• რეკლამა
  • კონტაქტი
09:52, ოთხშაბათი, 14 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სიებში ისეთი ადამიანები არიან, რომელთაც, სისხლის სამართლის დანაშაული აქვთ ჩადენილი“

ალია ავტორი - ალია
00:36 10-12-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

„ალიას“ ესაუბრება კონფლიქტოლოგი, ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე.

– ბატონო მამუკა, უკვე გამოქვეყნდა არჩევნებში მონაწილე პარტიების  პროპორციული და მაჟორიტარული კანდიდატების სიები. აქცენტი „ქართულ ოცნებაზე“ მინდა გავაკეთო. ერთი, რომ მმართველი პარტიაა და მინდა თუ არა, რასაც ვხედავ, ყველაზე მეტი ხმის მოპოვების შანსი მას აქვს – ყველაზე დიდი ფინანსები აქვთ, სახელისუფლებო რესურსი მაგათია და კორონაპანდემიაც კი მოკავშირედ გაიხადეს…  რა ვიცი, ჯერ ასე ჩანს. ჰოდა, გადავხედე „ქართული ოცნების“ სიას და ვერც ახალი სახეები აღმოვაჩინე, ერთი ორის გარდა და მათგან რომ კვალიფიციური  პოლიტიკოსი დადგება, არ მჯერა. არც  რაიმეს  ჰპირდებიან ხალხს ივანიშვილი და „მეოცნებეები“. ზოგადად ლაპარაკობენ  წარმატებაზე, სტაბილურობაზე…

– ამ დაპირებებთან დაკავშირებით მინდა გითხრათ. იცით, როგორ არის? რაც არ უნდა დაჰპირდე ხალხს, ისეთი ნიჰილისტური განწყობაა საზოგადოებაში, მაინც აღარ სჯერათ ამ დაპირებებისა. მე მიმაჩნია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სწორი პოზიცია აირჩია, რაც არ უნდა დაჰპირდე ხალხს, მაინც არ სჯერა. არც ერთი პარტიის დაპირებისა არ სჯერა. მე ვერ ვიტყვი, რომ  არასწორი პოზიცია  დაიკავა „ქართულმა ოცნებამ“ და პიარის თვალსაზრისით, ეს წამგებიანი იყო. რაც შეეხება სიას. „ქართულ ოცნებაში“ რამდენიმე ადამიანია, რომელთაც შეუძლიათ, ამინდი შექმნან. დომინანტები არიან იურისტები და დიპლომატები.  განსაკუთრებით,  სიის პირველ ოცეულში არიან ასეთი ადამიანები. სხვა პარტიების სიაშიც არიან ადამიანები, რომლებიც მისაღები არიან. თუმცა, „ქართული ოცნების“ სიაში, უკანა რიგებში, არიან ადამიანები, რომლებიც პირადად ჩემთვის მიუღებლები არიან. ასევე ვხედავ სხვა პარტიების სიებში არა ერთ ისეთ ადამიანს, რომელთაც,  ჩემი აზრით, სისხლის სამართლის დანაშული აქვთ ჩადენილი, მათ შორის, მძიმე დანაშული. როგორი ჭრელიც არის საზოგადოება, ასეთივე  ჭრელია ამ პარტიათა სიები. „ქართული ოცნება“, დარწმუნებული ვარ,  შეინარჩუნებს ძალაუფლებას და ვერანაირი ოპოზიცია მას ხელს ვერ შეუშლის.  ოპოზიცია სუსტია,  დაქსაქსული და მიუხედავად ბაქიბუქისა, ვერ მოახერხეს ერთიანი ფრონტის შექმნა  და ვერც მოახერხებენ, რადგან მაგათ  ერთობას ხელს უშლის ამბიცია, ამბიცია და კიდევ ერთხელ ამბიცია.  ახლა სხვა რაღაც მინდა ვთქვა. 60 პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობს არჩევნებში. მათგან რამდენიმე გაერთიანებულია. ავიღოთ, ეს დარჩენილი 50 პარტია. თითოეულის პროპორციულ სიაში 120 კაცი ხომ არის? ეს 6 000 კაცია. ამას იმ 10 პარტიის, გაერთიანებულებიდან დაუმატე საარჩევნო სიის  წევრები. 1000 კაცი იქაც იქნება და 7 000 კაცი გამოდის. ეს რას ნიშნავს, იცით? რომ საქართველოს მოსახლეობის 0.1% პოლიტიკოსია. აი, ეს არის სამარცხვინო მდგომარეობა ქვეყნისა. ყველას პოლიტიკოსობა უნდა, ყველამ იცის პოლიტიკა, ასე მიაჩნიათ და მოკალი თუ გინდა, ვერ გადაათქმევინებ. ზოგან, ჯამში ასარჩევი პოლიტიკოსები მეტნი იქნებიან, ვიდრე ამომრჩევლები. ახლა ეს ნორმალურია?

– ბევრი რამეა არანორმალური ჩვენთან. არ გვყავს ის ოპოზიცია, რომელიც ხალხისთვის მისაღები იქნება და თან იმდენი რესურსი ექნება, „ქართულ ოცნებას“ მოუგოს არჩევნები. ოპოზიციის უნიათობის ხარჯზე იგებს არჩევნებს „ქართული ოცნება“. როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე?

– დათო მაღრაძემ თქვა ერთი კარგი ფრაზა: მესამე ძალის გამოჩენას ველოდებოდი და მესამე კი არა, მეორეც გაქრაო. ეს აბსოლუტურად მართალია. ასეთი ვითარება შეიქმნა და რა გითხრათ, აბა? ეს არის იმის ბრალი, რომ „ნაცმოძრაობამ“ და მისმა დანაყოფმა პარტიებმა ისევ მოინდომეს დომინანტობა, ოღონდ, ამჯერად ოპოზიციაში.

– „ქართულ ოცნებასაც“ აწყობს ეს ვარიანტი. რაც უფრი უსახური, ცოდვებით დამძიმებული, ხალხისთვის საძულველი კონკურენტები გყავს, მით უფრი იოლად მოიგებ არჩევნებს.

– რასაკვირველია, ეს ასეა, ორი აზრი არ არსებობს. „ნაცმოძრაობა“ და მათი დანაყოფები „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამენ წყალს. მიხეილ სააკაშვილის  განცხადება, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიააო  და ამით აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას დაუჭირა მხარი, სრულიად გაუაზრებლად და დაუფიქრებლად, ამან  სომხურ საზოგადოებაში აგრესია გამოიწვია. რისხვა დაატეხა ქვეყანას ცარიელ ადგილას,  თან არავინ არაფერს არ ეკითხებოდა ისე. ეს განცხადება, ცხადია, „ქართული ოცნებისთვის“ მეტად მომგებიანია.

– როდემდე უნდა ვიყოთ ამ დღეში? ქვეყანა აღარ ვითარდება, ამ პანდემიის გამო, 7–8% ეკონომიკური კლებაა და უკეთეს დღეში, არც მანამდე იყო  ჩვენი ეკონომიკა. საგარეო ვალი მალე გადააჭარბებს მშპ–ს 60%–ს, რომლის შემდეგაც, დეფოლტისკენ, ქვეყნის გაკოტრებისკენ  მიდის საქმე. ამდენი უმუშევარი, სოციალურად დაუცველი, გაღატაკებული და მშიერი ოჯახები, უპერსპექტივო ახალგაზრდები, კრიმინალის მატება, განათლების უკიდურესად დაბალი დონე, გაჩერებული ბიზნესი, ლარის ქრონიკული გაუფასურება და ფასების ქრონიკული გაზრდა, კორუფცია, ნეპოტიზმი, ჩინოვნიკთა ფუფუნებაში ცხოვრება და ათასი მამაძაღლობა ხელისუფლებაში… რომელი ერთი ვთქვა, აღარ ვიცი. უკან–უკან მივდივართ შეუჩერებლივ და საით გადავიჩეხებით, კაცმა არ იცის.

– არის ისეთი გარემოებები, რომელთა შეცვლაც ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას გაუჭირდება. თუ ობიექტურად შევხედავთ, ასეა. თქვენ ხომ იცით, რომ არსებობს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია, რომ მათთან თანამშრომლობის მქონე ქვეყნები იყვნენ მასზე დამოკიდებულები. თქვენ დეფოლტი ახსენეთ. დეფოლტის პროცესი გაიარა კარგა ხანია მოლდოვამ, მშპ–ს  60% –ს კარგა ხანია გადასცდა მათი ვალი, მაგრამ არ შედგა დეფოლტი და არ გაკოტრებულა ქვეყანა. ასეთი ქვეყნის უფსკრულში გადაჩეხვა არ აწყობთ. მე ის მინდა ვთქვა, რომ ეს არის უბედურება დღევანდელი მსოფლიოსი, როდესაც პროცესები იმართება ამ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ ისეთი ფორმით, რომ მასზე უნდა იყო დამოკიდებული, თუ მისგან ვალს აიღებ და ეს თავისთავად ხდება, რადგან ვალის პირობებია კაბალური. რასაკვირველია, სერიოზულ შეცდომებს თვითონ ქვეყნებიც უშვებენ. ამ კორონაპანდემიის ფონზე, ვალი რომ არ აეღო საქართველოს, ეს უფრო გაუგებარი იქნებოდა, რადგან მოულოდნელად უმძიმეს მდგომარეობაში აღმოვჩნდით. კორონავირუსთან დაკავშირებით რაც ხდება, ეს ობიექტური რეალობაა და მთელი მსოფლიო ცუდ დღეშია. ჩვენ  პირველ ეტაპზე წარმატებით გავუმკლავდით პანდემიას, ახლაც მეტ–ნაკლები წარმატებით ვუმკლავდებით. კი, მართალი ხართ იმაში, რომ ეკონომიკას ძალიან ძლიერი დარტყმა მიადგა, სოფლის მეურნეობასაც, გაუარესდა სოციალური მდგომარეობა და უმძიმესი ზამთარი გველის წინ,  მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება გვაიმედებს, ყველაფერი მოგვარებულია და ამ პროცესს გავივლით მნიშვნელოვანი დანაკარგების გარეშე. რაც დღეს ხდება, ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს დღეს კი არა, ზეგ და მაზეგ იჩენს თავს. პრაქტიკულად, დაქოქილი მანქანა გაჩერდა და ნაწილები ამოაცალეს. თავიდან როდის ააწყობენ, კაცმა არ იცის. რაც შეეხება პოლიტიკურ ძალას, ჩვენ ხელს ძალიან  გვიშლის იდეების დეფიციტი და შეუვალი ამბიციები. ეს ჩვენი პოლიტიკური კულტურის დეფიციტის ბრალია. ჩვენ არ გაგვაჩნია იდეოლოგია, არ ვიცით, რას ვაძლევთ მსოფლიოს და რა გვინდა მსოფლიოსგან. არ ვიცით, რეგიონში რა ფუნქცია გვაქვს. ამიტომ ვართ ქვეყანა და ვერ ვიქეცით სახელმწიფოდ. ეს არ არის მარტო ხელისუფლების ბრალი. საზოგადოების ბრალიც არის. რაც ერი, ისიც ბერიო, კარგი ნათქვამია.

– „ქართულ ოცნებას“, თავისი ყველა მაჟორიტარი კანდიდატი, პროპორციულ სიაში ასეულს მიღმა ჰყავს ჩაწერილი. გამსვლელ სიაში არც ერთი მათგანი არ არის და მათ  თუ დეპუტატობა უნდათ, აუცილებლად უნდა მოიგონ მაჟორიტარული არჩევნები. ეს კიდევ ხომ არ დაძაბავს ისედაც დაძაბულ ვითარებას? ეს მაჟორიტარები, ყველა, მათ შორის აკრძალული ხერხებით ხომ არ ეცდებიან არჩევნების მოგებას?  რამდენიმე ისეთი მაჟორიტარობის კანდიდატია, ყველაფერზეა წამსვლელი. სხვა პარტიების მაჟორიტარობის ბევრი კანდიდატი მათ არ ჩამოუვარდება. ეს ხომ არ გამოიწვევს არეულობასა და ცემა–ტყეპას? მით უმეტეს, ამგვარი ფაქტები უკვე იყო.

– არეულობა და ცემა–ტყეპა იქნება, სამწუხაროდ. მაჟორიტარობის კანდიდატი, პროპორციული სიის თავშია თუ ბოლოში, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. იმიტომ იქნება, რომ ასეთი პოლიტიკური კულტურით ვცხოვრობთ. იმიტომ კი არა, რომ ინსპირირებულია. მოწინააღმდეგის მოუღებლობა გახდა ჩვენი ცხოვრების წესი. ძალიან  ბევრი რამ არის მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის სასწორზე შემოდებული – ფინანსური რესურსი, ამბიცია, კარიერა… ყველა მხრიდან, ყველა პარტიიდან, ცალკეული გამონაკლისების გარდა, ყველგან იქნება დაძაბულობა, განსაკუთრებით რეგიონებში. როდესაც ასეთ მდაბიო პოლიტიკურ კულტურას დააწესებ, ხელს შეუწყობ, აღარ უნდა გქონდეს პრეტენზია, რომ ჩემს წინააღმდეგ აკრძალულ მეთოდებს რატომ იყენებენო. ამ შემთხვევაში, „ნაცმოძრაობას“ ვგულისხმობ. ძალიან ცუდია, რომ იყენებენ, მაგრამ იყენებენ, შენ დააწესე და შენ შექმენი ასეთი ვითარება. ხომ გახსოვთ, 2012 წელს რა დღეში გვაგდებდნენ და მანამდეც. „ნაცმოძრაობის“ დროს ჩატარებული ყველა არჩევნები იყო ომი. შევარდნაძის დროსაც იყო არჩევნების დროს ძალადობა, მაგრამ სისტემური და ორგანიზებული ხასიათი არ ჰქონდა, სპონტანური იყო. ეს არის ჩვენი სამწუხარო რეალობა და ეს არის ჩვენი უბედურება.

ლევან ჯავახიშვილი, „ალია“ #36

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025

ბიზნესი

მიკრობანკმა “ემბისიმ”, თიბისი კაპიტალის ხელშეწყობით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 21.3 მლნ ლარის ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

მიკრობანკმა “ემბისიმ”, თიბისი კაპიტალის ხელშეწყობით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 21.3 მლნ ლარის ობლიგაციები განათავსა

16:27 05-13-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:53 05-13-2025
„პრომო ჰაუსი“ – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

„პრომო ჰაუსი“ – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

13:37 05-13-2025
„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved