• რეკლამა
  • კონტაქტი
05:35, პარასკევი, 23 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სიკვდილი ძილში – თბილისში დები სინთეტიკური ნარკოტიკით გარდაიცვალნენ

ალია ავტორი - ალია
14:29 10-17-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
141

თბილისში, დაბინძურებული სინთეტიკური ნარკოტიკით ორი ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა, ერთი კაცის მდგომარეობა კი ამ დრომდე მძიმეა. შაბათის ფორმულას ინფორმაციით, გარდაცვლილები დები არიან.

დაბინძურებული, სიცოცხლისთვის საშიში ნარკოტიკს ყველგან იყიდი. საქართევლოში სრულად თავისუფლად ყიდის სხვადასხვა ნარკოტიკს რუსული ონლაინ შავი ბაზარი, არსებობს სხვა მრავალი არალეგალური გზაც. ბოლო კვლევების მიხედვით, საქართველოში კიდევ ერთხელ შემოვიდა – სიცოცხლისთვის განსაკუთრებულად საშიში ნარკოტიკული საშუალება.

ტელეკომპანიას “ფორმულა” ოჯახის თხოვნით, გარდაცვლილების ვინაობას არ ახმაურებს, თუმცა ოფიციალურად უკვე ცნობილია და ექსპერტიზამაც დასკვნა, რომ ახალგაზრდა დები ე.წ. სასიკვდილო ნარკოტიკით ფენტალინით დაიღუპნენ. ნარკოტიკი მათმა 35 წლის მეგობარმა შეიძინა. ფენტალინი სუნთქვის გაჩერებას და შედეგ სიკვდილს იწვევს. მეგობარმა კაცმა დების გარდაცვალების შემზარავი ამბავი რამდენიმე დღის წინ, კომიდან გამოსვლის შემდეგ შეიტყო.

სიკვდილი ძილში – ასე ახასიათებენ ფენტანილით გარდაცვალებას. ნარკოტიკი საქართველოს ბაზარზე 2018 წლიდან გამოჩნდა. “შაბათის ფორმულას” ინფორმაციით, სწორედ ეს სასიკვდილო ნივთიერება აღმოჩნდა კიდევ ორი ორი მეგობრის ნარკოტიკში, რომლებმაც MDMA საიტიდან შეიძინეს. კლუბში გასართობად წასულებმა, გონება რიგ-რიგობით დაკარგეს და რამდენიმე საათის განმავლობაში სიცოცხლისთვის ბრძოლა მოუწიათ.

მას შემდეგ რაც ერთი მეგობარი საავადმყოფოდან გამოიყვანეს, სახლში მარტო დარჩენილი ახალგაზრდა ქალი ცუდად გახდა.

სახელმწიფოს რეპრესიული ნარკოპოლიტიკის გამო ყოველწლიურად უამრავი ადამიანის სიცოცხლე ეწირება კუსტარულად უკანონო ლაბორატორიებში, სარდაფებში დამზადებულ მკვლელ ნარკოტიკს. ნარკოტიკული საშუალებებს გაბევრების გამო ფენტანილს ამატებენ, რომლის შერევის დროსაც გადამწყვეტია დოზირება და ნივთიერების თანაბრად გადანაწილება.

ზედოზირების დროს გადარჩენისთვის აუცილებელი მედიკამენტი – ნარკანი, რომელიც საქართველოში ნარკომომხმარებლებისთვის მარტივად ხელმისაწვდომი არ არის. გაიცემა მხოლოდ რეცეპტით, თბილისის მასშტაბით მხოლოდ ერთ აფთიაქში. ნარკოლოგისთვის გაუგებარია, რატომაა რეცეპტის გამოწერის აუცილებლობა მაშინ, როდესაც ნარკოტიკით ინტოქსიკაციის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია.

იმის გამო რომ სახელმწფო პრევენციული მექანიზმები არ აქვს ნარკომომხმარებლებმა თავად უნდა შეძლონ მომაკვდინებელი ნივთიერებებისგან თავის დაცვა. ამისთვის არსებობს ტესტები, რომლის საშუალებითაც ვგებულობთ ნარკოტიკის ჯგუფს და მისი ზემოქმედების ტიპს. ფენტანილის გარდა, ტესტი კეთდება სხვა სიცოცხლისთვის საშიშ ნივთიერებებზეც. სინჯარაში მჟავისა და ნარკოტიკული საშუალების ჩამონათალის რეაქციაში შესვლის შემდეგ სითხე ფერს იცვლის. ტესტებს გასცემს კომპანია მანდალა, თუმცა ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკის გამო სრულფასოვან ფუნქციონირებას მაინც ვერ ახერხებენ.

სახელმწიფოს ზედოზირებით გარდაცვლილი ადამიანების სტატისტიკა არ აქვს. იმის გამო, რომ ნარკოტიკი ლეგალიზებული არ არის, არც მისი ხარისხის მონიტორინგი არ ხდება. ნარკოპოლიტიკის ექსპერტის თქმით, ზედოზირების შედეგად ადამიანის გადარჩენა მარტივია, თუმცა ხელისუფლებას ამის ნება არ აქვს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

16:43 01-22-2026
2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
ახალი ამბები

2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

14:24 01-22-2026
თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება

14:04 01-22-2026
ქართული კომპანიების Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები თეთრ სახლში საშობაო წვეულებას დაესწრნენ
ახალი ამბები

ქართული კომპანიების Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები თეთრ სახლში საშობაო წვეულებას დაესწრნენ

14:50 01-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved