ერთად მითხრა: „თქვენ არავინ გაგიწირავთ და თქვენ ყველამ გაგწირათო“. რა თქმა უნდა, სააკაშვილის რეჟიმის ფუნქციონერებმა და მათმა აგენტებმა და ჯაშუშებმა გამწირეს. 37-აინ წლებზე ნუღარ ლაპარაკობთ და 30 წლის წინანდელ საქმეებში ნუ იქექებით! გუშინ და გუშინწინ რა მოხდა, იმაზე ილაპარაკეთ. ზუსტად ორ დღეში შეკერილი საქმით რომ მიკრეს თავი ციხეში. და, ვინ იყვნენ ისინი? ვინ და ზუსტად შინსახლკომის სამეულებივით ცნობილი „ტროიკები“ – კეზერაშვილ-კაკალაშვილ-ხახიაშვილის სამეული. სადაც შხამიანი კოქტეილივით შეაზავეს აფსუა სეპარატისტების მიერ გამოძევებული პროკურორი ნუგზარ სალია. კიდევ ვის შეიძლება შევადარო?! ვის, და – გრაფ ტოლსოის ლიტერატურულ პერსონაჟს, პროკურორ ივან ილიჩს. ისიც გაგახსენდება, ლავრენტი ბერიას ფსევდოსასამართლოზე რომ შეუგზავნეს ერთი მეგრელი მოსამართლე – კუჭავა. ისე იყო სალია შეგზავნილი ჩემს სასამართლოზე და ამ „გაკუჭავებულ“ ქვეყანაში არ ვჩერდები. ამათთან ბრძოლა ოსმალო ფაშასა და ყირიმის ხანის თათრებთან ბრძოლაზე ნაკლები არ არის, როგორც გიორგი სააკაძე ებრძოდა და თან, პარალელურ რეჟიმში ვიბრძვი საეჭვო მდგომარეობაში გოგი კაპანაძის საქმეზე. ახლა შენი ბოლო პროკურორი ვინმე ლანჩავაა, რომელიც არ მხვდება… ვარკვევ, ეს პროკურორი ლანჩავა იმ ორი ცნობილი ლანჩავას რაიმე ნათესავი ხომ არ არის. ერთი თეიმურაზ ლანჩავა, პოეტი მაუზერით დარბოდა ცნობილი მოვლენების დროს; მეორე – გელა ლანჩავა საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო ფიცის მოღალატე იყო, რომლის სახელი უკავშირდება თბილისში 1992 წელს დახვრეტილ მომიტინგეებს, ავტომატით რომ დარბოდა რუსთაველზე და ათეულობით მშვიდობიანი მომიტინგე ჰყავს დაპატიმრებული და დარბეული. თუ გელა ლანჩავას გენეტიკური ნათესავი ან შთამომავალია პროკურორი ლანჩავა, მას რატომ გაუკვირდება ადამიანის მოკვლა. არ მხვდება. ნამდვილი მეგობრობა და სიყვარული ასეთია, ბატონო პროკურორო, ხოლო სუფრული მეგობრობა ჭიქით იწყება და ჭიქით მთავრდება.
იმ დღეს კიდევ ერთხელ მივედი პროკურატურაში. ერთი მოქალაქე ბენზინის ქილით იყო მოსული, მეორე – მეგაფონით, ვერაფერს ვაგებინებო პროკურორებს და ამიტომ მოვედი მეგაფონითო – ქალი ყვიროდა. გენერალური პროკურატურის კედლებში დღესაც ვახტანგ რაზმაძის, მიშა ქურდაძის, ზურაბ ადეიშვილის ბოროტი სულები ტრიალებენ. პროკურატურიდან გამოსვლისას, ეტყობა, მათი ბოროტი სულები გამომყვნენ და როცა 344-ე ნომერ ავტობუსში ავედი, აბანოთუბანში მძღოლმა ისე დაამუხრუჭა, რომ რკინის სახელურს მიმანარცხა და შეშუპებული და ჩალურჯებული თვალებით ვარ. ყველაფერს შენ გიყვები. დღევანდელ საუბარს ჩავთვლი სიტყვის გამოხატვის თავისუფლებად, მაგრამ არც თავისუფლებაა და ხმაც რჩება „მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“.
შენთან საუბარს ვამთავრებ ჩემი ერთი მეგობრის ლექსის სტროფით, როცა გამომცემლობაში მოდიოდი და მეძებდი:
„შენ მოდიოდი გრეგორი პეკი“…
მაგრამ წახვედი…
წახვედი ისე, რომ ჩემნაირად გული არავის დასწყვეტია. შენ მართალი კაცი იყავი, მართალი ცოტაა ამ ქვეყნად. მართალი არ იყო ჩვენს წინაშე ჩვენი წილი ცხოვრება, რომელიც ზოგიერთებს თვალში ეჩხირებოდათ და ცხვირს ყოფდნენ. ისინი შენი ახლობლები იყვნენ, რომელთაც მერკანტილური ინტერესები ჰქონდათ და ამ ინტერესებს გაამარჯვებინეს კიდეც. ჩვენი ცხოვრება არ გადაკვეთილა. გადაკვეთის წერტილებზე „შენიანები“ იდგნენ. მე რეჟიმის ციხემ წამართვა საუკეთესო წლები. გასაოცარმა დემოკრატიამ 14 წელი მატარა გენერალურ პროკურატურაში. ამ წლებმა მთლიანად შეიწირა ჩვენი პირადი ცხოვრება და, საბოლოოდ, ამ ყველაფერს შენმა ნათესავებმა დაუსვეს წერტილი.
შენ სიკვდილის დროსაც მარტო დარჩი…
ადამიანებმა არ იციან, რომ ყველასთვის დადგება მარტოობის ჟამი, რისთვისაც ერთმანეთს სწირავენ, ეს გაწირვა არაფრად ღირს!!!
დიდი ამერიკელი მწერალი ჰემენგუეი ამბობს: „სიკვდილის დროს ყველა მარტოა“. ამ სიმარტოვეს მე ვარღვევ. იცოდე, მაინც არ გავჩერდები, სანამ არ დავადგენ ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფის წევრებს, რომლებმაც შენ ასე ვერაგულად და ღალატით მოგისწრაფეს ცხოვრება. ადამიანს, რომელსაც ყველა გიყვარდა, მაგრამ სამწუხაროდ, შენ ჩემს მეტი ნამდვილი მეგობარი სხვა არ გყოლია.
16 აგვისტოს შენი დაბადების დღეა.
ღმერთს ებარებოდეს შენი სპეტაკი სული.











კომენტარები