,,ნაცმოძრაობის” წევრი, მეგი გოცირიძე მიხეილ მაჭავარიანის შვილის, ვადო მაჭავარიანის ვიდეო-მიმართვას ეხმაურება:
,,ე.ი. მამამისი შევარდნაძის შემოსავლების სამსახურს ედგა სათავეში , ყველა პრივილეგიით სარგებლობდა. გაყინული 14 ლარიანი პენსიის ქვეყანაში შევარდნაძე აძლევდა მაღალ ხელფასს, ემსახურებოდა მანქანა, აგრეთვე პარლამენტში ემსახურებოდა მანქანა, დადიოდა საზღვარგარეთ, ჰქონდა ” დვიჟოკი”, სამთავრობო აგარაკი და ა.შ. მერე სააკაშვილი რომ დაუპირისპირდა ეძიკას ჩინოვნიკებს, მაჭავარიანი ზურა ჟვანიასთან ერთად , ცალკე პარტიას აფუძნებს და “დემოკრატებს “ირქმევს, მოგვიანებით ბურჯანაძეს იერთებენ და “ბურჯანაძე-დემოკრატები” კოალიციაში შედიან მიშას ენმ-ისთან, მათი რეიტინგი შევარდნაძის რეიტინგს უტოლდება… ჩვენ სერიოზული წინააღმდეგობა გვქონდა მაჭავარიან, ბურჯანაძე, ჟვანიასთან გაერთიანებაზე, ისევე-როგორვ “რესპუბლიკურ” პარტიასთან, რადგან დაზიანების მეტს არაფერს მოგვიტანდნენ, “ენმ ” -ას ჰქონდა 80%- იანი მხარდაჭერა და მიშა იყო ოპოზიციის უპირობო ლიდერი , მაგრამ დაგვარწმუნა, რომ ქვეყანას ასე სჭირდებოდა, ასეთი იყო დემოკრატიის ფასი და არსი , ჩვენც დავყევით…გამოხდა ხანი და რევოლუციის შემდეგ, საჩხერელი მაჭავარიანი ხდება ვიცესპიკერი, ყველა სიკეთით უზრუნველყოფილია, მანქანით, საწვავით, მივლინებებით, ყველა კანონპროექტი გამოაქვს მას , მისი ვადო ( ძალიან საყვარელი) 9 წელი იზრდება პარლამენტის კედლებში, მამიკო ასწავლის უცხოეთში ))) პარალელურად , ვადოს მამიკოს, ხელში აქვს ჩაგდებული ენმ-ის პარტია, რეგიონებს აკონტროლებს და ადგილობრივ სიებს წერს გოგორიშვილებთან ერთად, ნელ-ნელა ნაცების გაწევა სულ უფრო და უფრო თვალშისაცემი ხდება, ვადოს მამა არის მთავარი იდეოლოგი და ერთ-ერთი მთავარი კაცი პარტიაში , რომლის კედლებშიც დარბის ვადულიკო. მაჭავარიან-გოგორიშვილების მიერ არსაიდან მოსული ტიპებით დაკომპლექტებული სიებიდან , ქოცებში გადადის უამრავი თახსირი, ცოტა ხანში ვადოს საჩხერელი მამიკო , საკუთარ ირმა ნადირაშვილ, ხათუნა გოგორიშვილ, თამარ ჩერგოლეიშვილ, ბოკერიებთან ერთად და უჩა მამაცაშვილის ფულით, იღებენ გადაწყვეტილებას , გამოგვყარონ სუფთა სისხლის ნაციონალები ჩვენი პარტიიდან და აგვახიონ პარტია , სააკაშვილს მოუწოდებენ, გაიწიოს პარტიიდან, ჩამოშორდეს ნაციონალურ მოძრაობასა და ქართულ პოლიტიკას, რასაც წინააღმდეგობას უწევს ნაღდი ენმ და პარტია რჩება მიშას, ოღონდ განძარცვული თავიდან-ბოლომდე…ეს გახლავთ უმოკლესად აღწერილი ისტორია, მაგრამ აქ ეს არაა მთავარი, მთავარი არის კითხვა, რომელიც არ მასვენებს მას შემდეგ, რაც ეს ბავშვი ჩაერთო პოლიტიკაში… შვილო ვადო, მამაშენს რომ აეხია უჩას ფულებითა და შენი ნათლია გოგორიშვილების ხელით ჩვენი პარტია და იქ , შენი საჩხერელი მამიკო დაბინავებულიყო, მაშინაც გამოდგებოდი ოპოზიციიდან და დაგმობდი თუ ენმ-ის სახელით იპოციონირებდი? მამაშენს ასე როგორ დაუცურდა, რომ ენმ-ის წინააღმდეგ გამოგაგორა, სულ გააფრინა ხელისუფლებაში ყოფნის დაუოკებელმა წყურვილმა და აცურდა?“














კომენტარები